ბანგსამორო

ფილიპინების რეგიონი

ბანგსამორო, ოფიციალურად ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში (არაბ. منطقة بانجسامورو ذاتية الحكم Munṭiqah banjisāmūrū dhātiyyah al-ḥukm) — ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ფილიპინებში.

ბანგსამორო
დროშა
[1]

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კოტაბატო (ქალაქი)
შიდა დაყოფა ბასილანი, სამხრეთი ლანაო, ტავი-ტავი, კოტაბატო (ქალაქი), Maguindanao del Norte, სულუ (პროვინცია), Maguindanao del Sur და Special Geographic Area
კოორდინატები 7°13′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. / 7.21667° ჩ. გ. 124.25000° ა. გ. / 7.21667; 124.25000
მმართველი Murad Ebrahim
დაარსდა 21 იანვარი, 2019
ფართობი 12711.79 კმ²
მოსახლეობა 4 944 800 (1 მაისი, 2020)[2]
ოფიციალური საიტი http://bangsamoro.gov.ph/
300
300

ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში შეიქმნა მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ძირითადი კანონის, ბანგსამოროს ორგანული კანონის შესაბამისად, 2019 წლის 21 იანვარსა და 6 თებერვალს ჩატარებული ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტის საფუძველზე. რატიფიკაცია რამდენიმე დღის შემდეგ, 25 იანვარს საარჩევნო კომისიამ მოახდინა.

ბანგსამოროს დაარსება ფილიპინების მთავრობასა და ავტონომიურ ჯგუფებს შორის რამდენიმე წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგი იყო. ავტონომიურ ჯგუფთაგან განსაკუთრებით მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტი აქტიურობდა, რომელიც მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ვალიდურობას უარყოფდა და ისეთი რეგიონის შექმნას მოითხოვდა, რომელსაც ეროვნული ხელისუფლებისგან უფრო მეტი ძალაუფლება ექნებოდა. ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც სრული შეთანხმება ბანგსამოროს შესახებ, ბენინიო აკინოს მთავრობასა და მოროს ისლამური განთავისუფლების ფრონტს შორის 2014 წელს დაიდო. მოლაპარაკებებისა და დებატების შემდეგ ფილიპინების კონგრესმა შეიმუშავა ძირითადი კანონი, რომელსაც ამჟამად ბანგსამოროს ორგანულ კანონს უწოდებენ. 2018 წლის 26 ივლისს კანონსპროექტს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რადგანაც საპრეზიდენტო სისტემის მქონე ფილიპინებში ბანგსამოროს საპარლამენტო სისტემა ექნებოდა, ორგანული კანონის საწინააღმდეგოს იურიდიული ზომები არ მიუღიათ და შედეგად საარჩევნო კომისიამ ორნაწილიანი პლებისციტი გამართა: პირველი პლებისციტის დროს მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, რომ რეგიონი გაუქმებულიყო და მაშინვე შეცვლილიყო ბანგსამოროთი, [3][4][5] ხოლო მეორე პლებისციტით ლანაო-დელ-ნორტისა და კოტაბატოს პროვინციების მუნიციპალიტეტებსა და ბარანგაიებში უნდა ჩატარებულიყო ბანგსამოროს რეგიონთან მიერთების საკითხზე. [6][7][8][9] პლებისციტის მეორე ნაწილის მიხედვით, კოტაბატოს პროვინციის 63-მა ბარანგაიმ ავტონომიურ რეგიონთან მიერთებას დაუჭირა მხარი.[10][6]

ბანგსამორო ფილიპინების ერთადერთი ავტონომიური რეგიონია, სადაც მუსლიმი უმრავლესობაა.[11] ბანგსამოროს რეგიონი ფილიპინების საკონსტიტუციო რეფორმასა და ფედერალიზმთან დაკავშირებული უფრო ფართო დებატების სატესტო საფუძვლად მიიჩნევა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინი ბანგსამორო ძველი მალაიური სიტყვებიდან ბანგსა (რასა, ერი) და მორო (ფილიპინებში მუსლიმური ეთნიკური ჯგუფების კოლექტიური სახელწოდება, მომდინარეობს ესპანური მავრებიდან) მომდინარეობს და „მოროს ერს“ ნიშნავს.

ადრეული ისტორია

რედაქტირება
 
სულუს, მაგინდანაოსა და ბუაიენის მუსლიმურ სასულთნოთა ტერიტორიები

ფილიპინების ისტორიის მანძილზე რეგიონი და მეტწილად მინდანაო დამოუკიდებელ ტერიტორიას წარმოადგენდა, რომელმაც საკუთარი კულტურა და იდენტობა განავითარა. უკიდურესი დასავლეთი და დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი XV საუკუნიდან ფილიპინელ მუსლიმთა საცხოვრებელი ტერიტორია იყო, სანამ 1565 წელს კუნძულზე ესპანელთა ჩამოსვლის შემდეგ დამპყრობლები ფილიპინების კოლონიზებას დაიწყებდნენ. მინდანაოს უდიდესი ნაწილი ლუმადების ჯგუფებით იყო დასახლებული, რომლებიც არც ქრისტიანები და არც მუსლიმები იყვნენ.

მუსლიმი მისიონერები ტავი-ტავიზე 1380 წელს ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ისლამზე მოქცევა დაიწყეს. 1457 წელს სულუს სასულთნო დაარსდა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ მაგინდანაოსა და ბუაიენის სასულთნოები. ტერიტორიის ისლამიზაციის გამო ლუმადების თემების დიდმა ნაწილმა საცხოვრებელი ადგილები შეიცვალა. ესპანელთა მმართველობის პერიოდში სასულთნოებმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და რეგულარულად ეწინააღმდეგებოდნენ ესპანელთა დომინირებას ჩრდილოეთში ზღვისპირა ქალაქებზე თარეშითა და მათ ტერიტორიაზე შეჭრისგან ესპანელთა შეკავებით. სასულთნოების დამოუკიდებლობა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე გაგრძელდა, სანამ სულუს სასულთნომ ესპანელთა სიუზერენობა არ აღიარა, თუმცა ტერიტორიებზე ესპანელთა სუვერენიტეტი მხოლოდ ზამბოანგასა და კოტაბატოში სამხედრო სადგურებითა და გარნიზონებით შემოიფარგლებოდა.[12]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ბანგსამორო შედგება 3 შემადგენელი ქალაქის, 116 მუნიციპალიტეტისა და 2590 ბარანგაისგან. ქალაქი ისაბელა ბასილანის შემადგენლობაში შედის, იგი ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული იურისდიქციის ქვეშ არაა მოქცეული. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ კოტაბატოს 63 ბარანგაი ბანგსამოროს შემადგენლობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კოტაბატოს და სხვა მუნიციპალიტეტები ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული იურისდიქციის ქვეშ არაა.[13]

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

ბანგსამოროს რეგიონის მოსახლეობას მუსლიმები, ქრისტიანები და ლუმადები შეადგენენ, რომელთა შორისაც ფართოდაა გავრცელებული კულინტანგის მუსიკა, გონგის თანხლებით შესრულებული სპეციფიკური მუსიკა, რომელიც სამხრეთ ფილიპინებში როგორც მუსლიმ, ისე არამუსლიმ მოსახლეობაშია გავრცელებული. ბანგსამოროს თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს ინდივიდუალური არქიტექტურა, არამატერიალური კულტურა და სახვითი ხელოვნება აქვს. რეგიონში განსხვავებული არქიტექტურული სტილის გამორჩეული ნიმუშია სამეფო სულუს არქიტექტურა, რომელიც მაიმბუნგში დარუ ჯამბანგანის (ყვავილების სასახლე) ასაგებად გამოიყენეს. 1932 წლსი ტაიფუნის დროს სასახლე ძლიერ დაზიანდა და აღარ აღდგენილა, რის შემდეგაც ამერიკული მმართველობის პერიოდშივე (1901-1935) დაანგრიეს.[14][15] ყვავილების სასახლე ფილიპინების უდიდესი სასახლე უნდა ყოფილიყო. 1033 წლიდან ქალაქ მაიმბუნგის რესტავრაცია დაიწყო. 2010-იან წლებში ქალაქის მახლობლად სასახლის მცირე ასლი დადგეს. 2013 წელს მაიმბუნგი ყოფილი სულუს სასულთნოს სამეფო დედაქალაქად გამოაცხადეს.[16][17]

ბუნებრივი მემკვიდრეობა

რედაქტირება

რეგიონი სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტების სიუხვით გამოირჩევა. გამორჩეულია ლიგუასანის მარშები და ლანაოს ტბა, ერთ-ერთი უძველესი ტბა მსოფლიოში. სულუს არქიპელაგის რეგიონი მოიცავს კუების კუნძულების ველური ბუნების თავშესაფარს, ბონგაოს მთასა და ბასილანის წვიმის ტყეებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 https://bangsamoro.gov.ph/?mdocs-file=16145
  2. Household Population, Number of Households, and Average Household Size of the Philippines (2020 Census of Population and HousingPhilippine Statistics Authority, 2022.
  3. Depasupil, William; TMT; Reyes, Dempsey (January 23, 2019). „‘Yes’ vote prevails in 4 of 5 provinces“. The Manila Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2019. ციტირების თარიღი: January 23, 2019.
  4. Galvez, Daphne (January 22, 2019). „Zubiri: Overwhelming ‘yes’ vote for BOL shows Mindanao shedding its history of conflict“. Inquirer.net. ციტირების თარიღი: January 22, 2019.
  5. Esguerra, Christian V. (January 25, 2019). „New era dawns for Bangsamoro as stronger autonomy law ratified“. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: January 25, 2018.
  6. 6.0 6.1 Sarmiento, Bong S.. 21 of 67 villages in North Cotabato join BARMM.
  7. Suson, Divina. ‘No’ wins in 13 Lanao del Norte towns; ‘Yes’ wins in only 9 towns.
  8. Jennings, Ralph (July 27, 2018). „Historic Autonomy Deal for Philippine Muslims Takes Aim at 50 Years of Strife“. Voice of America. ციტირების თარიღი: July 28, 2018.
  9. Esguerra, Anthony Q. (July 27, 2018). „EU expresses support for Bangsamoro Organic Law“. Inquirer.net. ციტირების თარიღი: July 28, 2018.
  10. Fonbuena, Carmela. 63 out of 67 barangays in Cotabato to join Bangsamoro region.
  11. Kapahi, Anushka D.; Tañada, Gabrielle (2018). „The Bangsamoro Identity Struggle and the Bangsamoro Basic Law as the Path to Peace“. Counter Terrorist Trends and Analyses. 10 (7): 1–7. JSTOR 26458484.
  12. Mindanao Peace Process, Fr. Eliseo R. Mercado, Jr., OMI.
  13. Arguilas, Carolyn (February 8, 2019). „Pikit’s fate: 20 barangays remain with North Cotabato, 22 joining BARMM“. Minda News. ციტირების თარიღი: February 9, 2019.
  14. Selga, Miguel (1932). „The Typhoon of Jolo—Indo-China (April 29–May 5, 1932)“. Monthly Weather Review. 60 (5): 124–125. doi:10.1175/1520-0493(1932)60<124b:TTOJAM>2.0.CO;2 – წარმოდგენილია AMS Publications-ის მიერ.
  15. Philippines. Weather Bureau (1932). Meteorological Bulletin. Bureau of Printing. 
  16. Whaley, Floyd (October 21, 2013). „Obituary: Jamalul Kiram III / Self-proclaimed 'poorest sultan'. Pittsburgh Post-Gazette. ციტირების თარიღი: February 2, 2015.
  17. Whaley, Floyd (September 21, 2015). „Esmail Kiram II, Self-Proclaimed Sultan of Sulu, Dies at 75“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 2, 2015.