აღმოსავლეთი მისამისი
აღმოსავლეთი მისამისი (სებ. Sidlakang Misamis; ტაგალ. Silangang Misamis) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ჩრდილოეთ მინდანაოს რეგიონში. პროვინციის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პროვინციული ცენტრია კაგაიან-დე-ორო, რომელიც პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.
აღმოსავლეთი მისამისი ტაგალ. Lalawigan sa Silangang Misamis | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
შიდა დაყოფა | El Salvador, Gingoog, ალუბიხიდი, ბალინგასაგი, ბინუანგანი, კლავერია (აღმოსავლეთი მისამისი), გიტაგუმი, ინიტაო, ხასაანი, კინოგიტანი, ლაგონგლონგი, ლაგინდინგანი, ლიბერტადი (აღმოსავლეთი მისამისი), ლუგაიტი, მაგსაისაი (აღმოსავლეთი მისამისი), მანტიკაო, მედინა (აღმოსავლეთი მისამისი), ნაავანი, ოპოლი, სალაი, სუგბონგკოგონი, ტაგოლოანი (აღმოსავლეთი მისამისი), ტალისაიანი, ვილიანუევა და ბალინგოანი | ||||
კოორდინატები | 8°45′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. / 8.75000° ჩ. გ. 125.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Yevgeny Emano | ||||
დაარსდა | 1939 | ||||
ფართობი | 3131.52 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 956 900 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 88 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.misamisoriental.gov.ph | ||||
ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნეში აღმოსავლეთ მისამისის ტერიტორიის მცხოვრებლები იძულებული იყვნენ, მუსლიმი მმართველებისთვის ხარკი ეხადათ. სანაპიროსთან მცხოვრები ლუმადები ისლამზე მოექცნენ ან იმ ეთნიკურმა ჯგუფებმა ჩაანაცვლეს, რომლებმაც უფრო ადრე მიიღეს ისლამი. პროვინციის შიდა ტერიტორიებზე მცხოვრებმა ტომებმა ადგილობრივი რწმენა-წარმოდგენები შეინარჩუნეს.
სებუს პროვინცია
რედაქტირებაესპანური კოლონიური ხანის დროს აღმოსავლეთ მისამისი დასავლეთ მისამისთან ერთად სებუს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1818 წელს მისამისი სებუს გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქად კაგაიან-დე-მისამისი (კაგაიან-დე-ორო) გამოცხადდა. შემდეგსი პროვინცია რამდენიმე ნაწილად დაიყო: კაგაიანის (Partido de Cagayan), კატარმანის (Partido de Catarman), დაპიტანის (Partido de Dapitan) და მისამისის (Partido de Misamis) დანაყოფად. გვიან XIX საუკუნეში მისამისის პროვინცია მინდანაოს რაიონების ნაწილი იყო. პროვინციის ტერიტორია დასავლეთით დაპიტანადე, აღმოსავლეთით გინგოოგმდე და სამხრეთით ლანაომდე და კოტაბატომდე იყო გადაჭიმული.
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაპროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ევგენი ვინსენტე ბ. ემანოა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ხერემი ხონამარ გ. პელაესი.