კაგაიან-დე-ორო
კაგაიან-დე-ორო (სებ. Dakbayan sa Cagayan de Oro; ტაგალ. Lungsod ng Cagayan de Oro) — ქალაქი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოსავლეთ მისამისის პროვიციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 568 283 ადამიანი (2010 წლის შეფასება)[1].
ქალაქი | |
---|---|
კაგაიან-დე-ორო სებ. Dakbayan sa Cagayan de Oro | |
ფაილი:Cagayan de Oro City Montage.jpg | |
ქვეყანა | ფილიპინები |
კოორდინატები | 08°29′00″ ჩ. გ. 124°39′00″ ა. გ. / 8.48333° ჩ. გ. 124.65000° ა. გ. |
მმართველი | Oscar Moreno |
დაარსდა | 1662 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1950 |
ფართობი | 488,8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 568 283 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 568,43 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | +80, 8822 |
საფოსტო ინდექსი | 9000 |
ოფიციალური საიტი | http://cagayandeoro.gov.ph/ |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი კაგაიან-დე-ორო მდებარეობს ფილიპინების სამხრეთით, კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ ნაწილში, მაკაჯალარის ყურის ნაპირზე[2]. სამხრეთიდან ესაზღვრება ბუკიდნონის პროვინცია და ჩრდილოეთი ლანაო, აღმოსავლეთიდან — ქალაქი ტაგოლოანი, დასავლეთიდან — ქალაქი ოპოლი.
ისტორია
რედაქტირებაქალაქის ტერიტორიაზე პირველი დასახლების კვალი ჩნდება ძვ. წ. 337 წელს[3].
1622 წელს თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე გადავიდა ორი ესპანელი ავგუსტინელი ბერი. 1626 წელს მმარტველმა სალანგსანგმა ერთ-ერთი ბერის რჩევით თავისი დედაქალაქი გადაიტანა მდინარეს ქვემო დინებაში. მოგვიანებით ესპანელებმა გაამაგრეს ქალაქი, რათა დაეცვათ სულუს სასულთნოს თავდასხმებისაგან. სასულთნოსთან მუდმივი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო კათოლიკური ქრისტიანობა, მაშინ როდესაც სასულთნოს მოსახლეობა აღიარებდა ისლამს[4]. ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დაპირისპირება რეგიონში გაგრძელდა კიდევ 250 წელი.
1738 წელს ესპანელებმა საბოლოოდ დაამყარეს თავიანთი ხელისუფლება ქალაქის ტერიტორიაზე. 1818 წელს მისამისმა მიიღო პროვინციის სტატუსი და მისი ოთხიდან ერთ-ერთი ოლქი გახდა პარტიდოს-დე-კაგაიანი (ესპ. Partidos de Cagayan)[4], რომელმაც 1871 წელს მიიღო მცირე ქალაქის სტატუსი და გახდა რეგიონის მუდმივი დედაქალაქი. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან პატარა ქალაქმა დაიწყო სწრაფად განვითარება, იქცა კომერციულ და სავაჭრო ცენტრად.
1898 წელს ამერიკა-ესპანეთის ომის დროს ფილიპინებზე გადასხეს ამერიკული ძალები, თუმცა კაგაიანი მათ ხელში საბოლოოდ 1900 წელს გადავიდა[4].
ამერიკული დაპყრობების შემდეგ, ცხოვრებამ თანდათანობით დაიწყო გაუმჯობესება. 1928 წელს ქალაქში დაარსდა წმინდა ავგუსტინეს სკოლა, ხავიერის უნივერსიტეტის წინამორბედი[3] და ლურდესის სკოლა. 1950 წელს ფილიპინების დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ელპიდიო კირინომ კაგაიანს მიანიჭა ქალაქის სტატუსი[4].
XX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო და 1983 წელს ფილიპინების მთავრობამ მას ქვეყნის ყველაზე სწრაფად ურბანიზებადი ქალაქის სტატუსი მიანიჭა[4]. ქალაქი ძლიერ დაზარალდა 2011 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ტაიფუნის მოქმედების შედეგად[5]. მსხვერპლთა რიცხვა 580 ადამიანს მიაღწია[6].
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქი XXI საუკუნეში სწრაფად იზრდება. 2000 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 389 718 კაცს, ხოლო 2010 წლის შეფასებით — 568 283 ადამიანი იყო.
ეკონომიკა
რედაქტირებათანამედროვე კაგაიან-დე-ორო ხასიათდება ისეთი მახასიათებლით, როგორიცაა მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ქალაქის ეკონომიკური საფუძველი მოიცავს: სოფლის მეურნეობის კულტურებსა და ტურიზმს. ქალაქში კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა[7]. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ბრინჯი და სიმინდი[2].
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქის საგზაო სისტემის მთლიანი სიგრძე აღემატება 520 კილომეტრს[8]. ქალაქში დარეგისტრირებულია 30 000 მანქანა. ქალაქში არის ნავსადგური[9], საიდანაც სრულდება საზღვაო რეისები ხუთი მიმართულებით. ქალაქშია ასევე აეროპორტი[8][10].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Philippines: largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer (ინგლისური)(გერმანული)(ფრანგული)(ესპანური)
- ↑ 2.0 2.1 Cagayan de Oro (Philippines) Britannica Online Encyclopedia (ინგლისური)
- ↑ 3.0 3.1 History დაარქივებული 2012-08-06 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Xavier University - Ateneo de Cagayan (ინგლისური)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 History Cagayan de Oro City Official Website (ინგლისური)
- ↑ „Число жертв тайфуна на Филиппинах достигло 957 человек“. Взгляд. 20 декабря 2011. ციტირების თარიღი: 2011-12-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Число жертв шторма на Филиппинах достигло 927“. Взгляд. 20 декабря 2011. ციტირების თარიღი: 2011-12-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Socio Economics Cagayan de Oro City Official Website (ინგლისური)
- ↑ 8.0 8.1 Transportation Cagayan de Oro City Official Website (ინგლისური)
- ↑ Порт Кагаян-де-Оро. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ Аэропорты города Кагаян-де-Оро (Филиппины) APINFO.RU - русскоязычная база данных гражданских аэропортов всего мира