ჩრდილოეთი ლანაო
ჩრდილოეთი ლანაო (ოფიციალურად ჩრდილოეთ ლანაოს პროვინცია; ტაგ: Hilagang Lanao; სებ: Amihanang Lanao) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ჩრდილოეთი მინდანაოს რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ტუბოდი.
ჩრდილოეთი ლანაო ტაგალ. Hilagang Lanaw | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ტუბოდი (ჩრდილოეთი ლანაო) | ||||
შიდა დაყოფა | ბაკოლოდი (ჩრდილოეთი ლანაო), ბალოი (ჩრდილოეთი ლანაო), ბაროი, კაპატაგანი (ჩრდილოეთი ლანაო), კაუსვაგანი, კოლამბუგანი, ლალა (ჩრდილოეთი ლანაო), ლინამონი, Magsaysay, მაიგო, მატუნგაო, მუნაი, ნუნუნგანი, პანტაო-რაგატი, პანტარი (ჩრდილოეთი ლანაო), პოონა-პიაგაპო, სალვადორი (ჩრდილოეთი ლანაო), საპადი, სულთან-ნაგა-დიმაპორო, ტაგოლოანი (ჩრდილოეთი ლანაო), ტანგკალი და ტუბოდი (ჩრდილოეთი ლანაო) | ||||
კოორდინატები | 8°02′00″ ჩ. გ. 124°00′00″ ა. გ. / 8.03333° ჩ. გ. 124.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Imelda Dimaporo | ||||
დაარსდა | 22 მაისი, 1959[1] | ||||
ფართობი | 3346.57 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 722 902 (1 მაისი, 2020)[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 63 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9201–9222 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.lanaodelnorte.gov.ph | ||||
| |||||
პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, დასავლეთით — სამხრეთი ზამბოანგა, სამხრეთ-დასავლეთით — ილანის ყურე, ჩრდილოეთით — ილაგანის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ქალაქი ილიგანი, ხოლო ჩრდილო-დასვლეთით პანგუილის ყურით აღმოსავლეთი მისამისისგანაა გამოყოფილი. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 676 395 ადამიანს შეადგენს.[3]
ჩრდილოეთ ლანაოს შემადგენლობაში შედის ქალაქი ილიგანი, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაპროვინციის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ranao, რაც „ტბას“ ნიშნავს. პროვინცია ლანაოს ტბის აუზში მდებარეობს და „მარანაოების“ (ითარგმნება როგორც „ტბის ხალხი“) მიწადაა ცნობილი.[4]
ისტორია
რედაქტირებამუსლიმების შემოსვლამდე ლანაოს ხალხები ინდუიზმის, ანიმიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები იყვნენ.[5][6] ესპანელებმა ლანაო პირველად 1689 წელს გამოიკვლიეს. მათ ტბის ჩრდილოეთ ბოლოში კარგად გამაგრებული დასახლება დანსალანი აღმოაჩინს. ლანაო შემდეგში ლანაოს სასულთნოს რეზიდენციას წარმოადგენდა.[4]
1914-1959 წლებში დღევანდელი ჩრდილოეთი ლანაო ლანაოს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1942 წელს სამხრეთ ლანაოში იაპონიის საიმპერიო შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ. 1945 წელს სამხრეთ ლანაოში პირველი განმათავისუფლებელი ძალები ჩავიდნენ. 1959 წელს, 2228-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ლანაო ორ ნაწილად გაიყო: სამხრეთ და [ჩრდილოეთ ლანაოდ გაიყო.[7] ახალი პროვინციის ინაუგურაცია 4 ივლისს გაიმართა და მის პროვინციულ დედაქალაქად ილიგანი გამოცხადდა.
თავდაპირველად პროვინცია ბალოის, კაუსვაგანის, ბაკოლოდის, მაიგოს, კოლამბუგანის, ტუბოდის, ბაროის, ლალის, კაპატაგანის, კარომატანის მუნიციპალიტეტებს მოიცავდა. შემდეგში ისინი მატუნგაოს, პანტაო-რაგატის, მუნაის, ტანგკაისა და ნუნუნგანის მუნიციპალიტეტებად გარდაიქმნა.
1977 წელს ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 586-ე საპარლამენტო კანონპროექტს (პროვინციული საბჭოს 805-ე რეზოლუცია), რომლის მიხედვითაც პროვინციის დედაქალაქი ილიგანიდან ტუბოდში გადაიტანეს.
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილოეთ ლანაოს პროვინციის ფართობი 3 346.57 კმ²-ია.[8] მას ჩრდილოეთ მინდანაოს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი უკავია. ქალაქ ილიგანის ჩათვლით პროვინციის ფართობი 4 159.94 კმ²-ია. პროვინციას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთი ლანაო ესაზღვრება, დასავლეთიდან — სამხრეთი ზამბოანგა, სამხრეთ-დასავლეთიდან — ილანის ყურე, ჩრდილოეთიდან — ილაგანის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ქალაქი ილაგანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან — პანგუილის ყურე.
ჩრდილოეთ ლანაო 22 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მაღალურბანიზებული ქალაქი ილიგანი პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მისგან დამოუკიდებლად იმართება.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის აღწერით ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობა 676 395 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 200 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. ქალაქ ილიგანის ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 1 019 013 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 245 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობა მარანაოებისა და სებუანოს ეთნიკური ჯგუფების შთამომავლები არიან. წარსულში მინდანაოს, ვისაიასისა და ლუსონის ქრისტიანული პროვინციებიდან მოსული მიგრანტები ძირითადად ლანაოს ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ, ხოლო მარანაოები — სამხრეთ ნაწილში. ილიგანის ჰინტერლანდებში ჰიგაონონების ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს.
მარანაოები ამ ადგილებში ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ. სხვა ჯგუფების მსგავსად, მათაც საკუთარი ენა, კულტურა, რელიგია, სოციალური სისტემა, წეს-ჩვეულებები, მუსიკა და სხვა მახასიათებლები აქვთ.
ენა
რედაქტირებაპროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა მარანაოსა და სებუანურ ენებზე საუბრობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ინგლისური და ფილიპინური ენა ესმის. 2010 წლის მონაცემებით, 601 525 ადამიანისთვის მშობლიური ენა სებუანური/ბისაიური/ბოჰოლანური იყო, 283 007 ადამიანისთვის — მარანაოს ენა, ხოლო 43 740 ადამიანისთვის — სხვა ენები.[9][10]
რელიგია
რედაქტირებაფილიპინის სტატისტიკის სააგენტოს 2015 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობის 44.19% მუსლიმანია (ძირითადად სუნიტები). სხვა ისლამური სექტების: აჰმადიის, სუფიზმის, შიიზმის და სხვ. მიმდევრების რაოდენობაც შესამჩნევია. რელიგიურ უმცირესობას ქრისტიანები, ბუდისტები და სხვ. კონფესიების აღმსარებლები მიეკუთვნებიან.[11]
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაპროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ ლანაოს ამჟამინდელი გუბერნატორი იმელდა დიმაპოროა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — მარია კრისტინა ატაი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Republic Act No. 2228
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). "Region X (Northern Mindanao)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
- ↑ 4.0 4.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Lanao del Sur“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millennium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 94–95. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-16. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ Republic Act No. 2228 - An Act to Create the Provinces of Lanao del Norte and Lanao del Sur. ციტირების თარიღი: 24 December 2015.
- ↑ "Province: Lanao del Norte". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016
- ↑ Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010 (Lanao del Norte)
- ↑ Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010 (Iligan City)
- ↑ Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2019. ციტირების თარიღი: Aug 31, 2018.