ილიგანი
ილიგანი (ოფიციალურად ქალაქი ილიგანი; სებ: Dakbayan sa Iligan; ტაგ: Lungsod ng Iligan; მარ: Inged a Iligan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ჩრდილოეთ მინდანაოში, ფილიპინებში. 2015 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 342 618 ადამიანია.
ილიგანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
შიდა დაყოფა | Suarez და Tambacan |
კოორდინატები | 8°14′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. / 8.23333° ჩ. გ. 124.25000° ა. გ. |
დაარსდა | 1609 |
ფართობი | 813.37 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 262 მეტრი |
მოსახლეობა | 363 115 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 63 |
საფოსტო ინდექსი | 9200 |
ოფიციალური საიტი | http://www.iligan.gov.ph/ |
გეოგრაფიულად ეკუთვნის ჩრდილოეთ ლანაოს პროვინციას, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. ადრე შედიოდა ცენტრალური მინდანაოს (რეგიონი XII) შემადგენლობაში, 2001 წელს კი ჩრდილოეთ მინდანაოს (რეგიონი X) დაქვემდებარებაში გადავიდა.[2] ილიგანი პროვინციის დედაქალაქის, ტუბოდიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო ფილიპინების დედაქალაქის, მანილიდან 800 კმ-ის მოშორებით.
ილიგანის ფართობი 813.37კმ²-ია და ფილიპინების ათ უდიდესი ქალაქს შორისაა (ფართობის მიხედვით). 17 მაღალურბანიზებულ ქალაქ შორის, ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გამოკლებით, ილიგანი მე-15 ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვის (421 ადამიანი ყოველ კვადრატულ კილომეტრზე) მიხედვით. მოსახლეობის სიმჭიდროვის უფრო ნაკლები მაჩვენებლები ბუტუანსა და პუერტო-პრინცესას აქვს.[3]
ეტიმოლოგია
რედაქტირებატერმინი ილიგანი მომდინარეობს ჰიგაუნონის ენიდან, ილიგ, რაც „ქვევითკენ სვლას“ ნიშნავს. ზოგიერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება სხვა სიტყვებიდან ილიგანი ან ილიჯანი წარმოდგება და „თავდაცვის ციხესიმაგრეს“ ნიშნავს და ილიგანს ასე ქალაქზე მეკობრეებისა და მინდანაოელი ტომების ხშირი თავდასხმების შემდეგ მოიხსენიებდნენ.
გეოგრაფია
რედაქტირებაილიგანს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ მისამისის სამი მუნიციპალიტეტი (ლუგაიტი, მანტიკაო და ოპოლი), სამხრეთით — ჩრდილოეთ ლანაოს სამი მუნიციპალიტეტი (ბალიო, ლინამონი და ტაგოლოანი) და სამხრეთ ლანაოს ორი მუნიციპალიტეტი (კაპაი და ტაგოლოანი II), ჩრდილო-აღმოსავლეთით — კაგაიან-დე-ორო, აღმოსავლეთით — ტალაკაგისა და ბუკიდნონის მუნიციპალიტეტიბი, დასავლეთით კი — ილიგანის ყურე მდებარეობს.
ქალაქის დასავლეთით მდებარე ილიგანის ყურე ზღვის მეშვეობით გადაზიდვებს უწყობს ხელს. ქალაქის აღმოსავლეთით დაბლობი კულტივირებული სანაპირო მიწები ვულკანური ბორცვებითა და მთებით ბოლოვდება, სადაც ჩანჩქერები და ცივი წაროები მდებარეობს, რითიც ეს ტერიტორიებია ცნობილი.
კლიმატი
რედაქტირებაილიგანი III ტიპის კლიმატურ სარტყელშია, რომელიც გამოკვეთილი სეზონებით არ ხასიათდება. წვიმა მეტნაკლებად მთელი წლის მანძილზე მოდის. ტროპიკული მდებარეობის გამო ქალაქისთვის ცივი ამინდი არაა დამახასიათებელი. გეოგრაფიული მდებარეობის (იგი ტაიფუნების ჯაჭვის მიღმა მდებარეობს) და მთების გარშემორტყმული მდებარეობის გამო ქალაქი ძლიერი შტორმებისგან დაცულია.
ბარანგაიები
რედაქტირებაილიგანი პოლიტიკურად იყოფა 44 ბარანგაიდ.
დემოგრაფია
რედაქტირებაილიგანის მოსახლეობა სებუანურ ენაზე მოლაპარაკე უმრავლესობისა და ადგილობრივი უმცირესობისგან შედგება. ძირითადი კულტურულ უმცირესობას მარანაოები წარმოადგენენ. ქალაქი არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, არამედ შერეული კულტურითაა გამორჩეული: ლანაოს მარანაოების, ბუკიდნონელი ჰიგაონონებისა და იმიგრანტების კულტურებით.
ენები
რედაქტირებამოსახლეობის 92.27% სებუანურ ენაზე საუბრობს. უმცირესობის ენებს შორისაა მარანაოს, ჰალიგაინონის, ილოკანოს, ჩავაკანოსა და ვარაის ენები. მოსახლეობის უმრავლესობას ტაგალურ ენასა და ინგლისურ ენაზე საუბარი შეუძლია, რომლებიც ქვეყნის ოფიციალური ენებია.[4]
რელიგია
რედაქტირებაილიგანის მოქალაქეთა უმრავლესობას ქრისტიანები (კათოლიკეები) შეადგენენ. ქალაქი ილიგანის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის ცენტრია, რომელსაც ილიგანსა და ჩრდილოეთ ლანაოს 12 მუნიციპალიტეტში (ლინამონი, კაუსვაგანი, ბაკოლოდი, მაიგო, კოლამბუგანი, ტუბოდი, ბაროი, ლალა, კაპატაგანი, საპადი, სალვადორი და მაგსაისაი) 25 სამრევლო აქვს. 1 551 000 ადამიანიდან 65.5% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.[5] უდიდეს რელიგიურ უმცირესობას მუსლიმანები შეადგენენ, რომლებიც ილიგანის მოსახლეობის 11.48%-ს შეადგენენ და ძირითადად სუნიტები არიან.[6]
ტურიზმი
რედაქტირებაილიგანი ცნობილია როგორც „დიდებულ ჩანჩქერთა ქალაქი“, რადგანაც ქალაქში 24 ჩანჩქერი მდებარეობს. მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია მარია ქრისტინას ჩანჩქერი, რომელიც აგუს VI ჰიდროელექტროსადგურს ამარაგებს და ელექტრონერეგიის მთავარი წყაროცაა. სხვა ჩანჩქერებს შორისაა ტინაგაგოს ჩანჩქერი, რომელიც დიტუკალანის ბარანგაიში მდებარეობს და მასთან მისვლა 300 საფეხურიანი კიბითაა შესაძლებელი. ბურუ-უნის ბარანგაიში მიმბალუტის ჩანჩქერი, სუარესის ბარანგაიში — აბაგის ჩანჩქერი, ხოლო ბონბონონის ბარანგაიში — დოდიონგანის ჩანჩქერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Godinez-Ortega, C. (2001, September 9). Iligan City 'moves' to Northern Mindanao, Philippine Daily Inquirer. P. A13.
- ↑ https://psa.gov.ph/population-and-housing/node/62690
- ↑ Lakbay Pilipinas Iligan City. Lakbay Pilipinas.
- ↑ Diocese of Iligan. (July 26, 2017) Diocese of Iligan Statistics. ციტირების თარიღი: Aug 31, 2018.
- ↑ Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2019. ციტირების თარიღი: Aug 31, 2018.