ბუტუანი
ბუტუანი (ოფიციალურად ქალაქი ბუტუანი; სებ: Dakbayan sa Butuan, ტაგ: Lungsod ng Butuan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, კარაგის რეგიონული ცენტრი. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 337 063 ადამიანია.
ბუტუანი ინგლ. City of Butuan | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 8°56′53″ ჩ. გ. 125°32′35″ ა. გ. / 8.94806° ჩ. გ. 125.54306° ა. გ. | ||
დაარსდა | 31 იანვარი, 1901 | ||
ფართობი | 816.62 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 372 910 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 85 | ||
საფოსტო ინდექსი | 8600 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.butuan.gov.ph | ||
| |||
1001-დან 1521 წლამდე ბუტუანი იმავე სახელწოდების სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ამ პერიოდში ქალაქი მთელ ფილიპინების არქიპელაგზე საუკეთესი იყო ოქროსა და ნავების წარმოებაში. ბუტუანი მდებარეობს აგუსანის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აგუსანის გასწვრივ. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩრდილოეთ აგუსანი, აღმოსავლეთიდან — სამხრეთ აგუსანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბუტუანის ყურე ესაზღვრება.
2000 წლამდე ბუტუანი ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციის დედაქალაქი იყო, შემდეგ კი 8811-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად იგი კაბადბარანმა ჩაანაცვლა. სტატისტიკური და გეოგრაფიული მიზნით ბუტუანი ჩრდილოეთ აგუსანის შემადგენლობაში შეჰყავთ, თუმცა ადმინისტრაციულად დამოუკიდებლად იმართება. საკანონმდებლო თვალსაზრისით ბუტუანი პროვინციის პირველ საკონგრესო რაიონში შედის.
ისტორია
რედაქტირებაძველი ბუტუანი
რედაქტირებაწინაკოლონიურ ხანაში ქალაქი ბუტუანის რაჯაჰნატის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც მეტალურგიული ინდუსტრიითა და საზღვაო ტექნოლოგიებით იყო ცნობილი. სამეფო X-XI საუკუნეებში აყვავდა და ფართო ვაჭრობას ეწეოდა ტიამპასთან და შრივიჯაიასთან.[2][3]
1001 წელს რაჯაჰნატმა სუნის დინასტიასთან დაამყარა კონტაქტი. წიგნში „სუნის ისტორია“ აკრძალულ ქალაქში ბუტუანელთა მისიის ვიზიტის შესახებაა მოთხრობილი, სადაც რაჯაჰნატი აღწერილია როგორც პატარა ინდური ქვეყანა ბუდისტური მონარქიით, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა ტიამპასთან. მისიამ, რომელსაც მეფე „კილინგი“ ხელმძღვანელობდა, სასამართლოში ტიამპის დესპანის თანაბარი უფლებები მოითხოვა, თუმცა იმპერიულმა სასამართლომ თხოვნა უარყო.[4][5] საბოლოოდ შრი-ბატა შაჯის მმართველობის დროს სამეფომ ტიამპის თანაბარი დიპლომატიური უფლებები მიიღო. ორ სამეფოს შორის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა პიკს იუანის დინასტიის დროს მიაღწია.[6]
კოლონიური ხანა
რედაქტირებაბუტუანში პირველი მუნიციპალური არჩევნები 1902 წლის მარტში ჩატარდა.[7] მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელების მიერ ფილიპინების ოკუპაციის პერიოდსი, 1943 წლის 12 მარტს, ბუტუანის ბრძოლაში ადგილობრივი პარტიზანებისა და იაპონელების ბრძოლის შედეგად ბუტუანის ნახევარზე მეტი დაიწვა.[8][9]:318[10]:7 1945 წლის 17 იანვარს კაბადბარანისა და ბუტუანის გზაზე პარტიზანები იაპონელებს დაესხნენ თავს, რათა ბუტუანში მდგომი იაპონური გარნიზონისთვის იარაღის მიწოდებაში ხელი შეეშალათ.
გეოგრაფია
რედაქტირებაბუტუანის ფართობია 81 662 ჰექტარი, რაც კარაგის რეგიონის 4.1%-ს შეადგენს. კიოპენის კლიმატური კლასიფიკაციით ბუტუანი ეკვატორული კლიმატური სარტყელის შემადგენლობაში შედის. ქალაქი 86 ბარანგაიდ იყოფა და 13 რაიონად ჯგუფდება. 1-დან 26-მდე ბარანგაიები პობლაკიონებია (ქალაქის საკუთრებაშია). 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 337 063 ადამიანს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ერთ კვადრატულ კმ-ზე 413 ადამიანს უდრის.
ეკონომიკა
რედაქტირებაბუტუანი კარაგის რეგიონის კომერციული, სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრია.[11] იგი ჩრდილოეთ მინდანაოს სტრატეგიული სავაჭრო ჰაბია და მთავარ ქალაქებთან: დავაოსთან, კაგაიან-დე-ოროსთან, მალაიბალაისთან, სურიგაოსა და ტანდაგთან სახმელეთო გზებითაა დაკავშირებული. ბუტუანში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ბანხასის აეროპორტი, რომლის მგზავრთბრუნვამაც 2012 წელს 525 000 ადამიანი შეადგინა.[12]
2013 წელს ბუტუანის შემოსავალი 330 510 000 ფილიპინური პესო იყო, რაც ქალაქის მზარდ ეკონომიკაზე მიუთითებს. 2014 წელს შემოსავალმა 513 870 000 ფილიპინურ პესოს გადააჭარბა.[13] ფილიპინების კონკურენტუნარიანობის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2012 წელს ბუტუანი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით მე-4, ხოლო 2014 წელს — მე-16 ადგილზე იყო.
ქალაქში 260-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციონირებს, მათ შორის: Metrobank, ფილიპინების კუნძულების ბანკი, ფილიპინების ეროვნული ბანკი და სხვ. ფილიპინების დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის მონაცემებით, 2013 წლის დეკემბერში ბუტუანში დეპოზიტების საერთო რაოდენობა 18 944 854 000ფილიპინურ პესოს გაუტოლდა, რაც კარაგის რეგიონის მთლიანი დეპოზიტების 45%-ს შეადგენდა.[14]
ბუტუანის მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: ბრინჯი, ბანანი, ქოქოსი, კრევეტები და შინაური ფრინველები. წამყვან დარგებს შორისაა ხის დამუშავება, ავეჯის წარმოება, საწვავის განაწილება და გემთმშენებლობა. ქალაქში ვითარდება ინდუსტრიული პარკიც.[15][16]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2013-02-06.
- ↑ UNESCO World Heritage Centre. Butuan Archeological Sites. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2014-01-02.
- ↑ Timeline of history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-23. ციტირების თარიღი: 2009-10-09.
- ↑ Scott, William Prehispanic Source Materials: For the Study of Philippine History, p. 66
- ↑ Song Shi Chapter 7 to 8
- ↑ A general act for the organization of municipal governments in the Philippine Islands. LawPH.com. ციტირების თარიღი: 2011-04-09.
- ↑ Kent Holmes, Wendell Fertig and His Guerrilla Forces in the Philippines: Fighting the Japanese Occupation, 1942-1945 (Jefferson, N.C.: McFarland & Co., 2015), p. 112.
- ↑ Keats, J., 1963, They Fought Alone, New York:J.B. Lippincott Company
- ↑ Childress, C., 2003, Wendell Fertig's Fictional "Autobiography": A Critical Review of They Fought Alone, Bulletin of the American Historical Collection, Vol. 31, No. 1(23), January 2003
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-30. ციტირების თარიღი: 2014-08-05.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-13. ციტირების თარიღი: 2016-04-21.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-15. ციტირების თარიღი: 2014-08-07.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-11. ციტირების თარიღი: 2016-04-21.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2014-08-07.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-08-07.