ჩრდილოეთი აგუსანი

ფილიპინების პროვინცია

ჩრდილოეთი აგუსანი (ოფიციალურად ჩრდილოეთ აგუსანის პროვინცია; სებ. Amihanang Agusan; ტაგალ. Hilagang Agusan) ― პროვინცია კარაგის რეგიონში, ფილიპინებში. პროვინციის დედაქალაქია კაბადბარანი, თუმა არაერთი სამთავრობო ოფისი ქალაქ ბუტუანში მდებარეობს. პროვინციას ჩრდილო-დასავლეთიდან ბუტუანის ყურე ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ჩრდილოეთი სურიგაო, აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი სურიგაო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი აგუსანი და სამხრეთ-დასავლეთიდან ― აღმოსავლეთი მისამისი.

ადმინისტრაციული ერთეული
ჩრდილოეთი აგუსანი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კაბადბარანი
შიდა დაყოფა კაბადბარანი, ბუენავისტა (ჩრდილოეთი აგუსანი), კარმენი (ჩრდილოეთი აგუსანი), ხაბონგა, კიტჩარაო, ლას-ნიევესი, მაგალიანესი (ჩრდილოეთი აგუსანი), ნასიპიტი, რემედიოს-ტ.-რომუალდესი, სანტიაგო (ჩრდილოეთი აგუსანი) და ტუბაი
კოორდინატები 9°10′00″ ჩ. გ. 125°30′00″ ა. გ. / 9.16667° ჩ. გ. 125.50000° ა. გ. / 9.16667; 125.50000
მმართველი Dale Corvera
დაარსდა 17 ივნისი, 1967
ფართობი 2730.24 კმ²
მოსახლეობა 387 503 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 85
ოფიციალური საიტი http://www.agusandelnorte.gov.ph
ჩრდილოეთი აგუსანი — ფილიპინები
ჩრდილოეთი აგუსანი

ესპანური და ამერიკული ხანა

რედაქტირება
 
აგუსანის პროვინციის რუკა, 1918

სანამ ჩრდილოეთი აგუსანი შეიქმნებოდა, ესპანური კოლონიური ხანის დროს დამოუკიდებელი, ერთიანი აგუსანი არსებობდა, რომელიც სურიგაოსა და მისამისის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ იყო მოქცეული. 1907 წელს ამერიკულმა მთავრობამ აგუსანი სურიგაოსგან განაცალკევა და ბუკიდნონისა და ბუტუანის ქვეპროვინციებისგან აგუსანის პროვინცია შექმნა.[2]

1914 წელს N2408 აქტის საფუძველზე ბუკიდნონის ქვეპროვინცია დამოუკიდებელი პროვინცია გახდა, ხოლო ბუტუანის ქვეპროვინციას აგუსანი ეწოდა. 1914-1920 წლებში აგუსანი და ბუკიდნონი მინდანაოსა და სულუს დეპარტამენტის შემადგენლობაში იყო.

დამოუკიდებლობა

რედაქტირება

1967 წელს, N4979 რესპუბლიკური აქტის მიხედვით აგუსანი ჩრდილოეთ და სამხრეთ აგუსანად გაიყო.[3]

2000 წლის 16 აგვისტოს, N8811 რესპუბლიკური აქტის თანახმად, პროვინციული მთავრობის ოფისი ბუტუანიდან კაბადბარანში გადაიტანეს. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი კაბადბარანია, თუმცა პროვინციული სამსახურების ნაწილი ჯერ კიდევ ბუტუანშია განლაგებული.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ტუბაის ლანდშაფტი

ჩრდილოეთი აგუსანი მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარაგის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით ბუტუანის ყურე მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ჩრდილოეთი სურიგაო, აღმოსავლეთით ― სამხრეთი სურიგაო, სამხრეთ-აღმოსავლეთით ― სამხრეთი აგუსანი და სამხრეთ-დასავლეთით ― აღმოსავლეთი მისამისი. ჩრდილოეთ აგუსანის საერთო ფართობი 2 730.24 კმ²-ია. გეოგრაფიული დანიშნულებით ბუტუანის ჩათვლის შემთხვევაში პროვინციის სახმელეთო ფართობი 3 546.86 კმ²-ს უტოლდება.

პროვინციის ცენტრალური ნაწილი ფილიპინების მასშტაბით მესა ყველაზე გრძელი მდინარის, აგუსანის, ქვემო აუზს წარმოადგენს, რომელიც ბუტუანის ყურეში ჩაედინება. შესაბამისად, მდინარის ირგვლივ მდებარე ტერიტორია დაბლობიდან ბორცვებამდე რელიეფითაა დაფარული. მთიანი რელიეფი პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული.[2]

ფილიპინების მასშტაბით მეოთხე უდიდესი ტბა, მაინიტი ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ სურიგაოს საზღვართან მდებარეობს.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ჩრდილოეთი აგუსანი 10 10 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს.

N8811 რესპუბლიკური აქტის თანახმად პროვინციის ოფიციალური დედაქალაქი კაბადბარანია.[5] მაღალურბანიზებული ქალაქი ბუტუანი გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაშია, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებელია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2020 წლის აღწერით ჩრდილოეთ აგუსანის მოსახლეობა 387 503 ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით იგი ფილიპინების პროვინციებს შორის 64-ე ადგილზეა. პროვინციის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 140 ადამიანია 1 კმ²-ზე.

გეოგრაფიული დანიშნულებით მაღალურბანიზებული ქალაქის, ბუტუანის, ჩათვლის შემთხვევაში პროვინციის მოსახლეობა 691 566 ადამიანს აღწევს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 195 ადამიანი 1 კმ²-ზე.

ბუტუანის დიოცეზის 2013 წლის მოხსენების მიხედვით პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიას კათოლიციზმი წარმოადგენს. ამ რელიგიას მოსახლეობის 71% მისდევს. მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ. ამ რელიგიას პროვინციის მოსახლეობის 10% მისდევს. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ძირითადად ქრისტიანობისა და ისლამის სხვა მიმდინარეობების აღმსარებელია.

ეკონომიკა

რედაქტირება

ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციის ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. მთავარ მოსავალს ბრინჯი, სიმინდი, ქოქოსი, აბაკა, მანგო და ბანანი წარმოადგენს. პროვინციაში მოჰყავთ ანანასი, ყავა, ბოსტნეული, მანიოკი და დურიო.[6] 2012 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის 34.67% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციული კაპიტოლიუმის შენობა

ჩრდილოეთ აგუსანის 10 მუნიციპალიტეტი და 1 შემადგენელი ქალაქი, მაღალურბანიზებულ ქალაქ ბუტუანთან ერთად ორ წარმომადგენლობით ოლქშია გაერთიანებული. პირველ წარმომადგენლობით ოლქში ბუტუანი და ლას-ნიევესის მუნიციპალიტეტია გაერთიანებული. 2022 წლისთვის ოლქის წარმომადგენელი ხოსე ს. აკინო II-ა. მეორე წარმომადგენლობით ოლქში ქალაქი კაბადბარანი, ბუენვასიტის, კარმენის, ხაბონგის, კიტჩარაოს, მაგალიანესის, ნასიპიტის, რემედიოსის, ტ. რომუალდესის, სანტიაგოსა და ტუბაის მუნიციპალიტეტებია გაერთიანებული. 2022 წლისთვის მეორე ოლქის წარმოამდგენელი დალე ბ. კორვერაა.[7]

კაბადბარანისა და კარმენის, ბუენავისტისა და ნასიპიტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ბევრი პლაჟია. პროვინციის ერთ-ერთი უმაღლესი მთა, ილონგ-ილონგი, კაბადბარანში მდებარეობს. პონგკაის (მლოცველთა მთა) მთიდან ვიზიტორებს კაბადბარანის პანორა ეშლებათ თვალწინ. მინდანაოს მასშტაბით უგრძესი და ფილიპინებში სიგრძით მესამე მდინარე, აგუსანი, ბუტუანის ყურეში ჩაედინება. აგუსანის ხეობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მაიაპაის ზეგანი მდებარეობს. პროვინციის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ანტიკური ხანის ბალანგაის ტიპის ნავები, რომლებიც ბუტუანშია აღმოჩენილი. ბალანგაებმა დიდი როლი ითამაშა ბუტუანის საპორტო ქალაქად ჩამოყალიბებაში და ქალაქის სიმბოლო გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Agusan del Norte“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 18. ISBN 971-630-037-9. 
  3. Republic Act No. 4979; An Act Creating the Provinces of Agusan del Norte and Agusan del Sur (17 June 1967). ციტატა: „Section 1. The Province of Agusan is hereby divided into two provinces, to be known as Agusan del Norte and Agusan del Sur.“ ციტირების თარიღი: 4 December 2015
  4. Catoto, Roel (2 October 2014). „Caraga lawmakers push for Lake Mainit Development Authority“. MindaNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 22 April 2016. ციტატა: „Lake Mainit, the fourth largest lake in the country, occupies an area of 17,060 hectare and straddles the provinces of Agusan del Norte and Surigao del Norte.“
  5. Republic Act No. 8811; An Act Transferring the Capital and Seat of Government of the Province of Agusan del Norte from Butuan City to the Municipality of Cabadbaran, Agusan del Norte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 4 December 2015
  6. Agricultural Crops. ციტატა: „Major agricultural crops in Agusan del Norte are rice, corn, coconut, abaca, banana and mango. The province also produces cassava, durian, pineapple, coffee, vegetables and root crops. The three highest producing crops are coconut, banana and rice with corresponding production of 75,184.35 MT, 43,924.92 MT and 26,151.81 MT, respectively.“ ციტირების თარიღი: 18 March 2016
  7. House Members; 17th Congress. ციტირების თარიღი: 30 July 2016