სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკა (მრავალმნიშვნელოვანი).

სართავი (საფეიქრო) ბანანი[1] (ლათ. Musa textilis), ან აბაკა[2] (ესპ. abacá < ტაგალ. abaka) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბანანისებრთა ოჯახის ბანანის გვარისა.[3]

სართავი ბანანი

პლანტაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Musa textilis (Née, 1801)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 158542150

მისი სამშობლოა ფილიპინები. ევროპულ ყოფაში მცენარე 1768 წელს შევიდა, როდესაც ესპანელებმა დაიწყეს მისი მოყვანა ბოჭკოს ექსპორტის მიზნით. თავდაპირველად იგი მხოლოდ ფილიპინებზე მოჰყავდათ, მოგვიანებით გავრცელდა ინდონეზიაში, აგრეთვე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში (კოსტა-რიკა, ჰონდურასი). მისი ფოთლის ბუდისაგან მიიღება უბრალო ბოჭკო, რომელსაც, მცენარის მსგავსად, „აბაკას“ უწოდებენ. იყენებენ გვარლების, საზღვაო ბაგირების (მდგრადია მარილიანი წყლის მიმართ), თევზსაჭერი ბადეების დასამზადებლად. მცენარის ბოჭკოვანი ნაწილი შემოდის 18–24 თვეში, შემდეგ მას ქერქს აცლიან და მზეზე აშრობენ; წარმოებაში მისი გამოყენება დამატებითი დამუშავებისა და დართვის გარეშეა შესაძლებელი.[4]

სინონიმები

რედაქტირება
  1. მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 1961
  2. ელერდაშვილი ა., აბაკა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. Абака // Большая Советская Энциклопедия, т. 1, М.: Советская энциклопедия, 1969.
  4. Энциклопедия конопли (Абака) დაარქივებული 2009-08-31 საიტზე Wayback Machine.