სამხრეთი სურიგაო (ტაგ: Timog Surigao; სებ: Habagatang Surigao) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კარაგის ადმინისტრაციულ რეგიონში, მინდანაოში. პროვიციის დედაქალაქია ტანდაგი. სამხრეთი სურიგაო მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდეებარეობს.

სამხრეთი სურიგაო
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ტანდაგი
შიდა დაყოფა ტანდაგი, ბისლიგი, ბარობო, ბაიაბასი (სამხრეთი სურიგაო), კაგვაიტი, კანტილანი, კარმენი (სამხრეთი სურიგაო), კარასკალი, კორტესი (სამხრეთი სურიგაო), ინატუანი, ლანუსა (სამხრეთი სურიგაო), ლიანგა, ლინგიგი, მადრიდი (სამხრეთი სურიგაო), მარიატაგი, სან-აგუსტინი (სამხრეთი სურიგაო), სან-მიგელი (სამხრეთი სურიგაო), ტაგბინა და ტაგო (სამხრეთი სურიგაო)
კოორდინატები 8°40′00″ ჩ. გ. 126°00′00″ ა. გ. / 8.66667° ჩ. გ. 126.00000° ა. გ. / 8.66667; 126.00000
მმართველი ალექსანდერ პიმენტალი
დაარსდა 19 ივნისი, 1960
ფართობი 4932.70 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 642 255 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 86
საფოსტო ინდექსი 8300–8318
ოფიციალური საიტი http://www.surigaodelsur.gov.ph
300
300

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ძველი რუკა, რომელზეც სურიგაოს პროვინციაა ნაჩვენები

სურიგაოს სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით ლინგვისტებს შორის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, სურიგაოს ფუძეა სიტყვა sulig („ყლორტი“, „გაფურჩქვნა“) და სურიგაო suligao-დან („წყაროს წყალი“) წარმოდგება და მდინარე სურიგაოზე (მანდაიას ენაზე სულიგავი) უნდა მიუთითებდეს, რომელიც მინდანაოს ჩრდილოეთით ჩაედინება.[2] ადრეული ისტორიული წყაროები მდინარეს სულიგაოდ, სურიგაოდა და სურიგანად მოიხსენიებენ.[3]

მეორე ვერსიით პროვინციის სახელწოდება წარმოდგება ვისაიანური სიტყვებიდან surogao ან suyogao (რომელთა ფუძეცაა სიტყვა suyog, „დინება“) რაც „წყლის დინებას“ ნიშნავს.[4]

წინაკოლონიურ ხანაში სურიგაოს რეგიონის სანაპიროები ვისაიანური წარმოშობის სურიგაონების ეთნიკური ჯგუფებით იყო დასახლებული, ხოლო შიდა ნაწილებში ლუმადების ჯგუფები, მანდაიები, მანსაკები, მამანვები და მანობოები ბინადრობდნენ.[5]

1860 წელს ესპანელების მიერ ოკუპაციის შემდეგ მინდანაოში ექვსი სამხედრო რაიონი შეიქმნა. სურიგაო და აგუსანი „აღმოსავლეთი რაიონის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1870 წელს რაიონს სახელი გადაარქვეს და „სურიგაოს რაიონი“ (Distrito de Surigao) უწოდეს. 1901 წელს სურიგაოს რაიონი ჩარტერული პროვინცია გახდა. 1907 წელს, ამერიკული მმართველობის პერიოდში მას აგუსანი გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სამხრეთ სურიგაოს პოლიტიკური რუკა

სამხრეთ სურიგაო მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 125°40'-126°20' აღმოსავლეთ გრძედსა და 7°55'-9°20' ჩრდილოეთ განედს შორის. ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთი სურიგაო ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი დავაო, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან კი — ჩრდილოეთი აგუსანი და სამხრეთი აგუსანი.

პროვინცია დივატის მთიანეთის დასავლეთით მდებარეობს და მინდანაოს დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულია. აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს. პროვინციის სანაპირო ხაზიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით ფილიპინების ღრმული მდებარეობს.[6][5]

სამხრეთ სურიგაოს ფართობი 4 932.7 კმ²-ია,[7] რაც კარაგის ადმინისტრაციული რეგიონის 27.75%-ს, მინდანაოს 5.14%-ს ფილიპინების 1.74%-ს შეადგენს. პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით კარასკალიდან სამხრეთით ლინგიგის მუნიციპალიტეტისკენ წაგრძელებული ფორმა აქვს. ყველაზე ფართო წერტილებში (კაგვაიტიდან სან-მიგელამდე) პროვინციის სიგრძე 300 კმ, ხოლო სიგანე 50 კმ-ია.

ფართობის მიხედვით უდიდესი სან-მიგელის მუნიციპალიტეტია, რომელიც პროვინციის 11.31%-ს, ხოლო ყველაზე პატარა — ბაიაბასის მუნიციპალიტეტი, რომელიც პროვინციის მთლიანი ფართობის 2.39%-ს მოიცავს.[8]

 
ბრინჯის მინდვრები კანტილანში

სამხრეთ სურიგაოს პროვინცია II ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელიც მთელი წლის მანძილზე ნალექების მეტ-ნაკლებად განაწილებით ხასიათლდება. წვიმების სეზონი გამოკვეთილი. იგი ნოემბერში იწყება და მარტში მთავრდება. ივლისიდან ოქტომბრამდე ნალექების მცირე რაოდენობა მოდის. სექტემბერი ყველაზე მშრალი თვეა, ხოლო ყველაზე წვიმიანი — იანვარი

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

სამხრეთ სურიგაოს პროვინცია 17 მუნიციპალიტეტსა და 2 ქალაქს მოიცავს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინციის ტერიტორიაზე 309 ბარანგაი მდებარეობს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 592 250 ადამიანს შეადგენს.[9] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 120 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა სურიგაონურ ენაზე საუბრობს (გარდა ქალაქ ბისლიგისა და ბარობოს, ჰინატუანის, ლინგიგისა და ტაგბინის მუინიციპალიტეტებისა, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი სებუანურ და კამაიოს ენებზე საუბრობს) და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.

მმართველობა

რედაქტირება
 
ტანდაგის აეროპორტი

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამხრეთ სურიგაოს ამჟამინდელი გუბერნატორი ალექსანდრე პიმენტალია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ლიბრადო ნავარო. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინიციის პირველ რაიონს პროსპერო პიჩაი უმცროსი, ხოლო მეორე რაიონს ჯონი პიმენტალი წარადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. (1898) La Islas Filipinas. Mindanao, Volume 1. Subinspección de Infantería, გვ. 197. 
  3. რედ. Pio A. De Pazos y Vela-Hidalgo: Jolo, Relato Historico-Militar: Desde Su Descubrimiento Por Los Espanoles en 1578 A Nuestros Dias (1879). Imprenta y Estereotipia de Polo. 
  4. Paredes, Francis Tom; Paredes, Sheila (2017) The Monosyllabic root -ao in Mindanao Languages, 8th Annual In-house Review of the Research Office of Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. 
  5. 5.0 5.1 5.2 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Surigao del Sur“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 156. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 28 April 2016. 
  6. Philippine Provincial Profile; Surigao del Sur. ციტირების თარიღი: 28 April 2016.
  7. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 1 April 2014.
  8. Province: Surigao del Sur". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  9. Census of Population (2015). Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population. PSA. Retrieved 20 June 2016.