ბისლიგი (ოფიციალურად ქალაქი ბისლიგი) — მესამე კლასის ქალაქი სამხრეთ სურიგაოს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 94 535 ადამიანს შეადგენს.[2] მოსახლეობის რაოდენობით ბისლიგი უდიდესი ქალაქია სამხრეთ სურიგაოს პროვიცნიის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის.

ბისლიგი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 8°12′48″ ჩ. გ. 126°18′58″ ა. გ. / 8.21333° ჩ. გ. 126.31611° ა. გ. / 8.21333; 126.31611
დაარსდა 1921
ფართობი 331.80 კმ²
ცენტრის სიმაღლე 71 მეტრი
მოსახლეობა 99 290 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 86
საფოსტო ინდექსი 8311
ოფიციალური საიტი http://www.bislig.gov.ph/
ბისლიგი — ფილიპინები
ბისლიგი

ქალაქის საქმიან ნაწილს, მანგაგოის ბარანგაის ხშირად უწოდებენ „პატარა ქალაქი ქალაქის ფარგლებში“. მანგაგოი ბისლიგის სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია, სადაც 32 464 ადამიანი ცხოვრობს. იგი ქალაქის უდიდესი ბარანგაია, ხოლო პროვინციის მასშტაბით ყველაზე დიდი ბარიოა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

2000 წელს 8804-ე რესპუბლიკური აქტის თანახმად ბისლიგს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3] ბისლიგი ფილიპინებში ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძული ჰაგნოი ღამით

ბისლიგი დავაოდან ჩრდილ-აღმოსავლეთით 208 კმ-თაა (129 მილი) დაშორებული, ტანდაგიდან სამხრეთით — 15 კმ-ით (94 მილი), ჰინატუანიდან სამხრეთით — 44 კმ-ით (27 მილი), ხოლო ბუტუანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით — 158 კმ-ით (98 მილი). ბისლიგის საერთო ფართობი 40 503 ჰექტარია და 24 ბარანგაის მოიცავს, რომელთა თითქმის ნახევარის ტროპიკული წვიმების ტყეების ზონაშია და „საჯარო ტყეებსაც“ უწოდებენ. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ბისლიგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია. მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაჩვენებელი მაღალია, რომელიც პიკს იანვარში აღწევს.

 
ანდრეს სორიანოს გამზირი

ბისლიგის პირველი მოსახლეები აგუსანის ველიდან იყვნენ. ისინი შუბებსა და მშვილდ-ისრებს იყენებდნენ და ნახევრად მომთაბარეები იყვნენ. მათ მანობოებს უწოდებენ. XVII საუკუნეში მანობოებს ადგილობრივი ლიდერები ჰყავდათ, რომელთაც „ბაგანი“ ეწოდებოდათ. ტომებს ბრინჯი, სიმინდი და ფესვეული კულტურები მოჰყავდათ.

საუკუნის ბოლოს ესპანელმა კოლონიზატორებმა და მისიონერებმა ეს ადგილები ესპანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში შეიყვანეს. მათთან ერთად ბისლიგის მიდამოებში ტაგალები, ილონგოები და სებუანოებიც გადასახლდნენ.

2000 წლის 18 სექტემბერს გამართული პლებისციტით მოსახლეობამ 8804-ე რესპუბლიკური აქტის რატიფიცირება მოახდინა და ბისლიგს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქის სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი მანგაგოის ბარანგაია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით სამხრეთ სურიგაოს უდიდესი ბარანგაია.[4] ბისლიგში მდებარეობდა PICOP Resources, Inc. (ადრე ცნობილი როგორც ფილიპინების ქაღალდის ინდუსტრიების კორპორაცია), რომელიც აზიაში ქაღალდის უდიდესი კომპლექსი იყო აზიის მასშტაბით. იგი გეოგრაფიულად ტაბონის ბარანგაიში მდებარეობდა და ამჟამად გაუქმებულია.

 
ფილიპინური არწივი ბისლიგის ველურ ბუნების ერთ-ერთ თავშესაფარში

ბისლიგი ცნობილია ეკოტურიზმით. ქალაქის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი ტინუი-ანის ჩანჩქერია, რომელსაც „ფილიპინების ნიაგარის ჩანჩქერად“ მოიხსენიებენ. ჩანჩქერი 55 მეტრის სიმაღლისა და 95 მეტრის სიგანისაა. იგი ფილიპინების ყველაზე განიერი ჩანჩქერია.

ბისლიგის სხვა ცნობილი ტურისტული ღირშესანიშნაობებია: კუნძულ ჰაგონოის თეთრი ქვიშის პლაჟები; დელოტისა და ჰინაიაგანის მღვიმის მიწისქვეშა მდინარე; ტოგონანის ჩანჩქერი სიბაროის ბარანგაიში; მეტყევეთა პარკის ველური ბუნების თავშესაფარი; კამაიოს კულტურული მემკვიდრეობის პარკი; სიანის ჩანჩქერი; ბისლიგის ცხელი წყაროები; მარია რეგინას ფერმა და კურორტი დაო-დაოში, სან-ფერნანდოს ბარანგაიში; თოჯინების საერთაშორისო სახლი კომავასის ბარანგაიში; ქალაქის ყურისპირა პარკი და სხვ. ბისლიგის სატყეო სივრცეებში ტურისტებს ტრეკინგისა და ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.[5][6]

ფესტივალები და ღონისძიებები

რედაქტირება

ბისლიგი ყოველწლიურად „კარავასანის ფესტივალს“ მასპინძლობს, რომლის დროსაც სკოლებს შორის ეთნიკური ცეკვების შეჯიბრება იმართება. კარავასანი ადგილობრივ დიალექტზე „კიბორჩხალების მოძრაობას“ ნიშნავს. ფესტივალი ყოველწლიურად 17 სექტემბერს იმართება. 2013 წლის სექტემბრიდან იგი „ტინიუ-ანის (საიავის) ფესტივალით“ ჩაანაცვლეს, მაგრამ 2019 წელს კვლავ აღადგინეს. 4 დღის შემდეგ კავადაგანის ფესტივალი იმართება.

ყოველწლიურად 16-18 სექტემბერს ქალაქის დაარსების დღესასწაული აღინიშნება. ყოველწლიურად, 19 ივლისს ვინსენტ დე პოლისადმი მიძღვნილი დღესასწაული, მანგაგოის ფიესტა იმართება. 22 სექტემბერს პობლაკიონის ფიესტა აღინიშნება, რომელის თომას გარსია ი-მარტინესის პატივსაცემად იმართება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Caraga". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. NSCB – 2001 Factsheet – 12 New Cities Created დაარქივებული 23 April 2006 საიტზე Wayback Machine. , July–December 2000.
  4. Barangay Mangagoy, City of Bislig in Surigao del Sur, Mindanao - Philippine Islands დაარქივებული 10 December 2014 საიტზე Wayback Machine.
  5. Surigao del Sur - Department of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი 2020.
  6. Bislig City & Mangagoy City – The "Twin Cities of Gold" on the Island of Mindanao (Philippines Lifestyle)