კარაგა (ოფიციალურად - კარაგის ადმინისტრაციული რეგიონი,[2] ასევე უფრო მოკლედ ცნობილი როგორც კარაგის რეგიონი) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. მოიცავს კუნძულ მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. კარაგის რეგიონი შეიქმნა 1995 წლის 23 თებერვალს, რესპუბლიკის N 7901-ე აქტის ხელშეკრულების შესაბამისად.[2] რეგიონი შედგება ხუთი პროვინციისგან: ჩრდილოეთი აგუსანი, სამხრეთი აგუსანი, დინაგატის კუნძულები, ჩრდილოეთი სურიგაო და სამხრეთი სურიგაო;[3] ექვსი ქალაქისგან: ბეიუგანი, ბისლიგი, ბუტუანი, კაბადბარანი, სურიგაო და ტანდაგი. რეგიონი იყოფა 67 მუნიციპალიტეტად და 1 311 ბარანგაიდ. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ბუტუანი.

კარაგა
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბუტუანი
შიდა დაყოფა ჩრდილოეთი აგუსანი, სამხრეთი აგუსანი, დინაგატის კუნძულები, ჩრდილოეთი სურიგაო, სამხრეთი სურიგაო და ბუტუანი
კოორდინატები 8°55′00″ ჩ. გ. 125°30′00″ ა. გ. / 8.91667° ჩ. გ. 125.50000° ა. გ. / 8.91667; 125.50000
ფართობი 21478.35 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 2 804 788 (1 მაისი, 2020)[1]
300
300

ეტიმოლოგია

რედაქტირება

რეგიონის სახელწოდება წარმოდგება დავაოს რეგიონის ადგილობრივი ტომის, მანსაკანის სუბჯგუფის, კალაგანის და კარაგის ნაწილებში კალაგანურ ენაზე მოსაუბრე ტომთა ესპანური სახელიდან - კარაგანი. სიტყვა შეიძლება მომდინარეობდეს kalagan-იდან, რაც „მრისხანეს“, „მამაცს“ ნიშნავს ან kalag-დან, რაც „სულს“ ნიშნავს. 1622 წელს კარაგის პროვინცია მოიხსენიებოდა, როგორც region de gente animosa, რაც „სულიერი ადამიანის რეგიონს“ ნიშნავს.[4]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ქალაქ ბუტუანის ნაწილი

კარაგის რეგიონი მდებარეობს მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 8'00-10'03 ჩრდილოეთ განედსა და 125 15'-126 30' აღმოსავლეთ გრძედს შორის. ჩრდილოეთით ბოჰოლის ზღვა ესაზღვრება, სამხრეთით ჩრდილოეთი დავაოს პროვინცია, კომპოსტელის ველი და აღმოსავლეთი დავაო. მის დასავლეთით მდებარეობს ბუკიდონი და აღმოსავლეთ მისამისი, ხოლო აღმოსავლეთით ფილიპინების ზღვა.

რეგიონის მთლიანი ფართობი 18 846.97 კმ²-ია, რომელიც მთელი ქვეყნის მთლიანი ფართობის 6.3%-ს შეადგენს, ხოლო კუნძულ მინდანაოს 18.5%-ს იკავებს. რეგიონის 47.6% სამხრეთ აგუსანის პროვინციას უკავია. ტერიტორიის 71.22% ტყეებითაა დაფარული.

ტოპოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

რეგიონი ძირითადად მთიანია. ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი მდინარე აგუსანის აუზის გასწვრივ მდებარეობს. სამხრეთ აგუსანის შუა ნაწილში კარგად ცნობილი აგუსანის მარშები მდებარეობს. ტბებს შორის აღსანიშნავია მაინიტის ტბა, რომელიც რეგიონში ყველაზე ფართო ტბაა. ის რვა მუნიციპალიტეტს ესაზღვრება: ალეგრის, ტუბოდს, მაინიტსა და სისონს ჩრდილოეთ სურიგაოში, ხოლო ტუბაის, სანტიაგოს, იაბონგასა და კიტჩარაოს ჩრდილოეთ აგუსანში.

კარაგაოს რეგიონში II ტიპის კლიმატია, სველი და მშრალი სეზონებით. ჩვეულებრივ ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ძლიერი წვიმებია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
კარაგის რუკა

კარაგის რეგიონის იყოფა 5 პროვინციად, 1 მაღალურბანიზებულ ქალაქად, 5 შემადგენელ ქალაქად, 70 მუნიციპალიტეტად და 1311 ბარანგაიდ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერით, რეგიონის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 2 933 772 ადამიანია. ხუთი პროვინციიდან ყველაზე დიდი სამხრეთ აგუსანაი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 700 653 ადამიანს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირერიცხოვანი დინაგატის კუნძულებია, სადაც 127 152 ადამიანი ცხოვრობს. ჩრდილოეთ სურიგაო ყველაზე სწრაფად მზარდი პროვინცია იყო, რომლის საშუალო წლიური ზრდის მაჩვნებელი 1.76%-ია, ხოლო დინაგატის კუნძულებისა - 0.05%.

ბუტუანისა და სურიგაოს მოსახლეობის რაოდენობა შესაბამისად 337 063 და 154 137 ადამიანია. 2010-2015 წლებში ქალაქ ბუტუანის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.62% იყო.

რეგიონის შინამეურნეობების 33.79% სებუანურ ენაზე ლაპარაკობს. სურიგაონონის ენაზე 33.21% საუბრობს, რომელსაც ბუტუანონის ენა მოჰყვება - 15%. კამაიოს ენაზე - 7.06%, მანობოზე - 4.73%. ბოჰოლანურზე - 5.87%, ჰილიგაიონურზე - 2.87%, ხოლო სხვა დიალექტებზე - 7.2%.

რეგიონში მთავარი რელიგია რომაული კათოლიციზმია, რომელსაც კარაგის შინამეურნეობების 74% მისდევს. მოსახლეობის 20% პროტესტანტიზმის, ხოლო 6% აგლიპაიანიზმის მიმდევარია.

კულტურული ჯგუფები

რედაქტირება
 
ადგილობრივი გოგონა კაჰიმუნანის ფესტივალზე, ბუტუანი, 2019.

რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობა ვისაიანის კულტურულ ჯგუფებს მიეკუთვნება. 1995 წლის მონაცემებით, რეგიონში მოსახლეობის 34.7% კულტურულ უმცირესობათა ჯგუფებს მიეკუთვნებოდა. უმცირესობათა შორის ყველაზე დიდი მანობოელები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც ეთნიკური უმცირესობების 43.55%-ს შეადგენდა (294 284). სხვა კულტურულ ჯგუფებს შორის აღსანიშნავია კამაიოს, ჰიგა-ონონის, ბანვაონის, უმაიამნონის, კალაგანისა და მამანვას ჯგუფები.

სიღარიბის დონე

რედაქტირება

რეგიონში სიღარიბის მაჩვენებელი 1997 წელს 44.7% იყო, ხოლო 2000 წლისთვის 42.9%-მდე დავიდა. ეროვნულ და მინდანაოს დონეზე კარაგანის რეგიონი ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონია.[5]

 
სუგბას ლაგუნა, დელ კარმენი

სერფინგი

რედაქტირება

სიარგაო ცნობილია, როგორც „ფილიპინების სერფინგის დედაქალაქი“, რომელის სერფინგთან დაკავშირებულ საერთაშორისო ყოველწლიურ ღონისძიებას მასპინძლობს. უზარმაზარი „pacific rollers“ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია შეტანილი, ხოლო „Cloud Nine“ სერფინგისთვის საუკეთესო ტალღებს შორისაა. სერფინგით ცნობილი სხვა ქალაქებია კანტილანი, ტანდაგი და ლანუსა.

სამთო ველოსპორტი

რედაქტირება

კავასის, ალაბელის, სამხრეთ სურიგაოს, ჩრდილოეთ აგუსანისა და სიარგაოს ბილიკები ადგილობრივი და საერთაშორისო ველომოყვარულებისთვის არაერთი შეჯიბრების ორგანიზებისთვის გამოიყენება.

აგუსანის მარშები

რედაქტირება

14 000 ჰექტარის ფართობის აგუსანის მარშები, რომელიც სამხრეთ აგუსანში მდებარეობს, ქვეყნის უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორიაა. მარშებში არაერთი სახეობის ფრინველი ბინადრობს.[6]

ღონისძიებები და ფესტივალები

რედაქტირება

სამხრეთ აგუსანში ტარდება ნალიუაგანის ფესტივალი, სამხრეთ სურიგაოში - კაჰიმუნანის, ბალანგაისა და კალიგუანის ფესტივალები. რეგიონში ველაზე ცნობილი დღესასწაულია ბონოკ-ბონოკ მარადჯავის ფესტივალი, რომელიც წმინდა ნიკოლას ტოლენტინელს ეძღვნება.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Republic Act No. 7901 - An Act Creating Region XIII to be Known as the Caraga Administrative Region, and for Other Purposes (23 February 1995). ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  3. IRA Shares for LGUs Jump by 37.5% in 2013. Office of the President of the Philippines (January 9, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2014.
  4. CARAGA Region History and Geography. Republic of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2019.
  5. Caraga Regional Development Plan 2004-2010
  6. „A biodiversity hotspot called Agusan Marsh“. Manila Bulletin. 28 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016. ციტატა: „A protected area covering more than 14,000 hectares in the heart of the 250-kilometer Agusan River, it is perhaps the country’s most significant wetland and listed in the prestigious Ramsar List Wetlands of International Importance.“
  7. Surigao Norte celebrates Bonok-Bonok Festival (8 September 2006). ციტირების თარიღი: 29 March 2016.