დინაგატის კუნძულები
დინაგატის კუნძულები (სებ: Mga Pulo sa Dinagat; ფილ: Mga Isla ng Dinagat) — კუნძულთა ჯგუფი და პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს ლეიტეს ყურის სამხრეთ ნაწილში. კუნძულების სამხრეთით მინდანაო მდებარეობს, ხოლო სურიგაოს სრუტის დასავლეთით ლეიტე. არქიპელაგის მთავარი კუნძულია დინაგატი. დინაგატის კუნძულები პროვინციად 2006 წელს გამოცხადდა და ფილიპინების მეორე უახლესი პროვინციაა, დასავლეთ დავაოს შემდეგ (2013).
დინაგატის კუნძულები | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | სან-ხოსე (დინაგატის კუნძულები)[1] | ||
შიდა დაყოფა | ბასილისა[1] , კაგდიანაო[1] , დინაგატი (დინაგატის კუნძულები)[1] , ლიბხო[1] , ლორეტო (დინაგატის კუნძულები)[1] , სან-ხოსე (დინაგატის კუნძულები)[1] და ტუბახონი[1] | ||
კოორდინატები | 10°06′00″ ჩ. გ. 125°36′00″ ა. გ. / 10.10000° ჩ. გ. 125.60000° ა. გ. | ||
მმართველი | Kaka Bag-ao | ||
დაარსდა | 2 დეკემბერი, 2006 | ||
ფართობი | 1036.34 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 128 117 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სატელეფონო კოდი | 86 | ||
საფოსტო ინდექსი | 8411–8415, 8426 და 8427 | ||
ოფიციალური საიტი | http://dinagatislands.gov.ph | ||
| |||
ისტორია
რედაქტირებადინაგატის მუნიციპალიტეტი პროვინციის უძველესი თემია. ლეგენდის თანახმად, მწვანე საძოვრების ძიების დროს უცნობებმა ამ ადგილებს მიაღწიეს. უცხოებმა ადგილობრივებს ჰკითხეს, რითი ირჩევნდნენ თავს, დინაგატის მკვიდრებმა უთხრეს, რომ ფერმერობითა და თევზაობით ირჩენდნენ თავს. უცხოებმა სათევზაო ადგილების ნახვა გადაწყვიტეს. ადგილობრივებმა ერთ ადგილზე მიანიშნეს: dinhi niini na dagat (აქ, ამ უხვ წყლებში). ამის შემდეგ ადგილს „დინაგატი“ ეწოდა.
დინაგატის მუნიციპალიტეტი ოფიციალურად 1855 წელს შეიქმნა. ის მთელ კუნძულს მოიცავდა. 1890-დან 1990 წლამდე მისი საზღვრები გაცილებით შემცირდა და კუნძული კიდევ ექვს მუნიციპალიტეტად დაიყო: ლორეტოს, კაგდიანაოს, ლიბჯოს, ბასილისის, ტუბაჯონისა და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტებად.
ლორეტო 1890 წლის 4 სექტემბერს გენერალ-გუბერნატორ მანუელ სანჩესის მეთვალყურეობით ესპანურ პუებლოდ გამოცხადდა. თავდაპირველად მას მაბუა ეწოდებოდა. ლორეტო 1881 წელს ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს პროვინცია სურიგაოს სრუტის ბრძოლის ადგილს წარმოადგენდა. 1944 წლის 17 ოქტომბერს ამერიკული განმათავისუფლებელი შეიარაღებული ძალები პირველად ლორეტოს მუნიციპალიტეტში შევიდნენ. ამერიკელებმა გადასხდომის ადგილს „შავი სანაპირო 2“ უწოდეს. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკელი ჯარისკაცები, ხოლო დასავლეთ ნაწილში - იაპონელი ჯარისკაცები იყვნენ გამაგრებული.
1959 წლის 23 დეკემბერს 367-ე აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად კაგდიანაოს მუნიციპალიტეტი შეიქმნა.[3] მუნიციპალიტეტის სახელი ესპანური სიტყვიდან Cada dia linao წარმოდგება, რაც „ყოველდღიურ მშვიდობასა და სიმშვიდეს“ ნიშნავს. ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, მისი სახელწოდება ვისაიანური სიტყვიდან Taga Danaw წარმოდგება, რაც „ტბის ხალხს“ ნიშნავს.
ბასილისა მუნიციპალიტეტად 1967 წლის 17 ივნისს გამოცხადდა, 4986-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე. თავდაპირველად მას ქვეყნის ეროვნული გმირის პატივსაცემად რისალი ეწოდებოდა. [4] მუნიციპალიტეტს 1969 წლის 21 ივნისს 5775-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ბასილისა ეწოდა.[5]
პროვინციის უახლესი მუნიციპალიტეტი სან-ხოსეა, რომელიც 1989 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა 6769-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე. მუნიციპალიტეტს სახელი ხოსე ეკლეოს პატივსაცემად ეწოდა.[6]
2006 წლის 2 დეკემბრამდე დინაგატის კუნძულები ჩრდილოეთი სურიგაოს პირველი რაიონი იყო. 9355-ე რესპუბლიკური აქტის დამტკიცების შემდეგ დინაგატის კუნძულების პროვინციის ქარტიის მიღებისა და პლებისციტის შემდეგ დინაგატის პროვინცია ჩრდილოეთ სურიგაოს გამოეყო.[7] პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ პროვინციის პირველი მოხელეები 2007 წლის 26 იანვარს დანიშნა.[8]
გეოგრაფია
რედაქტირებადინაგატის კუნძულების პროვინცია ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა. მისი ფართობი 1 036.34 კმ²-ია.[9] იგი ჩრდილოეთ სურიგაოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. დინაგატის კუნძულების პროვინცია ჩრდილოეთ სურიგაოს ავასანისა და ნონოკის კუნძულებისგან ვიწრო, 15 კმ-ის სიგრძის გაბოკის არხითაა გამოყოფილი.[10] სურიგაოს ნავსადგურიდან სან-ხოსეს ნავსადგურამდე ნავით მისვლას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.
პროვინცია შედგება მთავარი კუნძულის, დინაგატისა და გარშემო მდებარე პატარა კუნძულებისგან: კაბილანის კუნძული დინაგატში, ლა-ასლა-აგა და ლალაკინგ-ბუკიდი ბასილისაში, კისესის კუნძულები ლიბჯოში და ჰიბუსონი, სტინგრაი და პუიო ლორეტოში.
დინაგატის კუნძულების უმაღლესი მწვერვალი რედონდოს მთაა. იგი ზღვის დონიდან 939 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დინაგატის კუნძულები 7 მუნიციპალიტეტისსგან შედგება, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა 127 152 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 120 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის უძველეს მოსახლეობას ლუმადები შეადგენენ. დინაგატის კუნძულების მოსახლეობის დიდი ნაწილი სებუანურ ენაზე საუბრობს. დინაგატისა და კაგდიანაოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთ სურიგაოსთან სიახლოვის გამო სურიგაონონზე საუბრობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ტაგალური და ინგლისური ენა ესმის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/citimuni/168500000
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Executive Order No. 367; Creating the Municipality of Cagdianao in the Province of Surigao. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 19 December 2015.
- ↑ Republic Act No. 4986 - An Act Creating the Municipality of Rizal in the Province of Surigao del Norte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 December 2015.
- ↑ Republic Act No. 5775 - An Act Creating the Municipality of Basilisa in the Province of Surigao del Norte. ციტირების თარიღი: 19 December 2015.
- ↑ Republic Act No. 6769; An Act Creating the Municipality of San Jose in the Province of Surigao del Norte. ციტირების თარიღი: 19 December 2015.
- ↑ Republic Act No. 9355. An Act Creating the Province of Dinagat Islands. ციტირების თარიღი: 19 December 2015.
- ↑ Famacion, Lilibeth A.. (March 5, 2014) DILG-13 Opinion No. 003-2014. Department of the Interior and Local Government - Region XIII. ციტირების თარიღი: August 9, 2016.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2013. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
- ↑ U.S. Army Map Service. (1954-1955) Surigao (topographic map). University of Texas at Austin. ციტირების თარიღი: February 29, 2020.