ლეიტე
ლეიტე ― კუნძული ვისაიასის კუნძულთა ჯგუფში, ფილიპინებში. ფილიპინების მასშტაბით სიდიდით მერვე და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეექვსე კუნძულია. 2020 წლის აღწერით კუნძულზე 2 626 970 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა თევზჭერითაა დაკავებული. მოჰყავთ ბრინჯი და სიმინდი, ქოქოსი, თამბაქო, ბანანი, შარქის ლერწამი და სართავი ბანანი. კუნძულზე მანგანუმის დეპოზიტებია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქვიშაქვისა და კირქვის კარიერებია.[1]
სამარისა და ლეიტეს დამაკავშირებელი სან-ხუანიკოს ხიდი | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
კოორდინატები | 10°50′ ჩ. გ. 124°50′ ა. გ. / 10.833° ჩ. გ. 124.833° ა. გ. |
ფართობი | 7 367 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
1 332 მ ალტოს მწვერვალი |
აღმოსავლეთი ვისაიასი | ლეიტე, სამხრეთი ლეიტე |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2 626 970 |
სიმჭიდროვე | 324.2 /კმ² |
ეთნიკური ჯგუფები | ვისაიანები |
პოლიტიკურად კუნძული ორ პროვინციად იყოფა: ჩრდილოეთ და სამხრეთ ლეიტედ. ტერიტორიულად სამხრეთი ლეიტე კუნძულ პანაონსაც მოიცავს. ლეიტეს ჩრდილოეთით კუნძული-პროვინცია ბილირანი მდებარეობს, რომელიც ლეიტეს ყოფილი ქვეპროვინცია იყო.
ლეიტეს მთავარი ქალაქებია: ტაკლობანი ― კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ლეიტეს ყურის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, და ორმოკი ― კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე.
ლეიტე ცნობილია ორმოკის მახლობლად მდებარე გეოთერმული ელექტროსადგურებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Leyte Island, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Leyte Island – TA.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Leyte | island, Philippines“. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: October 22, 2018.