სამარა (მცხეთის მამასახლისი)

მცხეთის მამასახლისი
(გადამისამართდა გვერდიდან სამარი)

სამარა — მცხეთელი მამასახლისი (აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი) ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს დახმარებით ის ტახტიდან ჩამოაგდო არიან-ქართლის მეფის ძემ აზომ, რომელმაც ქართლი გააერთიანა, მცხეთა კი დედაქალაქად გაიხადა. სამარას შესახებ მოგვითხრობს, „ქართლის ცხოვრება“ (ლეონტი მროველი).[2]

სამარა
მცხეთის უკანასკნელი მამასახლისი
მმართ. წლები: ძვ. წ. 335–322[1]
გარდ. ადგილი: მცხეთა
დინასტია: ქართლოსიანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Principaux Rois en Asie Mineure. IBÉRIE - COLCHIDE.
  2. სამარა. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.