აღმოსავლეთი ვისაიასი

აღმოსავლეთ ვისაიასი (ვარაიულ ენაზე: Sinirangan Kabisay-an, სებუანურ ენაზე: idlakang Kabisay-an, ტაგალურ ენაზე: Silangang Kabisayaan or Silangang Visayas) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. აღმოსავლეთ ვისაიასი არის VIII რეგიონი. იგი შედგება მთავარი კუნძულებისგან: სამარი, ლეიტე და ბილირანი. რეგიონი მოიცავს ექვს პრეოვინციას, ერთ დამოუკიდებელ ქალაქსა და ერთ მაღალურბანიზირებულ ქალაქს. [3] მაღალურბანიზირებული ქალაქი და რეგიონის ცენტრია ტაკლობანი. პროვინციები და ქალაქები ვისაიასის კუნძულთა ჯგუფის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავენ.

აღმოსვლეთი ვისაიასი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ტაკლობანი
შიდა დაყოფა ბილირანი[1] , აღმოსავლეთი სამარი[1] , ლეიტე (პროვინცია)[1] , ჩრდილოეთი სამარი[1] , სამარი (პროვინცია)[1] , სამხრეთი ლეიტე[1] და ტაკლობანი
კოორდინატები 11°14′00″ ჩ. გ. 125°03′00″ ა. გ. / 11.23333° ჩ. გ. 125.05000° ა. გ. / 11.23333; 125.05000
ფართობი 23251.10 კმ²
მოსახლეობა 4 547 150 (1 მაისი, 2020)[2]
300
300

აღმოსავლეთ ვისაიასი მდებარეობს ფილიპინების ზღვის აღმოსვლეთით. რეგიონი ცნობილია სან-ხუანიკოს ხიდით, რომელსაც ხშირად „ფილიპინების ყველაზე გრძელ და ყველაზე ლამაზად დაპროექტებულ ხიდს“ უწოდებენ. 2015 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობაა 4 440 150 ადამიანი.[4] აღმოსავლეთ ვისაიასი მოსახლეობის რაოდენობით მესამეა ფილიპინების რეგიონებს შორის.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

რეგიონის ამჟამინდელი სახელწოდება მომდინარეობს დიდი ვისარიასის დასახელებიდან. რეგიონს სახელი უწოდეს ამერიკელმა კოლონიზატორებმა, რომლებმაც ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ კუნძულები დაიკავეს. კუნძულის სახელწოდების სხვა ვერსიებიც იყო შემოთავაზებული, როგორიცაა მაირეტე იბერეინის რეგიონი, რადგანაც ამჟამინდელი აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ვარაიების ეთნიკური ჯგუფი, ხოლო დასავლეთ ნაწილში სებუანის ეთნიკური ჯგუფები დომინირებენ. ტერმინი „ეტესა და იბერეინის მიწას“ ნიშნავს. ესპანელთა საბუთების თანახმად, წინაკოლონიურ ხანაში ეტე ლეიტეს სამეფოს პირველი მმართველო, ხოლო იბერეინი - სამარის სამეფოს პირველი მმართველი. ეტეს სამეფო დღევანდელი ტაკლობანის ადგილას მდებარეობდა და ძირითადად ვარაისა და სებუანოს ჯგუფებით, ხოლო იბერეინის სამეფო დღევანდელი ჩრდილოეთ სამარის ადგილას მდებარეობდა და ვარაისა და ებრაული ეთნიკური ჯგუფებით იყო დასახლებული.[5][6]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ტაკლობანის ხედი, 2015 წლის დეკემბერი

აღმოსავლეთ ვისაიასი მდებარეობს ფილიპინების არქიპელაგის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. რეგიონი შედგება სამი მთავარი კუნძულისგან: ლეიტე, ბილირანი და სამარი, რომლებიც არქიპელაგის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავენ. რეგიონს აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით ფილიპინების ზღვა ესაზღვრება და სან-ბერნარდინოს სრუტით სამარს სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუსონისგან გამოყოფს. დასავლეთით კამოტესის ზღვა და ვისაიანის ზღვა მდებარეობს, ხოლო სამხრეთით ბოჰოლის ზღვა და სურიგაოს სრუტე, რომელიც ლეიტეს ჩრდილო-დასავლეთ მინდანაოსგან გამოყოფს. რეგიონის მთლიანი ფართობი 2 156 286 ჰექტარია, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 7.2 %-ია.[7] რეგიონის 52% ტყეებს უკავია, ხოლო 42% საზოგადოებრივი დანიშნულების მიწებს.

აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში კორონას კლიმატური კლასიფიკაციით, კლიმატის ორი ტიპი გამოიყოფა: II და IV ტიპი. II ტიპის დროს მშრალი სეზონი არ გამოიყოფა, თუმცა ნოემბრიდან იანვრამდე ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის. სამარის კუნძული და ლეიტეს კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი კლიმატის ამ ტიპს მიეკუთვნება. IV ტიპის დროს ნალექიანობა მთელი წლის მანძილზეა დამახასიათებელი, თუმცა მოკლე მშრალი სეზონიც გამოიყოფა, რომელიც ძირითადად თებერვლის დასაწყისიდან მაისამდე გრძელდება. კლიმატის ეს ტიპი დამახასიათებელია ლეიტეს დასავლეთი ნაწილის ანხევრისა და სამარის კუნძულის ნაწილებისთვის: მოტიონგის მუნიციპალიტეტიდან სან-ისიდროს მუნიციპალიტეტამდე.

2013 წლის ნოემბერში რეგიონს ტაიფუნმა ჰაიანმა გადაურა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეგიონს ბიკოლის რეგიონთან ერთად ფილიპინების ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ყველაზე მეტი ტაიფუნი ატყდება თავს.

ბუნებრივი რესურსები

რედაქტირება

აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონი მდიდარია მარილიანი და მტკნარი წყლის თევზებითა და სხვა ზღვის პროდუქტებით. აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონი ფილიპინების ერთ-ერთი რეგიონია, საიდანაც თევზის ექსპორტი ხდება. კუნძულებზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაკრძალები მდებარეობს. რეგიონის მინერალურ სიმდიდრეს შეადგენს: ქრომიტი, ურანი (სამბარზე), ოქრო, ვერცხლი, მანგანუმი, სპილენძი, ნიკელი, კირქვა, ქვიშა და ხრეში. რეგიონი მდიდარია საშუალო და მძიმე მრეწველობისთვის საჭირო გეოთერმული ენერგიითა და წყლის რესურსებით.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონის პოლიტიკური რუკა

აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში რამდენიმე ენაზე საუბრობენ: აბაკნონის ენაზე ჩრდილოეთ სამარში, კაპულის კუნძულზე საუბრობენ, ბაუბაუს ენაზე კუნძულ ლეიტეზე, ქალაქ ბაუბაუში მეტყველებენ; ბოჰოლანოს დიალექტი სამხრეთ ლეიტეშია გავრცელებული; სებუანური ენა მშობლიური ენაა ბილირანის, ლეიტეს, სამხრეთ ლეიტეს, სამარის, ჩრდილოეთ სამარისა და აღმოსავლეთ სამარის მოსახლეობისთვის; კაბალიანის ენაზე ძირითადად სან-ხუანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საუბრობს; ვარაიული ენა ძირითადი ენაა ბილირანის, ლეიტეს, სამხრეთ ლეიტეს, სამარის, ჩრდილოეთ სამარისა და აღმოსავლეთ სამარის მოსახლეობისთვის.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ვისაიასი შედგება 6 პროვინციის, 1 მაღალურბანიზირებული ქალაქის, 1 დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქის, 5 შემადგენელი ქალაქის, 136 მუნიციპალიტეტისა და 4 390 ბარანგაისგან.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
გამოფენა-გაყიდვა აღმოსავლეთ ვისაიასსში

აღმოსავლეთ ვისაიასი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. მთავარი მარცვლეულებია: ბრინჯი, სიმინდი, შაქრის ლერწამი, ბანანი და ქოქოსი. ეკონომიკის წამყვან დარგებს მიეკუთვნება საცალო ვაჭრობა და მომსახურება, ტურიზმი, სამთო-გადამამუშავებელი მოპოვება და თევზაობა. რეგიონში ინვესტიციების, ვაჭრობისა და განვითარების ჰაბი ქალაქი ტაკლობანია. მრეწველობის მნიძვნელოვანი დარგებია: ქოქოსის ზეთის წარმოება, ალკოჰოლის დისტილაცია, სასმელების წარმოება და ტყის პროდუქტების შეგროვება. შინამეურნეობებში ქუდებსა და კალათებს წნავენ, ქსოვენ, სამეთუნეო ჭურჭელს ამზადებენ და ხის, ლითონისა და ბამბუკისგან სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ამზადებენ.

ტინიკლინგი, ფილიპინების ნაციონალური ცეკვა სწორედ აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში წარმოიშვა. თუმცა რეგიონში ყველაზე პოპულარული ცეკვა კურატსაა, რომელსაც სპეციალურ თავყრილობებზე, ზეიმებსა და დღესასწაულებზე ასრულებენ. ლეიტეს კალიპაიანის ცეკვების კომპანია, ადგილობრივი კულტურული ჯგუფი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს წარმოდგენებს.

ვარაის ხალხის ფოლკლორში წამყვანი ფორმა ბალადებია, რომელთა შორის ყველაზე მეტად ცნობილია პატრიოტული სიმღერა 'Iroy nga Tuna (მშობლიური მიწა).

ფესტივალები

რედაქტირება

2018 წლიდან აღმოსავლეთ ვისაიასი ოქტომბერში „ოქტობერფესტს“ მასპინძლობს. ფესტივალზე ადგილობრივი ღვინოცაა წარმოდგენილი, რომელიც ქოქოსისგან მზადდება.[8][9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/regview.asp?region=08
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. Eastern Visayas in Visayas Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 26, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2020.
  4. Population and Annual Growth Rates for The Philippines and Its Regions, Provinces, and Highly Urbanized Cities. 2010 Census and Housing Population. Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2013. ციტირების თარიღი: August 10, 2013.
  5. Change in name will be good for Philippines | Inquirer Opinion.
  6. Should the Philippines be renamed? Historian weighs in.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  8. Oktubafest staging part of the 75th Leyte Gulf Landings anniversary (September 24, 2019).
  9. Eastern Visayas to stage best coco wine in 'Oktubafest'.