ლეიტე (პროვინცია)
ლეიტე (ასევე ცნობილი როგორც ჩრდილოეთი ლეიტე; ტაგ: Lalawigan ng Leyte; სებ: Amihanang Leyte) — პროვინცია ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინცია მოიცავს კუნძულ ლეიტეს ჩრდილოეთ ნაწილის 3/4-ს. პროვინციის დედაქალაქია ტაკლობანი. ლეიტეს აღმოსავლეთით სამარის კუნძული მდებარეობს, სამხრეთით — სამხრეთი ლეიტე, ხოლო ჩრდილოეთით — ბილირანი. დასავლეთით კამოტესის ზღვის გადაღმა სებუს პროვინცია მდებარეობს.
ლეიტე | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ტაკლობანი | ||||
შიდა დაყოფა | ტაკლობანი, ბაიბაი, ორმოკი, აბუიოგი, ალანგალანგი, ალბუერა (ლეიტე), ბაბატნგონი, ბარუგო, ბატო (ლეიტე), ბურაუენი, კალუბიანი, კაპოოკანი, კარიგარა, დაგამი, დულაგი (ლეიტე), ილონგოსი, ინდანგი, ინოპაკანი, ისაბელი, ხარო (ლეიტე), ხავიერი, ხულიტა (ლეიტე), კანანგა (ლეიტე), ლა-პასი (ლეიტე), ლეიტე (ლეიტე), მაკართური (ლეიტე), მააპლაგი, მატაგ-ობი, მატალომი, მაიორგა (ლეიტე), მერიდა (ლეიტე), პალო, პალომპონი, პასტრანა, სან-ისიდრო (ლეიტე), სან-მიგელი (ლეიტე), სანტა-ფე, ტაბანგო, ტაბონტაბონი, ტანაუანი (ლეიტე), ტოლოსა (ლეიტე), ტუნგა (ლეიტე) და ვილიაბა | ||||
კოორდინატები | 11°00′00″ ჩ. გ. 124°51′00″ ა. გ. / 11.00000° ჩ. გ. 124.85000° ა. გ. | ||||
მმართველი | Leopoldo Dominico Petilla | ||||
დაარსდა | 1735 | ||||
ფართობი | 6313.33 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 776 847 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 53 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6500–6542 | ||||
ოფიციალური საიტი | http://leyteprovince.net/ | ||||
| |||||
ისტორიული სახელწოდება Las Islas Felipinas, რომელიც ესპანელმა მკვლევარმა, რიუ ლოპეს დე ვილალობოსმა ესპანეთის პრინცის პატივსაცემად უწოდა, თავდაპირველად ლეიტესა და სამარის კუნძულებს აღნიშნავდა, სანამ ამ სახელით მთლიანად არქიპელაგი არ მოიხსენიეს.[2] XVI საუკუნეში ლეიტე ცნობილი იყო როგორც ტანდაია.[3]
ლეიტე ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო ბრძოლის ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს (1944 წლის 23-26 ოქტომბერი) ლეიტეს ყურის ბრძოლაში ამერიკისა და ავსტრალიის შეიარაღებული ძალები იაპონიის საიმპერიო საზღვაო-სამხედრო ძალებს დაუპირისპირდნენ.
წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობის გამო ლეიტეში ხშირია ტაიფუნები. 2013 წლის 8 ნოემბერს პროვინციას სუპერტაიფუნი ჰაიანი (ადგილობრივები იოლანდას ეძახიან) დაატყდა თავს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლეიტემ ისევე დაზარალდა როგორც 1991 წელს, ტროპიკული ქარიშხალ ტელმას დროს.
ისტორია
რედაქტირებაწინაკოლონიური ხანა
რედაქტირებალეიტეს კუნძულს ერთ დროს მაირეტე ერქვა, რაც „ეტეს მიწას“ ნიშნავს. ისტორიული თემი, რომელსაც დატუ ეტე მეთაურობდა, დღევანდელი ტაკლობანისა და მიმდებარე ქალაქების ტერიტორიაზე სახლობდა. აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში იგი უძველესი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ესპანელების მიერ კოლონიზებამდე ლეიტეს აღმოსავლეთი ნაწილი ანიმისტი ვარაიების სამყოფს, ხოლო დასავლეთი ნაწილი ინდუისტი-ბუდისტი ვისაიანური ჯგუფების სამყოფელს წარმოადგენდა.
ესპანური ხანა
რედაქტირებაესპანელმა მკვლევარმა, რიუ ლოპეს დე ვილალობოსმა კუნძულზე ფეხი 1543 წელს დადგა და მას Las Islas Felipinas უწოდა. მას შემდეგ რაც ესპანელებმა სებუში მმართველობა დაამყარეს, ლეიტე და სამარში მის შემადგენლობაში შევიდა. 1595 წელს იეზუიტებმა კარიგარაში მისიონერები გაგზავნეს, რომლებმაც 1 წლის შემდეგ პალოში, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ორმოკში დააფუძნეს მისიები. 1735 წელს ლეიტე და სამარი სებუს გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქადაც კარიგარა გამოცხადდა. 1768 წელს ლეიტე და სამარი ორ დამოუკიდებელ პროვინციად გაიყო.
ამერიკული პერიოდი
რედაქტირებალეიტეს გაყოფა
რედაქტირება1923 წლის 27 მარტს 3117-ე აქტით ლეიტეს დასავლეთ (Occidental Leyte) და აღმოსავლეთ (Oriental Leyte) ლეიტედ გაყოფა იყო შეთავაზებული, თუმცა ფილიპინების გენერალ-გუბერნატორმა კანონი არ მიიღო. 1959 წლის 22 მაისს 2227-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ლეიტეს მესამე საკანონმდებლო რაიონი ცალკე პროვინციად, სამხრეთ ლეიტედ ჩამოყალიბდა.[4]
მეორე მსოფლიო ომის დროს ლეიტეს პროვინციული კაპიტოლიუმი მცირე ხნით ფილიპინების თანამეგობრობის მთავრობის რეზიდენციას წარმოადგენდა.
ლეიტეს ყურის ბრძოლა
რედაქტირებალეიტეს პირველი ბრძოლა 1944 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა. კუნძულზე მოკავშირეთა წარმატებული შეჭრა გადამწყვეტი აღმოჩნდა ფილიპინების განთავისუფლებისთვის.
ლეიტეს ყურის ბძროლა 1944 წლის 23-26 ოქტომბერს გაიმართა. ახალი ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ბრძოლაში მოკავშირეთა სულ ცოტა 212 საბრძოლო ხომალდი იაპონიის საიმპერიო საზღვაო ძალების 60 ხომალდს (მათ შორის იამატო და მუსაშიც იყო) დაუპირისპირდა.
გეოგრაფია
რედაქტირებალეიტეს ფართობი 6 313.33 კმ²-ია. პროვინციას კუნძულ აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში ლეიტეს ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილები უკავია. პროვინციის აღმოსავლეთით სამარის კუნძული მდებარეობს, სამხრეთით — სამხრეთი ლეიტე, ხოლო ჩრდილოეთით — ბილირანი. დასავლეთით კამოტესის ზღვის გადაღმა სებუს პროვინცია მდებარეობს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებალეიტე ორმოცი მუნიციპალიტეტისგან და სამი ქალაქისგან შედგება, რომლებიც 5 საკანონმდებლო რაიონად იყოფა.
ორმოკი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქია, ხოლო ტაკლობანი 2008 წელს მაღალურბანიზებულ ქალაქად გამოცხადდა. ორივე ქალაქი პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება და მათი მოსახლეობა პროვინციული მოხელეების არჩევაში მონაწილეობას არ იღებს.
2007 წელს ბაიბაიმ ქალაქის სტატუსი მიიღო, მაგრამ მალევე მუნიციპალური სტატუსი დაუდგინდა, რადგანაც უზენაესმა საბჭომ ქალაქის ქარტია არაკონსტიტუციურად ცნო. ბაიბაიმ 2009 წლის 22 დეკემბერს კვლავ დაიბრუნა ქალაქის სტატუსი.[5] 2010 წელს 16 ქალაქს მუნიციპალური სტატუსი მიენიჭა, რომელთა შორის ბაიბაიც იყო. საბოლოოდ, 2011 წლის 15 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და თექვსმეტივე მუნიციპალიტეტმა ქალაქის სტატუსი დაიბრუნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Leyte“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 96. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 26 December 2015.
- ↑ https://www.britannica.com/place/Leyte
- ↑ Republic Act No. 2227 - An Act Creating the Province of Southern Leyte (22 May 1959). ციტირების თარიღი: 16 April 2016.
- ↑ Pulta, Benjamin B. (23 December 2009). „SC reverses self, upholds creation of 16 cities“. The Daily Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2010. ციტირების თარიღი: 25 December 2015.