კაბადბარანი
კაბადბარანი (ოფიციალურად ქალაქი კაბადბარანი; სებ: Dakbayan sa Cabadbaran) — მეექვსე კლასის ქალაქი და ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციის დედაქალაქი. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 73 639 ადამიანს შეადგენს.[2]
კაბადბარანი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
კოორდინატები | 9°07′00″ ჩ. გ. 125°32′00″ ა. გ. / 9.11667° ჩ. გ. 125.53333° ა. გ. | |
დაარსდა | 1894 | |
ფართობი | 214.44 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 80 354 (1 მაისი, 2020)[1] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 85 | |
საფოსტო ინდექსი | 8605 | |
ოფიციალური საიტი | http://www.cabadbaranadn.gov.ph/ | |
| ||
კაბადბარანი 1894 წელს დაარსდა. ქალაქი ესპანური პერიოდის დასაწყისიდანვე თანდათანობით აღზევდა და პროვინციის მთავარ ქალაქად ჩამოყალიბდა. ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა შემონახულია კოლონიური პერიოდის სახლებითა და არქეოლოგიური ნაკრებებით.
2000 წლის 16 აგვისტოს, 8811-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე პროვინციული მთავრობის რეზიდენცია ბუტუანიდან კაბადბარანში გადაიტანეს,[3] თუმცა პროვინციული მთარობის ოფისი დღემდე მდებარეობს ბუტუანში. კაბადბარანი ოფიციალურად ქალაქად 2007 წელს გამოცხადდა.
ისტორია
რედაქტირებაკაბადბარანის მახლობლად XII საუკუნით დათარიღებული სოფლების ნაშთებია აღმოჩენილი. ესპანელი კოლონიზატორების ჩასვლამდე ამ ადგილების შესახებ ცნობები არ არის შემონახული, გარდა სანგჰანისა, სადაც XV-XVI საუკუნით დათარიღებული ჩინური კერამიკული ნიმუშებია აღმოჩენილი.
ამერიკული პერიოდი
რედაქტირებაკაბადბარანში ამერიკელების ჩასვლის შემდეგ ესპანეთის შეიარაღებული ძალები დანებდნენ. ამერიკელების ხელმძღვანელობით ქალაქს კვლავ კაბადბარანი (დონ ანდრეს ატეგას შეთავაზებით) უწოდეს.
1903 წელს ქალაქში საჯარო საგანმანათლებლო სისტემა ჩამოყალიბდა. ჯორჯ ბოჰნერი პირველ ამერიკელ მასწავლებლად დაინიშნა. 1920-იან წლებში საზოგაოდებრივი ჯანდაცვა გაუმჯობესდა, როდესაც პედრო მალბასი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცრად დაინიშნა და სანიტარული საპირფარეშოებისა და საკანალიზაციო მილების მშენებლობა დაიწყეს.
ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ ამერიკელებმა არაქისის პლანტაციების გაშენება და აბაკის წარმოება დაიწყეს. ქალაქში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია ბრინჯის წარმოებაც. 1930-იან წლებში აგუსან-სურიგაოს გზა გაიხსნა და აღნიშნულ მარშრუტზე რამდენიმე ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა.[4]
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებაიაპონელების მიერ მინდანაოს ოკუპაციის შემდეგ იაპონიის საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა კაბადბარანიც დაიკავეს. საბოლოოდ, 1945 წლის 17 იანვარს ამერიკელებისა და ფილიპინელების ჯარებმა ადგილობრივ პარტიზან ჯგუფებთან ერთად კაბადბარანსა და ბუტუანს შორის გზაზე იაპონელების შეიარაღებულ ძალებს დაუპირისპირდნენ. იაპონელები იძულებული გახდნენ თავიანთი გარნიზონი ბუტუანში დაეხიათ. პარტიზანებმა უკან დაიხიეს, როდესაც იაპონელებს დამხმარე ძალები დაემატათ, თუმცა პარტიზანებმა არტილერიის განადგურება მაინც მოახერხეს.
1945 წლის 3 მარტს ხუან რივერამ და პარტიზანების დაჯგუფებებმა იაპონელებს კაბადბარანის მალხობლად შეუტიეს. ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ იაპონელებმა პოზიციები მიატოვეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945-1946 წლებში კაბადბარანში ფილიპინების თანამეგობრობის არმიის გენერალური შტაბ-ბინა იყო განთავსებული.
დემოგრაფია
რედაქტირებაენა
რედაქტირებაკაბადბარანის მოსახლეობის უმრავლესობა სებუანურ ენაზე საუბრობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს სურიგაონონზე. ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წინაპრების შთამომავლები ჯაბონგანონზე, მაინიტნონსა და გიგაქეტნონის დიალექტებზე საუბრობენ. მოსალხეობის დიდ ნაწილს ფილიპინური და ინგლისური ენა ესმის. მოსახლეობის უმცირესობა ჰილიგაინონზე, ვარაის, მანობოს ენებზე, ბუტუანონზე, ბოჰოლანურ დიალექტსა და მარანაოს ენებზე საუბრობს.[5]
გეოგრაფია
რედაქტირებაკაბადბარანი მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ განედის 9 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 135 გრადუსსა და 30 მინუტს შორის მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ქალაქს ტუბაი და სანტიაგო ესაზღვრება, დასავლეთით — ბუტუანის ყურე, სამხრთით — მაგალანესი და რემედიოს-ტ.-რომუალდესი, ხოლო აღმოსვლეთით — სიბაგატი. ქალაქი ბუტუანიდან 29 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის რელიეფი დაბლობებითა და ბორცვებითაა დაფარული. დასავლეთ ნაწილში ჭაობები მდებარეობს. კარაგის რეგიონის უმაღლესი მწვერვალი, ჰილონგ-ჰილოგის მთა (2 012 მეტრი) ქალაქის მახლობლად მდებარეობს.
კაბადბარანი პოლიტიკურად 31 ბარანგაიდ იყოფა.
კლიმატი
რედაქტირებაკაბადბარანი კორონას კლიმატის კლასიფიკაციით II ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქში მშრალი სეზონი არ არის მკვეთრად გამოხატული. ნალექების მაქსიმუმი ოქტომბრიდან იანვრამდე პერიოდში მოდის. ნალექების საშუალო თვიური მაჩვენებელი 171.29 მმ-ია. საშუალო წლიური ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F).
ეკონომიკა
რედაქტირებაკაბადბარანში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ: ბრინჯს, სიმინდს, არაქისს, აბაკას, ბანანსა და მანგოს. ქალაქში ჩრდილოეთ აგუსანის მასშტაბით ყველაზე დიდი ტერიტორია მდებარეობს, სადაც არაქისი მოჰყავთ. კაბადბარანის ეკონომიკის წამყვანი სექტორებია სოფლის მეურნეობა, კომერცია და ვაჭრობა. ქალაქში ეკოტურისტული დანიშნულების უამრავი ადგილი მდებარეობს.
ფესტივალები და დღესასწაულები
რედაქტირებაკაბადბარანში ქარტიის დღის დღესასწაული ყოველწლიურად 28 ივლისს იმართება და ქალაქის დაარსებისადმია მიძღვნილი. დაგკოტის ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე იმართება და სოციო-სამოქალაქო აქტივობებს, სპორტულ ღონისძიებებს, ბაზრობებსა და საცეკვაო პარადებს მოიცავს. მუსიკაინანის საჭმლისა და მუსიკის ფესტივალი ქალაქის „კულტურისა და ისტორიის, ასევე ტრადიციული სამზარეულოს“ აღსანიშნავად იმართება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). "Caraga". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
- ↑ Republic Act No. 8811; An Act Transferring the Capital and Seat of Government of the Province of Agusan del Norte from Butuan City to the Municipality of Cabadbaran, Agusan del Norte (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 4 December 2015.
- ↑ History of Cabadbaran. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-15. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
- ↑ PSA releases the 2015 Municipal and City Level Poverty Estimates. ციტირების თარიღი: 12 October 2019.