ბაკოლოდი (ოფიციალურად ქალაქი ბაკოლოდი; ჰილ: Dakbanwa/Syudad sang Bacolod) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, დასავლეთ ვისაიასის (VI რეგიონი) რეგიონში. მდებარეობს კუნძულ ნეგროსზე.[2] ქალაქი გეოგრაფიულად დასავლეთ ნეგროსის პროვინციაში მდებარეობს და მისი დედაქალაქია, თუმცა ადმინისტრაციულად მისგან დამოუკიდებელია.

ბაკოლოდი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 10°40′35″ ჩ. გ. 122°57′03″ ა. გ. / 10.6764583° ჩ. გ. 122.9509167° ა. გ. / 10.6764583; 122.9509167
დაარსდა 1755
ფართობი 162.67 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 600 783 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი http://www.bacolodcity.gov.ph/
300
300

2015 წლის აღწერით ბაკოლოდის მოსახლეობა 561 875 ადამიანია. იგი დასავლეთ ვისაიასის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია, ხოლო ვისაიასის მასშტაბით მეორეა სებუს შემდეგ. მდებარეობს ბაკოლოდის მეტროპოლიურ სივრცეში, რომელიც ქალაქებს: სილაისა და ტალისაისაც მოიცავს. მეტროპოლიტური სივრცის მოსახლეობის რაოდენობა 791 019-ს უტოლდება, ხოლო ფართობი 578.65 კმ²-ია.

ქალაქი ცნობილია მასკარის ფესტივალით, რომელიც ოქტომბრის მესამე კვირაში ტარდება. ბაკოლოდს „ღიმილის ქალაქსაც“ უწოდებენ. ქალაქი ცნობილია ადგილობრივი დელიკატესებითაც: პიაიათი და ინასალით.[3][4][5]

2008 წელს MoneySense Magazine-ის გამოკითხვაში ბაკოლოდი „ფილიპინებში საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად“ დაასახელეს.[6] ფილიპინების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონაცემებით, ქალაქი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის ცენტრია.[7]

ესპანური კოლონიური ხანა

რედაქტირება

საეკლესიო ჩანაწერებში ბაკოლოდი პატარა სანაპირო დასახლებადაა აღწერილი, რომელსაც მაგსუნგაის უწოდებდნენ. მეზობელ დასახლება ბაგოს 1575 წლისთვის პატარა ქალაქის სტატუსი ჰქონდა.[8] ადრეული მისიონერული ჯგუფები XVIII საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდნენ და ქალაქის მფარველად წმინდა სებასტიანი გამოაცხადეს. კორეგიდორმა' (ქართულად - მაგისტრი მოსამართლე) სახელად ლუის ფერნანდო დე ლუნამ მზარდ მისიას წმინდანის რელიქვია უძღვნა, რის შემდეგაც სოფელს San Sebastián de Magsung̃ay-ს უწოდებდნენ.[9]

ბაკოლოდი ქალაქის სახით 1755 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც San Sebastián de Magsung̃ay-ის მაცხოვრებლებმა სულუს პროვინციის შემოტევებისგან თავის დასაღწევად მთიან ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რომელსაც ბაკოლოდი ერქვა (დღევანდელი გრანადის ბარანგაი). პირველი მუნიციპალური გუბერნატორი ბერნარდინო დე ლოს სანტოსი გახდა. 1788 წელს ბაკოლოდმა სამრევლოს (parroquia) სტატუსი მიიღო, თუმცა მღვდელი 1802 წლამდე არ ჰყოლია. 1790 წელს ბაკოლოდი მოროს ტომის მეკობრეებისგან გათავისუფლდა.[10]

1889 წელს, მას შემდეგ რაც ნეგროსის პროვინცია პოლიტიკურად დამოუკიდებელ, დასავლეთ (ესპ. Negros Occidental) და აღმოსავლეთ (ესპ. Negros Oriental) პროვინციებად დაიყო, ბაკოლოდი ამ დასავლეთ ნეგროსის დედაქალაქად გამოცხადდა.

ამერიკული კოლონიური ხანა

რედაქტირება

1901 წლის 30 აპრილს ნეგროსის კანტონური რესპუბლიკა აშშ-ის ტერიტორია გახდა. ამან კუნძული ნეგროსი კვლავ განაცალკევა და ბაკოლოდმა დასავლეთ ნეგროსის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა. 1902 წლის 1 ივლისს ბაკოლოდში რიზალის ინსტიტუტი გაიხსნა.[11] 1919 წლის ივლისში დასავლეთ ნეგროსის პროვინციაში პირველი კერძო ინსტიტუტი Colegio de Nuestra Señora de la Consolación ბაკოლოდში გაიხსნა ავგუსტინელი დების მიერ.[12][13]

ფილიპინების დამოუკიდებლობა

რედაქტირება

1984 წლის 27 სექტემბერს ბაკოლოდს მაღალურბანიზებული ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1985 წლის იანვარში ხისა და მარჯნებისგან აგებული სტრუქტურა Palacio Episcopal ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ხანძარმა ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობების დააზიანა. Palacio Episcopal-ის რეკონსტრუქცია 1990 წელს დასრულდა.[14]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ბაკოლოდის რაიონების რუკა

ბაკოლოდი მდებარეობს კუნძულ ნეგროსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქს ჩრდილოეთით ესაზღვრება ტალისაი, აღმოსავლეთით — მურსია, ხოლო სამხრეთით — ბაგო. ბაკოლოდი სანაპირო ქალაქია, დასავლეთიდან მას გიმარასის სრუტე ესაზღვრება და კუნძულ ნეგროსის რეგიონსა და დასავლეთ ვისაიასს შორის ბუნებრივი საზღვრის ფუნქციას ასრულებს.

ბაკოლოდის ფართობი 16 267 ჰექტარია, სრუტეებისა და წყლის შენაკადების ჩათვლით. ქალაქი შედგება 61 ბარანგაისა და 639 პუროკისგან. ქალაქამდე მისვლა შესაძლებელია ბანაგოს პორტის მეშვეობით. ქალაქში მოხვედრა შესაძლებელია ბაკოლოდ-სილაის საერთაშორისო აეროპორტიდანაც, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ქალაქი ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქში ორი კლიმატური სეზონი, მშრალი და წვიმების სეზონები გამოიყოფა. წვიმების სეზონი მაისიდან იანვრამდე გრძელდება. მშრალი სეზონი თებერვალში იწყება და აპრილის ბოლო კვირამდე გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Highly-urbanized Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2010. ციტირების თარიღი: 2010-06-16.
  3. Piaya -- A Sweet Negrense Delicacy (July 30, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2017. ციტირების თარიღი: May 10, 2017.
  4. Bacolod Chk-n-BBQ.
  5. Bacolod City's Chicken Inasal – Recipe and Videos (March 16, 2013). ციტირების თარიღი: May 10, 2017.
  6. Best places to live. MoneySense Personal Finance Magazine of the Philippines (April 1, 2008). ციტირების თარიღი: July 14, 2013.
  7. „Bacolod declared 'Center of Excellence' for IT-BPM“. The Philippine Star. June 3, 2013. ციტირების თარიღი: July 14, 2013.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-06-29.
  9. BACOLOD, The City of Smiles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-02. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  10. Negros, the Island that Sugar Built. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-11. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  11. The Negros Occidental High School History. ციტირების თარიღი: 2010-06-14.
  12. „LCC holds alumni night“. SunStar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-22. ციტირების თარიღი: 2010-06-14.
  13. The Early History of La Consolacion College Bacolod. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-09. ციტირების თარიღი: 2010-06-14.
  14. Philippines / West Visayas / Negros / Bacolod City / Attractions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2010-06-14.