ილაგანი
ილაგანი (ოფიციალურად ქალაქი ილაგანი; იბა: Siudad nat Ilagan; ტაგ: Lungsod ng Ilagan) — პირველი კლასის ქალაქი და ისაბელის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 145 568 ადამიანს შეადგენს და პროვინციის უდიდესი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პროვინციაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 98 565 ადამიანს უდრის.
ილაგანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 17°08′56″ ჩ. გ. 121°53′22″ ა. გ. / 17.14889° ჩ. გ. 121.88944° ა. გ. |
დაარსდა | 4 მაისი, 1686 |
ფართობი | 1166.26 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 139 მეტრი |
მოსახლეობა | 158 218 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 78 |
საფოსტო ინდექსი | 3300 |
ოფიციალური საიტი | https://www.cityofilagan.gov.ph |
იალაგანის ფართობი 116 626 ჰექტარია და კუნძულ ლუსონის უდიდესი ქალაქი, ხოლო ფილიპინების მასშტაბით მე-4 უდიდესი ქალაქია დავაოს, პუერტო-პრინსესასა და ზამბოანგისს შემდეგ.[2] ქალაქად გამოცხადებამდე ილაგანს პირველი კლასის მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა.[3]
ქალაქი ფილიპინების სიმინდის დედაქალაქია და II რეგიონის ზრდის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. ქალაქის ინდუსტრიების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზეა დაფუძნებული. ბოლო ათწლეულებში შინაური ფრინველებისა და მეღორეობის სექტორში ადგილობრივი ინვესტიციები ჩაიდო. ფილიპინების ქალაქებს შორის ილაგანი პირველ ადგილზეა სიმინდის წარმოების მაჩვენებლით. სოფლის-მეურნეობის წამყვანი სფეროები სიმინდის, ბრინჯის, ბოსტნეულისა და პარკოსნების წარმოებაა. ხილი, განსაკუთრებით ბანანი, მთელი წლის მანძილზე იწარმოება, მეტწილად ქალაქის მთიან სივრცეებში. ილაგანი აწარმოებს სეზონურ ხილებსაც, როგორიცაა მანგო და თურინჯი. სოფლის მეურნეობის შემდეგ ილაგანის ეკონომიკის წამყვანი დარგები კომერცია და ვაჭრობაა.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაილაგანი ისაბელის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს 9 მუნიციპალიტეტი ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან — დავილაკანის, ტუმაუინის, დელფინ-ალბანოს მუნიციპალიტეტები; დასავლეთიდან — კირინოს მუნიციპალიტეტი; აღმოსავლეთიდან — დავილაკანის, პალანანის მუნიციპალიტეტები და წყნარი ოკეანე; ხოლო სამხრეთით — გამუს, ნაგუილიანის, ბენიტო-სოლივენისა და სან-მარიანოს მუნიციპალიტეტები. ილაგანი დაახლოებით 96 კმ-თაა დაშორებული ტუგეგარაოდან, ხოლო 397 კმ-ით ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან.
ილაგანის 31% სასოფლო სამეურნეო მიწებს, 36% — ტყეებს, ხოლო 33% ინდუსტრიული, კომერციული და საცხოვრებელი დანიშნულების მიწებს უკავია.[5] ფილიპინების ქალაქებს შორის ილაგანი პირველ ადგილზეა სიმინდის წარმოების მაჩვენებლით. სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ქალაქის ეკონომიკაში წამყვანია ბრინჯის, ბოსტნეულისა და პარკოსნების წარმოებაც. ხილი, განსაკუთრებით ბანანი, მთელი წლის მანძილზე იწარმოება, მეტწილად ქალაქის მთიან სივრცეებში. ილაგანი აწარმოებს სეზონურ ხილებსაც, როგორიცაა მანგო და თურინჯი. კაგაიანის ხეობის კვლევითი ცენტრი II რეგიონის მთავარი ინსტიტუტია მცენარეთა ჯიშების გამოყვანაში. სოფლის მეურნეობის შემდეგ ილაგანის ეკონომიკის წამყვანი დარგები კომერცია და ვაჭრობაა.[6] ილაგანი სატყეო რესურსებით გამოირჩევა, რომლებიც მკაცრადაა დაცული სააგენტოების მიერ, მათ შორის: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ადგილობრივი მმართველობის ერთეული.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის აღწერით, ილაგანის მოსახლეობა 145 568 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდრვის მაჩვენებელი 120 ადამიანია კვადრატულ კმ-ზე. ილაგანის მოსახლეობის სწრაფი ზრდა კომერციის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და ბინათმოწყობის სფეროში ეკონომიკური აქტივობების გაღრმავებითაა განპირობებული. ილაგანი ერთ-ერთია ფილიპინების 145 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 100 000-ს აჭარბებს.[7] ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლისთვის ილაგანი პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზე იყო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ხოლო მეორე ადგილზე კაგაიანის ხეობაში, ტუგეგარაოს შემდეგ.
რელიგია
რედაქტირებაილაგანის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ილაგანის ეპარქია ისაბელის პროვინციის მასშტაბით 39 კათოლიკურ ეკლესიას მოიცავს. მოსახლეობის ნაწილი პროტესტანტიზმის, ბაპტიზმის, ქრისტეს ეკლესიის, მეშვიდე დღის ადვენტიზმის, უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის, ისლამის მიმდევრები და იეჰოვას მოწმეები არიან. მოსახლეობის ნაწილი ფილიპინური ქრისტეს ეკლესიისა და Ang Dating Daan-ის მიმდევარია.
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაილაგანი ისაბელის პროვინციის პირველ საკანონმდებლო რაიონს მიეკუთვნება. ილაგანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ქალაქის მერია, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს. ვიცე-მერი მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. ქალაქის მერი, ვიცე-მერი და საქალაქო წაბჭოს წევრები მოსახლეობის მიერ 3 წლსი ვადით პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევიან. 1904 წლის შემდეგ ილაგანს 28 მუნიციპალური მერი ჰყავდა. ქალაქის პირველი მერი 2012-2016 წლებში ხოსემარიე ლ. დიასი იყო.
ბარანგაები
რედაქტირებაქალაქი 91 ბარანგაიდ იყოფა. ყოველი ბარანგაი 7 პუროკისგან შედგება, ზოგიერთი კი სიტიოებსაც მოიცავს. ამჟამად 12 ბარანგაის ურბანული სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქის ბარანგაები 4 კლასტერად იყოფა: ცენტრალური პობლაკიონის კლასტერი, ჩრდილო-აღმოსავლეთი კლასტერი, სან-ანტონიოს კლასტერი და დასავლეთი კლასტერი.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ილაგანი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Ilagan Profile at PhilAtlas.com
- City Profile at the National Competitiveness Council of the Philippines დაარქივებული 2017-10-26 საიტზე Wayback Machine.
- at the Isabela Government Website
- Local Governance Performance Management System
- Philippine Census Information
- The Road to Cityhood დაარქივებული 2021-06-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ List of Cities. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2016. ციტირების თარიღი: June 23, 2013.
- ↑ Ilagan is a first-class municipality in the province of Isabela. ციტირების თარიღი: 2013-06-18.
- ↑ Ilagan; The Corn Capital of the Philippines. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ Land Area. TESDAISAT.Net Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2012-02-07.
- ↑ Ilagan; The Corn Capital of the Philippines. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ Emerging Cities in the Philippines. Philippine-Islands.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-03. ციტირების თარიღი: 2012-02-07.
- ↑ Barangays of Ilagan City, Isabela. cityofilagan.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 17 March 2019.