პუერტო-პრინსესა (ოფიციალურად ქალაქი პუერტო-პრინსესა; ტაგ: Lungsod ng Puerto Princesa; სებ: Siyudad i'ang Puerto Princesa) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი მიმაროპის რეგიონში (რეგიონი IV-B), ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 255 116 ადამიანია.

პუერტო-პრინსესა
ინგლ. City of Puerto Princesa
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 9°45′00″ ჩ. გ. 118°45′00″ ა. გ. / 9.75000° ჩ. გ. 118.75000° ა. გ. / 9.75000; 118.75000
დაარსდა 1872
ფართობი 2381.02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 98 მეტრი
მოსახლეობა 307 079 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 48
საფოსტო ინდექსი 5300
ოფიციალური საიტი http://puertoprincesa.ph/
პუერტო-პრინსესა — ფილიპინები
პუერტო-პრინსესა

პუერტო-პრინსესა მდებარეობს პალავანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში და ფილიპინების ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქია. მართალია ქალაქი პროვინციის დედაქალაქია, თუმცა პუერტო-პრინსესა ფილიპინების 38 დამოუკიდებელ ქალაქს მიეკუთვნება და იმ პროვინციის მიერ არ იმართება, რომელშიც გეოგრაფიულად მდებარეობს.

პუერტო-პრინსესას ფილიპინების ქალაქებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ფართობის მიხედვით ქალაქი მეორე ადგილზეა დავაოს შემდეგ და 2 381.02 კმ² ტერიტორიას ფარავს.[2]

ამჟამად პუერტო-პრინსესა ტურისტული ქალაქია და პლაჟებითა და ზღვის პროდუქტების რესტორნებითაა ცნობილი. იგი არაერთხელ დასახელდა ფილიპინების ყველაზე სუფთა და მწვანე ქალაქად.[3]

ეტიმოლოგია რედაქტირება

სახელწოდება პუერტო-პრინსესას წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით ქალაქს სახელი ეწოდა ქალწულის საპატივცემულოდ, რომელიც იმ ადგილებში წელიწადის განსაზღვრულ ღამეებში დაიარებოდა. მეორე ვერსიით, ქალაქის სახელწოდება მის გეოგრაფიულ უპირატესობასთანაა დაკავშირებული: პუერტო-პრინსესა საზღვაო პორტია და ბუნებრივად დაცულია მთებით, ზღვის სიღრმის გამო კი ნებისმიერი ზომის საზღვაო ტრანსპორტის სადგომს წარმოადგენს.[4]

ისტორიულად ქალაქს პორტი ასუნსიონი ერქვა, პრინცესა ასუნსიონის პატივსაცემად, რომელიც ისაბელ II-ისა და ფრანსისკო დე ასის დე ბურბონის ქალიშვილი იყო. პრინცესას გარდაცვალების შემდეგ დედოფალმა ქალაქის სახელწოდება შეცვალა და პუერტო-დე-ლა-პრინცესა უწოდა. საბოლოოდ ქალაქის სახელი შემოკლდა და პუერტო-პრინსესა დაერქვა.[5]

გეოგრაფია რედაქტირება

 
1904 წლის რუკა, რომელზეც პუერტო-პრინსესაა დატანილი

პუერტო-პრინსესა კუნძულ პალავანის შუა ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთიდან სულუს ზღვით, დასავლეთიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვით, ჩრდილოეთიდან სან-ვისენტესა და როხასის მუნიციპალიტეტებით, ხოლო სამხრეთიდან აბორლანის მუნიციპალიტეტითაა შემოსაზღვრული. პუერტო-პრინსესა მანილიდან 567 კმ-ით (306 საზღვაო მილი), კუნძულ პანაიდან — 380 კმ-ით (205 საზღვაო მილი), ხოლო მინდანაოზე მდებარე ქალაქ ზამბოანგიდან 460 კმ-ითაა (250 საზღვაო მილი) დაშორებული.

ბარანგაები რედაქტირება

ადმინისტრაციულად და პოლიტიკურად პუერტო-პრინსესა 66 ბარანგაიდ იყოფა, რომლებიც ორ რაიონში ერთიანდება. 35 ბარანგაი ურბანულია, ხოლო 31 მათგანს სასოფლო სტატუსი აქვს.[6]

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით პუერტო-პრინსესაში ტროპიკული წვიმებისა და მშრალი კლიმატია. წვიმების სეზონი მაისიდან დეკემბრამდეა, ხოლო მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება. საშუალო ტემპერატურა 27.43 °C-ია (81.37 °F), ხოლო საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 563.8 მმ-ია. მთელი წლის მანძილზე ქალაქში თბილი და ტენიანი ამინდია.

დემოგრაფია რედაქტირება

 
პუერტო-პრინსესის მიწისქვეშა მდინარის ხედი

2015 წლის აღწერით პუერტო-პრინსესას მოსახლეობის რაოდენობა 255 116 ადამიანს უდრის. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ერთ კვადრატულ კმ-ზე 110 ადამიანია.

ფილიპინების პროვინციებიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტთა ტალღების გამო პუერტო-პრინსესა სხვადასხვა კულტურის „სადნობ ქვაბად“ იქცა. აბორიგენებს შორის არიან კუიონონები, რომლებსაც მდიდარი ფოლკლორი და ტრაციები აქვთ. ადგილობრივებს შორის არიან ტაგბანვას, პალავანის, მოლბოგისა და ბატაკის ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ინდივიდუალური კულტურა და რწმენათა სისტემა აქვთ.

ქალაქის მოსახლეობის 3/4 ქალაქის ურბანულ ნაწილში ან პუერტო-პრინსესას ყურის სანაპიროებზე ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა ტაგალური ენაა. მთელი ქალაქის მასშტაბით ფართოდაა გავრცელებული კუიონონის ენაზ, ჰილიგაინონი, სხვა ბისაიანური ენები და ინგლისური ენა.

ეკონომიკა რედაქტირება

პუერტო-პრინსესა ხშირად „ფილიპინების ეკოტურიზმის“ ცენტრად მოიხსენიებენ.[7] მიწისქვეშა მდინარე პუერტო-პრინსესა, ბუნების ახალი 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ქალაქიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[8] ქალაქი ტუბატაჰის რიფისკენ მიმავალ წერტილს წარმოადგენს.

ადგილობრივი მმართველობა რედაქტირება

პუერტო-პრინსესის მთავრობა მერის, ვიცე-მერის, საბჭოს ათი წევრის, ახალგაზრდული საბჭოს (Sangguniang Kabataan) ერთი წარმომადგენლისა და ბარანგაების კაპიტნების ასოციაციის წარმომადგენლითაა დაკომპლექტებული. ყოველი მოხელე საჯაროდ 3 წლის ვადით აირჩევა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ადგილობრივი რედაქტირება

საერთაშორისო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. List of Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  3. Graceffo, Antonio (9 Jun 2007). „Puerto Princesa: The Philippines' Cleanest and Greenest City“. Wild Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 13 February 2019.
  4. History | City Government of Puerto Princesa. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  5. Tourist city venue for PNRC event.(Tourism), highbeam.com
  6. Municipality/City: PUERTO PRINCESA CITY (Capital) დაარქივებული 2018-03-13 საიტზე Wayback Machine. , National Statistical Coordination Board.
  7. Ladaga, Rica Thea (11 April 2018). „A Glimpse of Palawan: The Impact of Community-Based Ecotourism | DSWD Field Office IV Mimaropa Official Website“. DSWD Field Office IV Mimaropa Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2019. ციტირების თარიღი: 13 February 2019.
  8. PP Underground River (23 September 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2019. ციტირების თარიღი: 13 February 2019.
  9. „QC eyes sister city ties with Naga City“. Manila Standard (ინგლისური). 17 February 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2019. ციტირების თარიღი: 13 February 2019. ციტატა: „To date, Quezon City has sister-city ties with 11 other Philippine cities and municipalities—Sadangga in Mountain Province; General Santos City; Pura, Tarlac; Davao City; Iloilo City; Wao, Lanao del Sur; Cotabato City; La Trinidad, Benguet; Puerto Princesa; Banay-Banay, Davao Oriental; and Alicia, Isabela.“
  10. Jabagat, Orlan C. (29 November 2018). „Tagalog News: Puerto Princesa, Haikou City ng Tsina, sister cities na“. Philippine Information Agency (Tagalog). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2019. ციტირების თარიღი: 13 February 2019.
  11. Puerto Princesa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2018. ციტატა: „Establishment of Sister Cities Since:10 Feb, 2006“ ციტირების თარიღი: 13 February 2019.
  12. Sister Cities | Maui County, HI - Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 October 2018. ციტირების თარიღი: 13 February 2019.