კაგაიანის ხეობა
კაგაიანის ხეობა (ასევე ცნობილი როგორც II რეგიონი) — ადმინისტრაციული ერთეული ფილიპინებში. მდებარეობს კუნძულ ლუსონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[2] შედგება ხუთი პროვინციისგან: ბატანესი, კაგაიანი, ისაბელა, ნუევა-ვისკაია და კირინო. რეგიონში ერთი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი: სანტიაგო და სამი შემადგენელი ქალაქი: კაუაიანი, ილაგანი და ტუგეგარაო მდებარეობს.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
კაგაიანის ხეობა | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
ადმ. ცენტრი | ტუგეგარაო | |
შიდა დაყოფა | ბატანესი, კაგაიანი, ისაბელა (პროვინცია), ნუევა-ვისკაია და კირინო | |
კოორდინატები | 17°37′00″ ჩ. გ. 121°43′00″ ა. გ. / 17.61667° ჩ. გ. 121.71667° ა. გ. | |
ფართობი | 28228.83 კმ² | |
მოსახლეობა | 3 685 744 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
რეგიონის დიდი ნაწილი კორდილიერისა და სიერა-მადრეს მთებს შორის ხეობას მოიცავს. ქვეყნის უდიდესი და სიგრძით მეორე მდინარე კაგაიანი რეგიონს სერავს. კაგაიანი კარაბალოს მთებში იღებს სათავეს და აპარაში ჩაედინება. კაგაიანის ხეობა ფილიპინების რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა ფართობის მიხედვით. 2013 წელს ჩატარებული წერა-კითხვის ცოდნის დონის განმსაზღვრელი გამოკითხვის მიხედვით კაგაიანის ხეობის მოსახლეობის (10-დან 64 წლამდე) 97.2% წერა-კითხვის მცოდნეა, რაც ქვეყნის ყველა რეგიონზე (ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩათვლით) მაღალი მაჩვენებელია.[4]
ისტორია
რედაქტირებაესპანური მმართველობის პერიოდში კაგაიანის ხეობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე დღესაა. გარდა დღევანდელი პროვინციებისა, კაგაიანის ხეობა კორდილიერის პროვინციების: აპაიაოს, კალინგის, იფუგაოსა და ბენგეტის აღმსოავლეთ ნაწილებსაც მოიცავდა. ისტორიკოსი და მისიონერი ხოსე ბურგესი წერდა: „ძველი კაგაიანის ხეობა შედგება კაგაიანის, ისაბელისა და ნუევა-ვისკაიას პროვინციებისგან, ასევე აპაიაოს, იტავესის, კიანგანის, კაიაპისა და ბინტანგანის სამხედრო რაიონებისგან. გარდა ამისა, რეგიონის შემადგენლობაში შედის სიერა-მადრედან წყნარ ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორიაც“.[5]
II მსოფლიო ომის დროს ნუევა-ვისკაიაში, დალტონის უღელტეხილი იაპონიის საიმპერიო არმიას, რომელსაც ტომოიუკი იამაშიტა ხელმძღვანელობდა, სამი თვის მანძილზე ეკავა. უკან დახევისას იაპონიის საიმპერიო არმია ამერიკელებისა და ფილიპინელების სამხედრო ძალებს ებრძოდა, რომლებმაც საბოლოოდ განდევნეს ქვეყნიდან. დალტონის უღელტეხილი ამერიკელი გენერლის, დალტონის სახელს ატარებს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა.
გეოგრაფია
რედაქტირებაკაგაიანის ხეობა კუნძულ ლუსონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონი ხუთი პროვინციისგან შედგება: ბატანესი, კაგაიანი, ისაბელა, ნუევა-ვისკაია და კირინო. რეგიონს დასავლეთიდან კორდილიერის მთები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — სიერა-მადრეს მთები, სამხრეთით — კარაბალოს მთები, ხოლო ჩრდილოეთით — ლუსონის ყურე.
რეგიონის ორი პროვინცია ჩაკეტილია: კირინო და ნუევა-ვისკაია, რომლებიც მთებითა და ტყეებითაა დაფარული. ნუევა-ვისკაია სამხრეთი პროვინციის მემკვიდრეა მას შემდეგ რაც კაგაიანის პროვინცია 1839 წელს ორ ნაწილად გაიყო. ორი პროვინცია ეთნიკურად და ლინგვისტურად განსხვავებულია. აქ აეტას ტომები და ნეგრიტოსები ცხოვრობენ, რომლებიც შემგროვებლები არიან და კონკრეტული საცხოვრებელი ადგილები არ აქვთ. მათთან ერთად პროვინციებში ბუგკალოტები და სხვა ტომებიც ცხოვრობენ, თუმცა უმრავლესობას ილოკანოები და იბანაგები არიან.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკაგაიანის ხეობა ხუთი პროვინციის, ერთი დამოუკიდებელი ქალაქის, სამი შემადგენელი ქალაქის, 89 მუნიციპალიტეტისა და 2 311 ბარანგაისგან შედგება.[2]
ეკონომიკა
რედაქტირებარეგიონის ყველაზე პროგრესული პროვინცია და უმდიდრესი ქალაქი ისაბელა და სანტიაგოა. 2011 წლისთვის ისაბელა ფილიპინების პროვინციებს შორის მე-10 ყველაზე მდიდარი პროვინცია იყო. ჩრდილოეთ ლუსონის პროვინციებიდან ამ სიაში მხოლოდ ისაბელა მოხვდა.[6][7]
ქალაქი ტუგეგარაო რეგიონის საგანმანათლებლო, კომერციული, სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქი გამოირჩევა მოქალაქეთა ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, ხელოვნების, განათლების, ფისკალური მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის, შიდასამთავრობო თანამშრომლობის, დაგეგმარების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სოციალური მომსახურებისა და ტექნოლოგიების სფეროში. სოფლის მეურნეობით დომინირებული ეკონომიკა თანდათანობით მეორეული/მესამეული ეკონომიკური აქტივობებით, როგორიცაა ვაჭრობა, კომერცია და მომსახურება, დომინირებული ეკონომიკით იცვლება. ეკონომიკური გარდაქმნის შედეგად ტუგეგერაო რეგიონული სამთავრობო ცენტრად და ჩრდილოეთ ლუსონის კომერციულ ცენტრად ყალიბდება.[8] ტუგეგარაო 2025 წლის ციფრული ქალაქების პროგრამაში შეიყვანეს, რომელიც ქალაქში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის სწრაფი ზრდის შენარჩუნებასა და ქალაქის განვითარების რეკლამირებას ისახავს მიზნად.[9]
კაუაიანი ისაბელის პროვინციის შემადგენელი ქალაქია. მას ხშირად ჩრდილოეთის იდეალურ ქალაქს უწოდებენ და ისაბელის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და რეგიონული აგრო-ინდუსტრიული ზრდის ცენტრის მასპინძელ ქალაქად მოიაზრებენ. კაუაიანში მდებარეობს კოსმოსის ბოთლების კორპორაცია, რომელიც გიგანტური მრავალეროვნული კონგლომერატის, სან მიგელის კორპორაციისა და მეგა აზიის ბოთლების კომპანიის შემადგენლობაში შედის. ქალაქში რეგიონის რამდენიმე მრავალეროვნული კომპანიაა განთავსებული.[10]
ილაგანი ისაბელის პროვინციის დედაქალაქი და შემადგენელი ქალაქია. იგი ფილიპინების სიმინდის დედაქალაქია და II რეგიონის ზრდრის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. ქალაქის ინდუსტრიების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზეა დაფუძნებული. ბოლო ათწლეულებში შინაური ფრინველებისა და მეღორეობის სექტორში ადგილობრივი ინვესტიციები ჩაიდო. ფილიპინების ქალაქებს შორის ილიგანი პირველ ადგილზეა სიმინდის წარმოების მაჩვენებლით. სოფლის-მეურნეობის წამყვანი სფეროები სიმინდის, ბრინჯის, ბოსტნეულისა და პარკოსნების წარმოებაა. ხილი, განსაკუთრებით ბანანი, მთელი წლის მანძილზე იწარმოება, მეტწილად ქალაქის მთიან სივრცეებში. ილიგანი აწარმოებს სეზონურ ხილებსაც, როგორიცაა მანგო და თურინჯი. სოფლის მეურნეობის შემდეგ ილიგანის ეკონომიკის წამყვანი დარგები კომერცია და ვაჭრობაა.[11]
გალერეა
რედაქტირება-
სიერა-მადრეს მთები პალანანთან
-
ისაბელის პროვინციის აღმოსავლეთი სანაპირო
-
ტაგეგარაოს საკათედრო ტაძარი
-
კაგაიანის ჩრდილოეთი სანაპირო
-
სიერა-მადრეს ჩრდილოეთი ბოლო, უკან პალაუის ხედით
-
ბატანესის სანაპირო
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tourism www.region2fun.ph Cagayan Valley and Northern Philippine Islands
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 2.0 2.1 List of Regions. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
- ↑ PSGC Interactive; List of Provinces. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
- ↑ 2013 FLEMMS Final Reports (May 2015). ციტირების თარიღი: June 12, 2020.
- ↑ Descripcion del Valle de Cagayan, 1897, Jose Burgues
- ↑ Top 10 Highest earning Philippine province, Nobert Bermosa website, Retrieved June 17, 2012.
- ↑ Isabela,10th richest province in the Philippines in 2011. Inquirer PH. Inquirer. ციტირების თარიღი: October 19, 2014.
- ↑ Tuguegarao; The Country's Premiere Ybanag City. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ Share; Twitter; Twitter; Twitter. 25 PH cities chosen to be next ‘digital cities’ by 2025 en. ციტირების თარიღი: 2020-09-02
- ↑ Cauayan; The Ideal City of the North. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ Ilagan; The Corn Capital of the Philippines. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.