ფილიპინების ადმინისტრაციული დაყოფა
ფილიპინებში ოთხი დონის ადმინისტრაციული დანაყოფი არსებობს, რომელთაგანაც ქვედა სამი დონის ერთეულები 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად განსაზღვრულია როგორც ადგილობრივი მმართველობის ერთეულები.[1] ფილიპინების ადმინისტრაციული ერთეულებია:
- რეგიონები (rehiyon) - შედგება პროვინციებისა და დამოუკიდებელი ქალაქებისგან/მუნიციპალიტეტებისგან. ფილიპინების 17 რეგიონიდან მხოლოდ ერთს, მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონს ჰყავს არჩეული მთავრობა, რომელსაც ცენტრალური მთავრობისგან აქვს დელეგირებული უფლებები.
- პროვინციები (lalawigan/probinsya), დამოუკიდებელი ქალაქები (lungsod/siyudad) და ერთი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი (პატეროსი).
- პროვინციების შიგნით არსებული შემადგენელი ქალაქები (lungsod/siyudad) და მუნიციპალიტეტები (bayan/munisipalidad).
- ბარაგაიები (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ბარიოსს) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
სპეციფიკური დანიშნულების მქონე დანაყოფებს მიეკუთვნება: კუნძულთა ჯგუფები, ადგილობრივი ადმინისტრაციული რაიონები, იურიდიული რეგიონები (რეგიონული სასამართლოებისთვის), საკანონმდებლო რაიონები (ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი დონის საკანონმდებლო არჩევნებისთვის) და სპეციალური დანიშნულების მქონე რაიონები (სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსთვის).
ადამინისტრაციული დანაყოფები
რედაქტირებარეგიონები
რედაქტირებაადმინისტრაციული რეგიონები
რედაქტირებაადმინისტრაციული რეგიონები ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის იმ ერთეულების ჯგუფებია, რომლებიც დაარსდა, გაუქმდა და შეიცვალა ფილიპინების პრეზიდენტის ბრძანებით, პროვინციულზე მაღალ დონეზე ეკონომიკის უფრო მრავალმხრივი განვითარებისა და ნაციონალური სამთავრობო მომსახურებების უზრუნველყოფის კოორდინირებისთვის. დღემდე რეგულარული ადმინისტრაციული რეგიონების საზღვრების დასაგდენად, გასაუქმებლად ან შესაცვლელად პლებისციტები არ ჩატარებულა, რადგანაც კონსტიტუციით ეს არ არის სავალდებულო.[2]
ადმინისტრაციული რეგიონი არ შედის ადგილობრივი მმართველობის ერთეულებში, არამედ ის ამე-ბის ჯგუფია, რომელშიც პრეზიდენტი[3] ქმნის საჯარო-პოლიტიკურ-მმართველობით და საკოორდინაციო სტრუქტურას, რეგიონული განვითარების საბჭოს. დიდი მანილას იურიდიულად „სპეციალური განვითარებისა და ადმინისტრაციული რეგიონის“ სტატუსი აქვს და მეტროპოლიის ავტორიტეტი მიენიჭა.[4] მანილის მეტროპოლიის განვითარების სააგენტოს ფარგლებში დიდი მანილის საბჭო ფუნქციონირებს როგორც ნაციონალური დედაქალაქის რეგიონის რეგიონული განვითარების საბჭო. [5]
ადმინისტრაციული რეგიონები პროვინციების ან/და დამოუკიდებელის ქალაქებისგან/მუნიციპალიტეტისგან შედგება. მხოლოდ პარეტოსს აქვს დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის სტატუსი. ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო სტატისტიკური მიზნით, მანილის მეტროპოლიის ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს ოთხ გეოგრაფიულ რაიონად ჰყოფს.
ავტონომიური რეგიონები
რედაქტირება1987 წლის კონსტიტუციით, ლუსონში, ცენტრალური კორდილიერისა და მინდანაოს მუსლიმური უმრავლესობის ტერიტორიებზე ავტონომიური რეგიონების შექმნაა გათვალისწინებული.[2] 1989, 2001 და 2019 წლებში ჩატარებული პლებისციტების შესაბამისად შეიქმნა ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში, შემდეგ კი მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი. 1990 და 1998 წლებში კორდილიერის მცხოვრებლებმა ავტონომიაზე უარი თქვეს. აქედან გამომდინარე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი რეგულარული ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით სარგებლობს და დელეგირებული ძალაუფლება ან ვალდებულებები არ აქვს.
დღეისთვის ფილიპინების ერთადერთი ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონია, რომელიც ადგილობრივი მმართველობის იმ ერთეულებისგან შედგება, რომლებმაც 2019 წლის ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტზე ბანგსამოროს რეგიონული მთავრობის დაქვემდებარებაში შესვლას დაუჭირეს მხარი.[6] ავტონომიური რეგიონი, რომელსაც თავისი მთავრობა ჰყავს, ადგილობრივი მმართველობის ერთეული არაა, რადგანაც ავტონომიური რეგიონის მთავრობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1991 წელს მიღებულ ადგილობრივი მმართველობის კოდში არაა განსაზღრული, როგორც ეს პროვინციების, ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ბარანგაიებისთვისაა.[1] ავტონომიური რეგიონი ადგილობრივი მმართველობის ერთეულთა ჯგუფია, რომელსაც კონგრესისგან რეგიონული მმართველობის სტრუქტურის სპეციფიკური სტატუტი აქვს მინიჭებული, კონკრეტული ძალაუფლებითა და პასუხისმგებლობებით.
ადგილობრივი მმართველობის ერთეულები
რედაქტირება1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ერთეული შეიძლება არსებობდეს პროვინციის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ან ბარანგაის სახით.[1] ყველა ადგილობრივ მმართველობით ერთეულს საკუთარი კანონმდებლები (Sanggunian) და აღმასრულებლები (გუბერნატორი, მერი ან ბარანგაის კაპიტანი) ჰყავს, რომლებსაც შესაბამისი ამე-ის მოსახლეობა ირჩევს. 25-ე სექციის თანახმად, ფილიპინების პრეზიდენტი პროვინციებსა და დამოუკიდებელ ქალაქებს სააგენტოების მეშვეობით ზედამხედველობს. ადგილობრივი მმართველობის ერთეულები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ფილიპინების ამე-ის მთავარ დონეს წარმოადგენენ. პატეროსი არც ერთ პროვინციას მიეკუთვნება, მაგრამ ისიც ამე-ის პირველადი დონის ერთეულია.
პროვინციები
რედაქტირებაფილიპინების პროვინციები შედგება შემადგენელი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისგან. ყოველ პროვინციას გუბერნატორი ხელმძღვანელობს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო პროვინციული საბჭოა (Sangguniang Panlalawigan).[1]
ქალაქები და მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაფილიპინებში ქალაქები სამ კლასად იყოფა: დამოუკიდებელი ქალაქები, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 38-ია, კლასიფიცირდება როგორც მაღალურბანიზირებული (33) და დამოუკიდებელი შემადგენენლი ქალაქები (5), ის ქალაქებია, რომლებიც არცერთი პროვინციის დაქვემდებარაში შედიან. ასე რომ, ეს ქალაქები ავტონომიურად იმართებიან, გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებს პროვინციებთან არ ინაწილებენ და უმეტესწილად, მათი მოსახლეობა არც პროვინციის მოხელეებს ირჩევს და არც მოხელეებად არჩევის უფლება აქვთ. ქალაქები, რომლებიც პროვინციების პოლიტიკური იურისდიქციის ქვეშ არიანმ მესამე დონის იურიდიულ კლასს შეადგენენ და შემადგენელ ქალაქებად იწოდებიან. შემადგენელი ქალაქების მაცხოვრებლებს პროვინციის მოხელეების არჩევის უფლებაც აქვთ და თავადაც შეიძლება იყვნენ არჩეული თანამდებობებზე.[1]
მუნიციპალიტეტები ყოველთვის პროვინციების იურისდიქციის ქვეშ არიან, გარდა პარეტოსისა, რომელიც ერთადერთი თვითმმართველი მუნიციპალიტეტია.[1]
ქალაქი ან მუნიციპალიტეტი იყოფა ბარანგაიებად. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მერები ხელმძღვანელობენ. ქალაქების საკანონმდებლო ორგანოებია Sangguniang Panlungsod (ქალაქის საბჭო), ხოლო მუნიციპალიტეტების - Sangguniang Bayan (მუნიციპალიტეტის საბჭო).[1]
ბარანგაიები
რედაქტირებაფილიპინების ყველაზე მცირე ადგილობრივი ერთეულებიაბარანგაიები. ზოგჯერ ბარანგაის „სოფლად“ თარგმნიან, თუმცა იგი შეიძლება იყოს: ურბანული სამეზობლო, ფართო ურბანული რაიონი, პატარა სოფელი, პატარა ქალაქი ან გაფანტული დასახლებების სასოფლო რაიონი. ყოველ ბარანგაის ბარანგაის კაპიტანი ხელმძღვანელობს, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს Sangguniang Barangay (ბარანგაის საბჭო) ჰქვია.[1]
სხვა დანაყოფები
რედაქტირებაკუნძულთა ჯგუფები
რედაქტირებაფილიპინები იყოფა კუნძულთა სამ ჯგუფად: ლუსონი, მინდანაო და ვისაიასი. ფილიპინების დროშაზე გამოსახული სამი ვარსკვლავი ამ გეოგრაფიულ დაჯგუფებებს აღნიშნავს. კუნძულთა ჯგუფებს რაიმე სპეციფიკური ადმინისტრაციული ორგანო არ ჰყავთ. ბევრი სამთავრობო თუ კერძო სააგენტო და ინსტიტუტი კუნძულთა ამგვარ დაჯგუფებას კონკრეტული მიზნებისთვის ახდენს.[7]
გეოგრაფიული რაიონები და ზონები
რედაქტირებაზოგიერთი ქალაქი მათ ბარანგაიებს ოფიციალურად აერთიანებს გეოგრაფიულ რაიონებში. სამი ქალაქი ბარანგაიების ორგანზიებას რიცხვითი დასახელებსი მქონე ზონებით ახდენს: კალოოკანი (ზონები 1-16), მანილა (ზონები 1-100) და პასაი (ზონები 1-20). არაერთი ბარანგაის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა „რაიონი“ (170 ბარანგაი)[8] ან „ზონა“ (264 ბარანგაი),[9] თუმცა ყველა მათგანი სრულფუნქციური ბარანგაია და არა განსხვავებული ადმინისტრაციული კატეგორია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Congress of the Philippines. (October 10, 1991) Republic Act No. 7160 – An Act providing for a Local Government Code of 1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2022. ციტირების თარიღი: August 10, 2019
- ↑ 2.0 2.1 Republic of the Philippines. (1987) The 1987 Constitution of the Philippines – Article X, Local Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2019. ციტირების თარიღი: August 9, 2019
- ↑ Fidel V. Ramos. (April 12, 1996) Executive Order No. 325, Series of 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2019. ციტირების თარიღი: August 9, 2019
- ↑ FAQs – The Regional Development Council (November 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2019. ციტირების თარიღი: August 11, 2019
- ↑ Congress of the Philippines. (March 1, 1995) Republic Act No. 7924 – An Act Creating Metropolitan Manila Development Authority, Defining Its Powers And Function, Providing Funds Therefor And Other Purposes. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2019. ციტირების თარიღი: ნოემბერი 1, 2020.
- ↑ Congress of the Philippines. (July 27, 2019) Republic Act No. 11054 – An Act providing for the Organic Law for the Bangsamoro Autonomous Region in Muslim Mindanao, repealing for the purpose Republic Act No. 6734, entitled "An Act Providing for an Organic Act for the Autonomous Region in Muslim Mindanao," as amended by Republic Act No. 9054, entitled "An Act to Strengthen and Expand the Organic Act for the Autonomous Region in Muslim Mindanao". დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2020. ციტირების თარიღი: August 10, 2019
- ↑ LMP Website search, keyword: cluster (August 10, 2019). ციტირების თარიღი: August 11, 2019[მკვდარი ბმული]
- ↑ Philippine Standard Geographic Code – Search results for keyword : "district". ციტირების თარიღი: August 11, 2019
- ↑ Philippine Standard Geographic Code – Search results for keyword : "zone". ციტირების თარიღი: August 11, 2019