კალოოკანი (ოფიციალურად ქალაქი კალოოკანი; ტაგ: Lungsod ng Caloocan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით, კალოოკანის მოსახლეობა 1 583 978 ადამიანს ითვლის და ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

კალოოკანი
ტაგალ. Lungsod ng Caloocan
ინგლ. City of Caloocan
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°39′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. / 14.65000° ჩ. გ. 120.96667° ა. გ. / 14.65000; 120.96667
მმართველი Dale Malapitan[1]
დაარსდა 1815
ფართობი 55.80 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 661 584 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 02
ოფიციალური საიტი https://caloocancity.gov.ph/
300
300

ქალაქი იყოფა ორ გეოგრაფიულ ნაწილად, რომელთა საერთო ფართობიც 5 333.4 ჰექტარია. თავდაპირველად კალოოკანი სამხრეთ ლუსონის რეგიონში, რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. დღეისთვის ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მესამე რაიონში (კამანავა) შედის მალაბონთან, ნავოტასთან და ვენესუელასთან ერთად.

სამხრეთ კალოოკანს მანილა, კესონი, მალაბონი, ნავოტასი და ვენესუელა ესაზღვრება. კომერციული და ინდუსტრიული აქტივობებისა და საცხოვრებელი ზონების კომბინირების გამო კალოოკანი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთ რაიონის მთავარი ურბანული ცენტრია.[3] ჩრდილოეთ კალოოკანის საზღვარი კესონთან, ვენესუელასთან, მარილაოსთან, მეიკაიანთან და სან-ხოსე-დე-მონტესთან მდებარეობს. ქალაქის ეს ნაწილი ძირითადად საცხოვრებელ ზონას უკავია და ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები შედარებით ნაკლებად გვხვდება.[3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

კალოოკანი ტოპონიმია, რომელიც ტაგალური ენიდან, kalook-lookan (ან kaloob-looban) წარმოდგება და „ცენტრალურ ტერიტორიას“ ნიშნავს. საუბრისას ქალაქს კალოოკანად მოიხსენიებენ, თუმცა სახელის წარმოთქმის შერეული ვერსიებიც არსებობს. წარმოთქვის სახესხვაობები დაკავშირებულია 1970-იან წლებთან, როდესაც მუნიციპალურმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ქალაქის დეპარტაპემტებს დასახელებაში Kalookan უნდა გამოეყენებინათ.[4][5]

გეოგრაფია

რედაქტირება

კალოოკანი იყოფა ორ ტერიტორიად, რომლის მთლიანი ფართოიც 53.334 კმ²-ია. სამხრეთ კალოოკანის ფათობი 13.625 კმ²-ია და სამხრეთით მანილა, აღმოსავლეთით — კესონი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით კი ქალაქები: მალაბონი, ნავოტასი და ვენესუელა ესაზღვრება. ჩრდილოეთ კალოოკანის ფართობი 39.709კმ²-ია და სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით კესონი, სამხრეთ-დასავლეთით — ვენესუელა, ხოლო ჩრდილოეთით — მარილაო, მეიკაიაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ესაზღვრება.[6]

ტოპოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთ კალოოკანი, სადაც ქალაქის კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია განთავსებული, ვაკე და ადვილად ხელმისაწვდომ მიწაზეა განფენილი. ფერდობების დახრილობა 0-3%-ს შორისაა. ტოპოგრაფია თანდათანობით იცვლება რბილიდან საშუალო დახრილობის ფერდობებამდე ჩრდილოეთ ლუსონის მაგისტრალამდე, სადაც ფერდობების დახრილობა 3-დან 18%-მდე მერყეობს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 35 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი, დაგატ-დაგატი ზღვის დონიდან 0.993 მეტრზე მდებარეობს.[7]

ჩრდილოეთ კალოოკანი საშუალო დახრილობის ფერდობების მქონე ტოპოგრაფიით გამოირჩევა. ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში 3-დან 18%-მდე დახრილობაა, რომელიც სამხრეთისკენ თანდათანობით მცირდება. მთავარ გზებთან სიახლოვის გამო, ინდუსტრიული და საცხოვრებელი ზონების დიდი ნაწილი სწორედ დაბლობ ნაწილში მდებარეობს.[7]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
სამხრეთ კალოოკანის ბარანგაიები დასახელებებთან ერთად
 
ჩრდილოეთ კალოოკანის ბარანგაიები დასახლებებთან ერთად

2015 წლის აღწერით, კალოოკანის მოსახლეობის რაოდენობა 1 583 978 ადამიანს ითვლის და ფილიპინებში მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. სამხრეთ კალოოკანის (1-დან 64 ბარანგაიმდე) მოსახლეობის რაოდენობა 585 091 ადამიანია, ხოლო ჩრდილოეთ კალოოკანის (165-ე ბარანგაიდან 188-ე ბარანგაიმდე) — 998 887 ადამიანი. კალოოკანის ნაწილების დამოუკიდებელ ქალაქებად განხილვის შემთხვევაში, 2015 წლის მოსახლეობის რაოდენობით, ჩრდილოეთ კალოოკანი მოსახლეობის რაოდენობით მე-4, ხოლო სამხრეთ კალოოკანი — მე-17 ადგილზე იქნება.

კალოოკანის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი (28 387 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე) ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მოსახლეობის სიმჭიდროვეს აღემატება.[8]

ქვეყნის 238 საკანონმდებლო რაიონიდან კალოოკანის პირველი საკანონმდებლო რაიონი ყველაზე დიდია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[9]

მოსახლეობის უმრავლესობა ფილიპინურ და ინგლისურ ენებზე საუბრობს, თუმცა დიდი ნაწილი სხვა ენებსა და დიალექტებზეც მეტყველებს.

ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, კალოოკანის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიაც რომაული კათოლიციზმია. ქალაქში მდებარეობს ქრისტეს ეკლესია და სხვა პროტესტანტული ტაძრებიც, როგორიცაა კალოოკანის ღმერთის ტაძარი, რომელიც ბაესაში მდებარეობს.

ეკონომიკა

რედაქტირება

კალოოკანის მეათე გამზირი ცნობილია მოტოციკლეტებითა და მათი ნაწილებით ვაჭრობით. მთავარ და ცნობილ ქუჩებს შორისაა პ. ზამორის ქუჩა და ა. მაბინის ქუჩა. ქალაქში მდებარეობს არაერთი ბანკის ოფისები, მათ შორის: Banco de Oro-ს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ბანკის, მეტრობანკის, ჩაინაბანკის, ფილიპინების კუნძულების ბანკისა და სხვ.

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება

ბარანგაიები

რედაქტირება

კალოოკანი 188 ბარანგაისგან შედგება და 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა: Samson Road და EDSA. პირველი საკანონმდებლო რაიონი მოიცავს 70 ბარანგაის: 1-4, 77-85 და 132-188 ბარანგაიებს, ხოლო მეორე საკანონმდებლო რაიონი 188 ბარანგაისგან შედგება: 5-76 და 86-131 ბარანგაიებისგან.[6] ქალაქი ბარანგაიებისთვის ჰიბრიდურ სისტემას იყენებს და მათ 16 ზონად ჰყოფს. „ზონური სისტემა“ კალოოკანის გარდა მხოლოდ მანილასა და პასაიშია. ზონა ერთი რაიონის შიგნით ბარანგაიების ჯგუფია. მართალია, ზონა ადგილობრივი მმართველობის ერთეულად მიიჩნევა, თუმცა ხალხი ზონის ლიდერს არ ირჩევს, როგორც ეს ბარანგაის კაპიტნის ან ადგილობრივი არჩევნების დროსაა, რადგანაც ზონები მხოლოდ სტატისტიკური მიზნით გამოიყოფა. ბარანგაის უმრავლესობას რიცხვები აქვს, მხოლოდ მცირე ნაწილს (ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში) აქვს დასახელებები. სამხრეთ კალოოკანის ბარანგაიები უფრო პატარებია, ვიდრე ჩრდილოეთ კალოოკანისა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://caloocancity.gov.ph/about-us/mayors-corner/
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. 3.0 3.1 Comprehensive Land Use Plan Report, City of Caloocan (1995-2020) - Free Download PDF.
  4. „Confusion over spelling: Caloocan or Kalookan?“. The Manila Times. October 19, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2020. ციტირების თარიღი: April 2, 2020.
  5. Samonte, Severino (December 6, 2018). „Which is which, Caloocan or Kalookan?“. Philippine News Agency. ციტირების თარიღი: April 2, 2020.
  6. 6.0 6.1 History2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2020-11-09.
  7. 7.0 7.1 Climate change action plan (PDF) (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-17. ციტირების თარიღი: 2020-11-09.
  8. Philippine Population Density (Based on the 2015 Census of Population). Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  9. Population Counts by Legislative District (Based on the 2015 Census of Population). ციტირების თარიღი: 6 December 2016