ნავოტასი (ოფიციალურად ქალაქი ნავოტასი; ტაგ: Lungsod ng Navotas) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 249 463 ადამიანია.

ნავოტასი
ტაგალ. Lungsod ng Navotas
ინგლ. City of Navotas
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Bagumbayan North[1] , Bagumbayan South[2] , Bangkulasi[2] და Navotas East[2]
კოორდინატები 14°40′00″ ჩ. გ. 120°56′30″ ა. გ. / 14.66667° ჩ. გ. 120.94167° ა. გ. / 14.66667; 120.94167
მმართველი John Reynald Tiangco
დაარსდა 20 დეკემბერი, 1827
ფართობი 8.94 კმ²
მოსახლეობა 247 543 (1 მაისი, 2020)[3]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 1409, 1411–1413, 1485 და 1489–1490
ოფიციალური საიტი https://www.navotas.gov.ph/
300
300

ნავოტასი ფილიპინების კომერციული თევზჭერის კერად ითვლება. ქალაქში აზიაში სიდიდით მესამე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდესი სათევზაო პორტი მდებარეობს. ნავოტასი 1827 წლის 20 დეკემბერს დაარსდა, თუმცა ქალაქის დაარსების დღედ 16 იანვარს აღნიშნავენ. ნავოტასი 2007 წლის 24 ივნისიდან მაღალურბანიზებული ქალაქია.[4]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ნავოტასის მთლიანი რეგიონი ერთ დროს მალაბონის შემადგენლობაში შედიოდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყოფილი ტონდოს რაიონსა და ქალაქს შორის მდებარე მიწის ზოლი ზღვამ დაფარა. გეოგრაფიული ცვლილების გამო მოსახლეობამ ამ ადგილს butas, nayon ng butas ან nabutas შეარქვა, რაც ტაგალურ ენაზე გაყოფილს ნიშნავს. მალე არხი მდინარე ნავოტასად იქცა. შემდგომ წლებში კი, ეს ადგილები ცნობილი გახდა როგორც „ნაბოტასი“, საბოლოოდ კი — „ნავოტასი“.

ერთ დროს ნავოტასის ტერიტორიებს ნავოტასის ჰასიენდა ეწოდებოდა. ამ მიწებს დომინიკელი ბერები მართავდნენ. შემდეგ ის პასკუალეების ოჯახმა შეიძინა ამერიკული რეჟიმის ადრეულ პერიოდში და საცხოვრებელ სივრცედ გადააკეთა.

ადგილობრივი იოსებ დამწინდველის პატივსაცემად ამ ადგილებს სან-ხოსე დე ნავოტასად მოიხსენიებდნენ. 1859 წლის 11 ივნისს უზენაესი დეკრეტის შესაბამისად ბერ მატიას ნავოას ზედამხედველობით ახალი სამრევლო და მუნიციპალიტეტი დაარსდა. მოსახლეობა ორ ჯგუფად გაიყო: naturales (ადგილობრივები) და მეტისები. ადგილობრივთა gobernadorcillo მარიანო ესტრელა იყო, ხოლო მეტისების — მარიანო ისრაელი. სან-ხოსეს პატივსაცემად ქალაქში სკოლა აიგო, რომელიც დღეს სან-ხოსეს აკადემიის სახელწოდებითაა ცნობილი.

1827 წლის 20 დეკემბერს ნავოტასის განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელიც მალაბონისგან (ტამბობონგი) გამოყოფას ისახავდა მიზნად. 1859 წლის 16 თებერვალს სან-ხოსეს, ნავოტასისა და ბანგკულასის ბარიოები მალაბონს გამოეყვნენ. იმავე წელს ნავოტასი დამოუკიდებელი ქალაქი გახდა. 1898 წლის 6 აგვისტოს ნავოტასი გენერალ ემილიო აგუინალდოს რევოლუციურ მთავრობას შეუერთდა.

1901 წლის 11 ივნისს 137-ე აქტის შესაბამისად ნავოტასი ახლადშექმნილი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. 1904 წელს ქალაქი ხელახლა მალაბონის დაქვემდებარებაში გადავიდა. მუნიციპალურ პრეზიდენტად ადგილობრივი ნავოტასელი ბერნარდო დაგალა აირჩიეს. 1906 წლის 16 იანვარს ნავოტასი საბოლოოდ დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი (144-ე აქტის შესაბამისად) გახდა.

1975 წლის 7 ნოემბერს, 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტის შესაბამისად, ნავოტასი რისალის პროვინციიდან ახლადშექმნილი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა.[5]

2007 წლის 24 ივნისს 9387-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ნავოტასი მაღალურბანიზებული ქალაქი გახდა 2007 წლის 10 მარტს ჩატარებული პლებისციტის შესაბამისად.

2020 წლის 15 მარტიდან ქალაქი, როგორც მთელი მეტროპოლიური სივრცე 2019-2020 წლის კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი თვით კარანტინის ქვეშ მოექცა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ნავოტასის პოლიტიკური რუკა

ტოპოგრაფია

რედაქტირება

ნავოტასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 4.5 კმ-ის ვიწრო სანაპირო ზოლს მოიცავს. ჩრდილოეთით ქალაქ ობანდო ესაზღვრება. აღმოსავლეთ საზღვარი მდინარეებზე: ბინუანგანი, დაანგ კავაიანი, დამპალიტი, ბატასანი, ნავოტასი და ბანგკულასისა და მალაბონის არხებზე გადის. ქალაქის სამხრეთით მანილა მდებარეობს, ხოლო დასავლეთით — მანილის ყურე.

ნავოტასი პოლიტიკურად 2 რაიონად იყოფა. შედგება 18 ბარანგაისგან. ქალაქში ორი: მშრალი და წვიმების სეზონი გამოიყოფა.[6]

ყოფილი ბარანგაიები

რედაქტირება

2018 წლამდე ნავოტასი 14 ბარანგაისგან შედგებოდა. 2017 წლის 23 აგვისტოს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ხელი მოაწერა 10933-ე რესპუბლიკურ აქტს,[7] ხოლო 2018 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტით რატიფიცირებულ იქნა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთყურის სამხრეთი ბულვარი NBBS კაუნლარანის, NBBS დაგატ-დაგატანისა და NBBS პროპერის ბარანგაიებად დაიყო.[8][9]


დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20180313115759/http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/municipality.asp?muncode=137503000&regcode=13&provcode=75
  2. 2.0 2.1 2.2 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/municipality.asp?muncode=137503000&regcode=13&provcode=75
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. „Navotas Becomes Metro Manila's Newest City“. Inquirer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 28, 2007. ციტირების თარიღი: June 24, 2007.
  5. Presidential Decree No. 824 November 7, 1975. Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes. Arellano Law Foundation (November 7, 1975). ციტირების თარიღი: July 10, 2020.
  6. Navotas: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: May 13, 2020.
  7. REPUBLIC ACT NO. 10933, August 23, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2020. ციტირების თარიღი: May 22, 2020
  8. Bueza, Michael (December 28, 2017). „Barangay Plebiscites in Navotas, Occ. Mindoro Town on January 5“. Rappler. ციტირების თარიღი: March 17, 2020.
  9. Villamente, Jing (January 8, 2018). „Navotas Voters OK Creation of 4 Villages“. The Manila Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2020. ციტირების თარიღი: March 17, 2020.