მალაბონი
მალაბონი (ოფიციალურად ქალაქი მალაბონი; ტაგ: Lungsod ng Malabon) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 365 525 ადამიანია.
მალაბონი ტაგალ. Lungsod ng Malabon ინგლ. City of Malabon | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Tinajeros[1] , Tugatog[1] და Longos | |
კოორდინატები | 14°40′00″ ჩ. გ. 120°57′00″ ა. გ. / 14.66667° ჩ. გ. 120.95000° ა. გ. | |
მმართველი | Jeannie Sandoval | |
დაარსდა | 21 აპრილი, 2001 | |
ფართობი | 15.71 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 380 522 (1 მაისი, 2020)[2] | |
სატელეფონო კოდი | 02 | |
ოფიციალური საიტი | https://malabon.gov.ph/ | |
| ||
მალაბონი მანილიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და უმეტესწილად საცხოვრებელი და ინდუსტრიული ქალაქის ფუნქციას ასრულებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მალაობონის საერთო ფართობი 15.96 კმ²-ია.
მალაბონი შედის ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ქვერეგიონის შემადგენლობაში, რომელსაც არაოფიციალურად კამანავა (კა'ლოოკანი, მალაბონი, ნავოტასი და ვალენსუელა ეწოდება. კალოოკანი სამხრეთითა და აღმოსავლეთითაა გადაჭიმული, ნავოტასი — დასავლეთით, ხოლო ვალენსუელა — ჩრდილოეთით. მალაბონს ჩრდილო-დასავლეთით ბულაკანის პროვინციის ქალაქი ობანდო ესაზღვრება.
ისტორია
რედაქტირება1975 წლის 7 ნოემბრამდე მალაბონი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო პრეზიდენტის 824-ე ბრძანების თანახმად ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[3] 9091-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად მალაბონი მაღალურბანიზებული ქალაქი 2001 წლის 21 აპრილს გახდა, დაარსებიდან 409 წლის შემდეგ.[4]
2020 წლის 15 მარტიდან მალაბონი, ისევე როგორც მთელი ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, კორონავირუსის პანდემიის გამო 1 თვის მანძილზე კარანტინის ქვეშ მოექცა.
გეოგრაფია
რედაქტირებამალაბონი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია ფილიპინებში. ვაკე რელიეფისა და დაბლა მდებარეობს გამო ქალაქში ხშირია წყალდიდობები, განსაკუთრებით მაღალი მოქცევისა და ძლიერი წვიმების დროს. ამ მხრივ ბოლო წლებში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. წყალდიდობებით ყველაზე ხშირად სანაპიროს მახლობლად მცხოვრები ოჯახები ზარალდებიან. წლების განმავლობაში მდინარე უფრო დავიწროვდა, რამაც მისი ტევადობა უფრო შეამცირა. ძლიერი წვიმების დროს წყალდიდობა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებანდე აღწევს. კამანავის ოთხივე ქალაქი მდინარე ტულაჰანითაა დაკავშირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე სამდინარო სისტემა ნავიგაციისა და თევზაობის მთავარი საშუალება იყო.[5]
ბარანგაიები
რედაქტირებაწარსულში მალაბონი იყოფოდა სიტიოებად და სტატისტიკური და სხვა მიზნებით 2 ან მეტ პუროკად (ზონა) ჰყოფდნენ. დღეისთვის ქალაქი 21 ბარანგაიდ იყოფა.
დემოგრაფია
რედაქტირებარელიგია
რედაქტირებამალაბონი კალოოკანის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება, რომლის ეპისკოპოსიც პაბლო ვირჯილიო დავიდია. მოსახლეობის 80% ამ რელიგიის მიმდევარია. დღეისთვის მალაბონში რვა რომაული კათოლიკური სამრევლოა. რელიგიურ უმცირესობებს შორის არიან დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის (მიეკუთვნება რისალისა და პამპანგის ეპარქიას), ბაპტიზმის, ქრისტეს ეკლესიის, მეშვიდე დღის ადვენტისტებისა და სხვ. რელიგიათა მიმდევრები.
ეკონომიკა
რედაქტირებამალაბონში ეკონომიკის წამყვანი დარგებია: შაქრის გადამუშავება, თევზის საუსის, სიგარების, სანთლის წარმოება, თევზაობა და ყვავილთა (ილანგ-ილანგი) ექსტრაქტების წარმოება.
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირება2008 წლის 21 აპრილს ფ. სევილიის ბულვარში, სან-აგუსტინის ბარანგაიში ქალაქის მერიის 11 სართულიანი შენობის ინაუგურაცია შედგა, რომელსაც ქალაქის 7 წლისთავთან დაკავშირებით გლორია მაკაპაგალ-აროიოც დაესწრო. მერიის შენობა მალაბონის „პოტენციური ბიზნეს ცენტრის“ ფუნქციას ასრულებს.[6]
ტურიზმი
რედაქტირება2014 წლის დეკემბერში მალაბონის ტურიზმის ოფისმა მალაბონის ტრიციკლის ტურები დააფუძნა. ტურების მეშვეობით ვიზიტორებს ქალაქის რვა ღირსშესანიშნაობის მონახულება შეუძლიათ, მათ შორის: 400 წლის წმინდა ბართოლომეოს ტაძრის, რაიმუნდოსა და იბავიოსას სახლების და სხვ.[7]
2015 წლის 14 მარტს ქალაქში ადგილობრივი გასტრონომიური ტურები ამოქმედდა, რომელიც ამჟამინდელი მერის, ანტონ ორეტა III-ის მეუღლის, მელისა ორეტას იდეა იყო.[8] მალაბონის ზოოპარკი და აკვარიუმი პოტრეროში მდებარეობს.
კულტურა
რედაქტირებაქალაქი ხშირი წყალდიდობების გამო ადგილობრივ ვენეციად მიიჩნევა. მალაბონის სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცნობილი კერძია პანსიტი მალაბონი. ქალაქის ყველაზე ცნობილი ფესტივალია „პაგოდა-კარაკოლი“, რომელიც ყოველწლიურად 8 დეკემბერს იმართება.[9][10][11]
კულტურული მემკვიდრეობის სახლები
რედაქტირებამალაბონში ისტორიული ღირებულების უამრავი სახლი მდებარეობს: დიონისიოების სახლი, რივერას სახლი, ვილონგკოს სახლი, ლუნას სახლი, მარტინესის სახლი, ჩიკიამკოს სახლი, როხას-ბორხას სახლი, სანტოს-ლაპუსის სახლი, პანტალეონ ბაუტისტას სახლი და რაიმუნდოს სახლი, რომელიც ქალაქის უძველეს სახლად მიიჩნევა და არელანოს ქუჩაზე მდებარეობს. სხვა ძველი, მაგრამ კარგად შემონახული სახლებია ასილო დე ჰეფანოსი, პესის სახლი და ნეპომუკენოს სახლი.[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მალაბონი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/municipality.asp?muncode=137502000®code=13&provcode=75
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Presidential Decree No. 824 November 7, 1975. Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes. Arellano Law Foundation (November 7, 1975). ციტირების თარიღი: July 10, 2020.
- ↑ Republic Act No. 9019 - An Act Converting the Municipality of Malabon Into a Highly Urbanized City To Be Known as The City of Malabon. Arellano Law Foundation (March 5, 2001). ციტირების თარიღი: 10 July 2020.
- ↑ CDKN INSIDE STORY: Understanding the risk of flooding in the city: The case of Barangay Potrero, Metro Manila
- ↑ Inauguration of the new Malabon City Hall Building
- ↑ Fenix, Micky (25 December 2014). „Food trip: A taste of Malabon via tricycle“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 4 April 2015.
- ↑ Granali, Rima (29 March 2015). „Malabon City ‘tricycle tours’: Narrow streets, wide choices“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 4 April 2015.
- ↑ https://lifestyle.inquirer.net/82613/la-inmaculada-concepcion-de-malabon-borne-on-fluvial-procession-in-navotas-river/
- ↑ https://lifestyle.inquirer.net/246267/malabon-maneuvers/
- ↑ https://newsinfo.inquirer.net/614731/town-revives-pagoda-21-years-after-tragedy
- ↑ Inquirer.net, Malabon’s old houses survive time and tide დაარქივებული 2008-02-22 საიტზე Wayback Machine.