პატეროსი (ოფიციალურად პატეროსის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Pateros) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 63 643 ადამიანს შეადგენს.

პატეროსი
ტაგალ. Bayan ng Pateros
ინგლ. Municipality of Pateros
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Aguho[1] , Magtanggol[1] , Martires del 96[1] , Poblacion[1] , San Pedro[1] , San Roque[1] , Santa Ana[1] , Santo Rosario–Kanluran[1] , Santo Rosario–Silangan[1] და Tabacalera[1]
კოორდინატები 14°32′41″ ჩ. გ. 121°04′01″ ა. გ. / 14.544806° ჩ. გ. 121.067111° ა. გ. / 14.544806; 121.067111
დაარსდა 1770
ფართობი 1.66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 65 227 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1620–1622
ოფიციალური საიტი https://pateros.gov.ph/
პატეროსი — ფილიპინები
პატეროსი

მუნიციპალიტეტს მაღალურბანიზებული ქალაქები ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან ― პასიგი, დასავლეთიდან ― მაკატი, ხოლო სამხრეთიდან ― ტაგიგი.

პატეროსი მუნიციპალიტეტი იხვების მოშენებითაა ცნობილი, განსაკუთრებით, ბალუტის წარმოებით, ფილიპინური დელიკატესით, რომელიც იხვის კვერცხისგან მზადდება. პატეროსი ასევე ცნობილია ინუტაკით, ადგილობრივი ბრინჯის ნამცხვრით.

პატეროსი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია და ბოლო ადგილზეა როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით, თუმცა მეორე ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლით (29 000 ადამიანი 1 კმ²-ზე) მანილის შემდეგ.

ეტიმოლოგია რედაქტირება

პატეროსის სახელწოდება იხვების მრეწველობასთანაა დაკავშირებული. ტაგალურ ენაზე პატო იხვს ნიშნავს, შესაბამისად, პატეროსი ― იხვის მომშენებლებს. XIX საუკუნის ამერიკელი დიპლომატი ედმუნდ რობერტსი პატეროსს Duck-town-ად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „ამდენი იხვი ერთ ადგილას ადრე არასდროს უნახავს“.[3]

მეორე, ნაკლებად გავრცელებული თეორიის თანახმად, ქალაქის სახელწოდება ფეხსაცმლის მრეწველობასთანაა დაკავშირებული. ტაგალურ ენაზე საპატოსი ფეხსაცმელს ნიშნავს, ხოლო თერძებს „საპატეროსი“ ჰქვიათ.

ისტორია რედაქტირება

ადრეული ისტორია რედაქტირება

1770 წლამდე პატეროსი პასიგის ბარიო იყო. ფილიპინების ესპანელი გენერალ-გუბერნატორის დეკრეტის თანახმად პატეროსი დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. ქალაქი ხუთი ბარანგაისგან შედგებოდა: აგუჰოს, სან-როკეს, სანტა-ანას, სანტო-როსარიოსა და მამანკატისგან (ამჟამად ფორტ-ბონიფასიოს ნაწილი).

ამერიკა-ფილიპინების ომი რედაქტირება

 
ხოსე ონორატო ლოსანოს ნახატი, რომელზეც პატეროსის იხვის ფერმებია გამოსახული, 1821 წელი

1899 წლის მარტში, ამერიკა-ფილიპინების ომის დროს, ვაშინგტონიდან პატეროსში ამერიკელ მოხალისეთა პირველი შემადგენლობა ჩავიდა. საბოლოოდ, ამერიკელმა ჯარისკაცებმა პატეროსზე კონტროლი დაამყარეს. ამ პერიოდში ამერიკელი ჯარისკაცების ძირითად საკვებს შებრაწული იხვი წარმოადგენდა. 1900 წელს, ამერიკული შემადგენლობის წევრმა, ლეიტენანტმა ჩარლზ ნოსლერმა ვაშინგტონის შტატში ქალაქ ივს-ლენდინგს სახელი გადაარქვა და ფილიპინებში მდებარე პატეროსის შესაბამისად, იგიგვე სახელი უწოდა. ვაშინგტონის შტატში პატეროსი ოფიციალურად ამერიკული ქალაქად 1913 წლის 1 მაისს გამოცხადდა.

ახალი ისტორია რედაქტირება

1900 წლის 29 მარტს, ფილიპინების კომისის №137 აქტის საფუძველზე პატეროსი ახლადშექმნილი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. 1903 წლის 12 ოქტომბერს პატეროსი, ტაგიგი და მუნტინლუპა პატეროსის სახელწოდების ქვეშ ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. 1905 წლის 22 მარტს მუნიციპალიტეტს ტაგიგი ეწოდა.

1908 წლის 29 თებერვალს, №20 აღმასრულებელი ბრძანების თანახმად პატეროსი ტაგიგს გამოეყო. მომდევნო წლის 1-ელ იანვარს, №36 აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, პატეროსს დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა.

1975 წლის 7 ნოემბერს, 824 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად, პატეროსი ახლადშექმნილი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

კლიმატი რედაქტირება

ჰავის მონაცემები — პატეროსი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29 30 32 34 33 31 30 29 29 30 30 29 31
საშუალო დაბალი °C 20 20 21 23 24 25 24 25 24 23 22 21 23
საშუალო ნალექი (მმ) 7 7 9 21 101 152 188 170 159 115 47 29 1 005
წვიმიანი დღეები საშუალოდ 3.3 3.5 11.1 8.1 18.9 23.5 26.4 25.5 24.5 19.6 10.4 6.4 181.2
წყარო: Meteoblue [4]

ბარანგაები რედაქტირება

 
პატეროსის ბარანგაების რუკა

პატეროსი 10 ბარანგაის მოიცავს:[5]

ბარანგაები მოსახლეობა[6]
(2015)
აგუჰო (14°32′39″ ჩ. გ. 121°03′53″ ა. გ. / 14.54417° ჩ. გ. 121.06472° ა. გ. / 14.54417; 121.06472) 6,533
მაგტანგოლი 1,652
მარტირესი 96 4,914
პობლასიონი 2,323
სან-პედრო 2,172
სან-როკე 4,493
სანტა-ანა 28,217
სანტო-როსარიო-კანლურანი 5,325
სანტო-როსარიო-სილანგანი 5,225
ტაბაკალერა 2,986

დემოგრაფია რედაქტირება

 
პატეროსის ხედი

1818 წლის აღწერით, პატეროსი 3 840 ტაგალით იყო დასახლებული. 1834 წელს პატეროსს ედმუნდ რობერტსი ეწვია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 500 ადამიანი სახლობდა.[3]

2005 წლის მონაცემებით, პატეროსის საერთო ფართობის 91.62% საცხოვრებელ ტერიტორიას ეკავა.[7]

ადგილობრივი მმართველობა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტის მერია მიგელ ფ. პონსე III, ხოლო ვიცე-მერი ― ხერალდ ს. ხერმანი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტს ალან პეტერ ს. კაიეტანო წარადგენს.

გერბი რედაქტირება

პატეროსის ოფიციალურ გერბზე იხვია გამოსახული, რომელიც იხვების მზარდ მრეწველობაზე მიუთითებს, რითიც ქალაქია ცნობილი. ათი კვერცხი პატეროსის ბარანგაის აღნიშნავს.

ეკონომიკა რედაქტირება

 
მარილიანი წითელი კვერცხები პოპულარული პროდუქტია პატეროსში

პატეროსი ბალუტითა და იხვების მოშენებითაა ცნობილი.[7] 1834 წლისთვის პატეროსი იხვების მოშენებითა და თევზის მრეწველობით გამოირჩეოდა.[3] 1970-1980-იან წლებში მდინარე პასიგის დაბინძურების გამო, რომელიც მდინარე პატეროსს უერთდება, მდინარის სანაპიროებზე იხვების მოშენება შემცირდა.[7]

2005 წლის მონაცემებით, ქალაქის ფართობის 3.13% კომერციულ ტერიტორიას უკავია, 0.39% ― სამრეწველო ტერიტორიას, ხოლო 0.88% ― სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას.[7]

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/1381701000
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. 3.0 3.1 3.2 Roberts, Edmund (1837). Embassy to the Eastern Courts of Cochin-China, Siam, and Muscat. New York: Harper & Brothers, გვ. 63–64. 
  4. Pateros: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 13 May 2020
  5. Street Directory of Pateros. ციტირების თარიღი: 3 February 2019
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-20. ციტირების თარიღი: 2021-11-20.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 de Guzman, Nickky Faustine (16 February 2017). „There are no more patos in Pateros“. BusinessWorld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 2 June 2018.
  8. Mehaffey, K.C. (19 February 2013). „Pateros adopts 'sister city' in the Philippines“ (PDF). The Wenatchee World. p. A2. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 19 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 17 February 2018.