ტუგეგარაო
ტუგეგარაო (ოფიციალურად ქალაქი ტუგეგარაო; იბან: Siyudad nat Tugegaraw; ილოკ: Siudad ti Tuguegarao; ტაგ: Lungsod ng Tuguegarao) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და კაგაიანის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ტუგეგარაოს მოსახლეობა 153 502 ადამიანს შეადგენს. იგი მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზეა კაგაიანის ხეობისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ლუსონის ქალაქებს შორის.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ტუგეგარაო | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
კოორდინატები | 17°36′48″ ჩ. გ. 121°43′49″ ა. გ. / 17.61333° ჩ. გ. 121.73028° ა. გ. | ||
დაარსდა | 9 მაისი, 1604 | ||
ფართობი | 144.80 კმ² | ||
მოსახლეობა | 166 334 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 78 | ||
საფოსტო ინდექსი | 3500 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.tuguegaraocity.gov.ph/ | ||
| |||
ტუგეგარაო ჩღდილო-აღმოსავლეთ ლუსონის მთავარი ურბანული ცენტრი და კაგაიანის რეგიონის რეგიონული ცენტრია. გარდა ამისა, ქალაქი რეგიონული ინსტიტუტციონალური და ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს.[2] როგორც ფილიპინების ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქალაქი, ტუგეგარაო კაგაიანის, კალინგის, აპაიაოსა და ჩრდილოეთ ისაბელის თანხვედრის წერტილს წარმოადგენს.
ტუგეგარაო პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც მდინარე პინაკანაუანი კაგაიანში ჩაედინება. აღმოსავლეთით სიერა-მადრეს მთები, დასავლეთით — კორდილიერის მთიანეთი, სამხრეთით კი — კარაბალოს მთები მდებარეობს.
ფილიპინებში დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა, 42.2 °C (108.0 °F), 1969 წლის 11 მაისს ტუგეგარაოში დაფიქსირდა.[3][4]
2019 წელს ეროვნული ეკონომიკური და განვითარების სააგენტომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ტუგეგარაოს რეგიონული აგლომერაციის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც პენაბლანკის, სოლონის, იგუიგისა და ენრილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. რეგიონულ აგლომერაციას დიდი პიესტიც ეწოდებოდა, რაც მისი შემადგენელი ქალაქების აკრონომია.[5]
ტუგეგარაო რეგიონის საგანმანათლებლო, კომერციული, სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქი გამოირჩევა მოქალაქეთა ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, ხელოვნების, განათლების, ფისკალური მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის, შიდასამთავრობო თანამშრომლობის, დაგეგმარების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სოციალური მომსახურებისა და ტექნოლოგიების სფეროში. სოფლის მეურნეობით დომინირებული ეკონომიკა თანდათანობით მეორეული/მესამეული ეკონომიკური აქტივობებით, როგორიცაა ვაჭრობა, კომერცია და მომსახურება, დომინირებული ეკონომიკით იცვლება. ეკონომიკური გარდაქმნის შედეგად ტუგეგერაო რეგიონული სამთავრობო ცენტრად და ჩრდილოეთ ლუსონის კომერციულ ცენტრად ყალიბდება.[6] ტუგეგარაო 2025 წლის ციფრული ქალაქების პროგრამაში შეიყვანეს, რომელიც ქალაქში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის სწრაფი ზრდის შენარჩუნებასა და ქალაქის განვითარების რეკლამირებას ისახავს მიზნად.[7]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქალაქის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით დასახლება ორი სიტყვის taraw და garao ნაზავია. ტარავი პალმის ხეებს ჰქვია, რომელიც ამ ადგილებში იზრდება, ხოლო გარაო „მდინარის სწრაფ დინებას“ აღნიშნავს.[8] ყველაზე მიღებული ვერსიით, ესპანელებს კითხვაზე თუ რა ერქვა ამ ადგილს, იბანაგებმა უპასუხეს Tuggi gari yaw, რაც „ეს ცეცხლმა გაწმინდა“.[8] ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, 1591 წლისთვის ტუგეგარაო ესპანელებმა ენკომიენდად გამოაცხადეს, მანამდე კი დასახლებას ტუბიგარაო ერქვა.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებაისტორიულად ქალაქი ირაიაებითა და იტავესებით იყო დასახლებული, რომლებიც მეთევზეობით, ფერმერობით, ნადირობით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებითა და ქსოვით ირჩენდნენ თავს.[10] ტუგეგარაო პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს ჩრდილოეთიდან იგიგი ესაზღვრება, დასავლეთიდან — მდინარე კაგაიანი და სოლანა, აღმოსავლეთიდან — პენიაბლანკა, სამხრეთიდან კი — ენრილი და სან-პაბლო.
კაგაიანი სამ საკონგრესო რაიონად იყოფა. ტუგეგარაო მესამე რაიონში შედის სამხრეთის 6 მუნიციპალიტეტთან ერთად.[11]
ქალაქი მანილიდან 483 კმ-ის, ილაგანიდან — 77 კმ-ის, სანტიაგოდან — 127 კმ-ის, კაბაროგუისიდან — 164 კმ-ის, ბაიომბონგიდან — 188 კმ-ის, ხოლო ბასკოდან — 318 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ბარანგაები
რედაქტირებაქალაქი 49 ბარანგაისგან შედგება.[12] მოსახლეობის რაოდენობით პირველი სამიბარანგაი სამხრეთი უგაკი, ჩრდილოეთი უგაკი და ახალი კატაგამანია. ბარანგაების ნახევარზე მეტი ურბანულია და კომერციულ, საცხოვრებელ და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს მოიცავს. არაურბანული ბარანგაები მეტწილად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებითაა დაფარული.
კლიმატი
რედაქტირებატუგეგარაო ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურებს შორის მცირე სხვაობაა და მთელი წლის მანძილზე ტენიანობის მაღალი მაჩვენებელია. საშუალო ტემპერატურა მარტსა და აპრილში 38 °C-ია (100 °F), რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ქვეყანაში.[13][14]
1969 წლის 11 მაისს ფილიპინებში უმაღლესი ტემპერატურა 42.2 °C (108.0 °F) ტუგეგარაოში დაფიქსირდა.[3][4] მანამდე უმაღლესი ტემპერატურა ასევე ტუგეგარაოში, 1912 წლის მაისში დაფიქსირდა, 39.5 °C (103.1 °F).[15] სწორედ ამიტომ ტუგეგარას „ფილიპინების ყველაზე ცხელ ქალაქს“ უწოდებენ. დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ტემპერატურა 15 °C-მდე (59 °F) ეცემა, ძირითადად, დილით.[16][17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტუგეგარაო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Cagayan Valley Regional Development Plan 2017-2022. National Economic and Development Authority Regional Office 02 (2018-01-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-14. ციტირების თარიღი: 2020-06-14
- ↑ 3.0 3.1 (2013-04-04). "PAGASA: Hottest day so far this year in NCR at 35.2 degrees Celsius". GMA News Online. Retrieved on 2013-08-02.
- ↑ 4.0 4.1 Corrales, Nestor (April 26, 2014). „Tuguegarao City records hottest temperature–Pagasa“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: March 24, 2019.
- ↑ May 3, Oliver T. Baccay Published on; 2019. NEDA crafts dev't master plan for Metro-Tuguegarao en. ციტირების თარიღი: 2020-10-03
- ↑ Tuguegarao; The Country's Premiere Ybanag City. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ Share; Twitter; Twitter; Twitter. 25 PH cities chosen to be next ‘digital cities’ by 2025 en. ციტირების თარიღი: 2020-09-02
- ↑ 8.0 8.1 History. Tuguegarao City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-24. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Taken from the city's official website as written by Maria Fe B. Agu-Villania, CPA, CSEE, the City's Planning and Development Coordinator
- ↑ Tuguegarao City. Department of Tourism - Region 2.
- ↑ Province of Cagayan Website :: GEOGRAPHY.
- ↑ Barangays. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-24. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ March Climate History for Tuguegarao. myweather2.com.
- ↑ April Climate History for Tuguegarao. myweather2.com.
- ↑ 40.1 degC -highest recorded temperature in the Philippines 2013. The Summit Express (7 April 2013). ციტირების თარიღი: 2 September 2020.
- ↑ „From hottest in PH, temperatures drastically drop in Tuguegarao“. Manila Bulletin (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 2019-03-24.
- ↑ Gascon, Melvin (January 27, 2014). „Tuguegarao, hottest city in PH, also chills“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: March 24, 2019.