კაუაიანი (ისაბელა)
კაუაიანი (ოფიციალურად ქალაქი კაუაიანი; ილოკ: Siudad ti Cauayan; იბა: Siudad nat Cauayan; ტაგ: Lungsod ng Cauayan) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი ისაბელის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 129 523 ადამიანს შეადგენს.
კაუაიანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 16°46′00″ ჩ. გ. 121°47′00″ ა. გ. / 16.76667° ჩ. გ. 121.78333° ა. გ. |
დაარსდა | 1740 |
ფართობი | 336.40 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 65 მეტრი |
მოსახლეობა | 143 403 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 78 |
საფოსტო ინდექსი | 3305 |
ოფიციალური საიტი | http://cityofcauayan.gov.ph/ |
პატარა ქალაქი 1852 წელს დაარსდა მდინარე კაგაიანის გასწვრივ. კაუაიანს შემადგენელი ქალაქის სტატუსი ოფიციალურად 2001 წელს მიენიჭა. ესპანური რეჟიმის დროს ქალაქი თამბაქოს ინდუსტრიის ნაწილი იყო. კაუაიანი სწრაფად მზარდი სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიული ცენტრია და 7 მეზობელ ქალაქთან ერთად პროვინციის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს.
უკანასკნელ წლებში კაუაიანში ეკონომიკური საქმიანობა გაფართოვდა. მას ხშირად ჩრდილოეთის იდეალურ ქალაქს უწოდებენ და ისაბელის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და რეგიონული აგრო-ინდუსტრიული ზრდის ცენტრის მასპინძელ ქალაქად მოიაზრებენ. კაუაიანში მდებარეობს კოსმოსის ბოთლების კორპორაცია, რომელიც გიგანტური მრავალეროვნული კონგლომერატის, სან მიგელის კორპორაციისა და მეგა აზიის ბოთლების კომპანიის შემადგენლობაში შედის. ქალაქში რეგიონის რამდენიმე მრავალეროვნული კომპანიაა განთავსებული.[2]
ისტორია
რედაქტირებაკაუაიანი ფართობის მიხედვით დიდი მუნიციპალიტეტი იყო. მას შემდეგ რაც მეზობელი მუნიციპალიტეტები: ლუნა (ანტატეტი), კაბატუანი, რეინა-მერსედესი, აურორა და სან-მატეო შეიქმნა, მისი ფართობი 336.4 კმ²-მდე შემცირდა.
ილაგანის დომინიკელთა ორდენის ერთ-ერთი წევრის, მამა დელა ტორეს მიხედვით, რომელმაც დღევანდელი კაუაიანის ადგილები 1736 წელს გამოიკვლია, ქალაქის პირველი მოსახლეები გადანები იყვნენ.[3] წარსულში კაუაიანი კაგაიანის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1839 წელს ნუევა-ვისკაიას პროვინციის შექმნის შემდეგ კაუაიანი ახალი პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. 1856 წლის 1 მაისს სამეფო დეკრეტის საფუძველზე ისაბელის პროვინცია შეიქმნა და კაუაიანი კვლავ ახლადშექმნილ პროვინციას მიეკუთვნა. მდინარე კაგაიანის გასწვრივ მდებარე ადგილებს ადრე კალანუსიანს უწოდებდნენ. გამანადგურებელი წყალდიდობების შემდეგ მოსახლეობამ იქ გადაინაცვლა, სადაც ამჟამად კაუაიანი მდებარეობს.[4]
2001 წლის 28 თებერვალს, 9017-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე, რომელსაც პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ მოაწერა ხელი, კაუაიანი შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა. 30 მარტს მოსახლეობამ კანონის რატიფიცირება მოახდინა.[5]
გეოგრაფია
რედაქტირებაკაუაიანი პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მთლიანად კაგაიანის ხეობაშია გაშლილი. ქალაქი მანილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 375 კმ-ის, ილაგანიდან სამხრეთით 34.5 კმ-ის, სანტიაგოდან ჩრდილოეთით 48 კმ-ის, ხოლო ტუგეგარაოდან 117 კმ-ის დაშროებბით მდებარეობს.
ქალაქი პოლიტიკურად 65 ბარანგაიდ იყოფა.[6]
2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 129 523 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 390 ადამიანია კვადრატულ კილომეტრზე.
ეკონომიკა
რედაქტირებაკაუაიანი მესამე კლასის შემადგენელი ქალაქია. იგი ისაბელის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და რეგიონული აგრო-ინდუსტრიული ზრდის ცენტრის მასპინძელ ქალაქად შეირჩა.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაკაუაიანი ბრინჯისა და სიმინდის ჭარბი მწარმოებელია. 24 004 ჰექტარი ანუ 69.9% ბრინჯისა და სიმინდის წარმოებისთვის გამოიყენება. საშუალოდ ყოველ ჰექტარზე 4.5 მილიონი ტონა ბრინჯი და სიმინდი მოჰყავთ. სხვა საქმიანობებს შორის აღსანიშნავია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველების მოშენება, ხილისა დ აბოსტნეულის წარმოება და თევზჭერა. ქალაქში მდებარეობს ეროვნული ირიგაციის ადმინისტრაციის ოფისი.
საბანკო და საფინანსო სფერო
რედაქტირება2015 წლის 31 დეკემბრისთვის ქალაქში 30 ბანკი ფუნქციონირებდა, რომელთა დეპოზიტების მოცულობაც 17.5 მილიარდ ფილიპინურ პესოს აღემატებოდა.[7] კაუაიანში ფუნქციონირებს: ფილიპინების რესურსების დანაზოგების ბანკი, ისაბელის პირველი კოოპერატიული ბანკი, კაუაიანის სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის საბანკო კორპორაცია, საერთო კეთილდღეობის სასოფლო-სამეურნეო ბანკი და სხვ. ყველაზე მტი ფილიალი ფილიპინების რესურსების დანაზოგთა ბანკს აქვს (46),[8] შემდეგ ისაბელის პირველ კოოპერატიულ ბანკს (31 ფილიალი),[9] შემდეგ კაუაიანის სასოფლო-სამეურნეო ბანკს (19 ფილიალი).[10]
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაკაუაიანში ურბანულ და არაურბანულ სივრცეებში განსხვავებული ინფრასტრუქტურაა. ქალაქის მთავარი სერვის ცენტრი, მაგალითად, პობლასიონი, საკვებისა და მომსახურების წარმოებისა და განაწილების უკეთეს ობიექტებს მოიცავს.
გზები
რედაქტირებაკაუაიანის სახმელეთო გზების სიგრძე 512.27 კმ-ია. გზები ეროვნულ, პროვინციულ, მუნიციპალურ/საქალაქო და ბარანგაის გზებად იყოფა. 18.16 კმ-ს ეროვნული გზის სტატუსი აქვს და ბეტონისგანაა ნაგები. 42.904 კმ პროვინციულ გზებს უკავია და ხრეშითაა დაფარული. 17.86 კმ საქალაქო გზაა, რომელიც ბეტონისგანაა ნაგები, 340.16 კმ-ის სიგრძის მონაკვეთი ბარანგაების გზებს უკავია, რომელიც ასევე ხრეშითაა დაფარული.
აეროპორტი
რედაქტირებაქალაქის მთავრი აეროპორტი სან-ფერმინის ბარანგაში მდებარეობს. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 500 მეტრია, ხოლო სიგანე — 30 მეტრი. მთელი აეროპორტის ირგვლილ დამცავი ღობეა შემოვლებული. Sebu Pacific Air კაუაიანში Airbus 320-ით ყოველდღიურად ახორციელებს ფრენებს მანილიდან და პირიქით.
განათლება
რედაქტირებაკაუაიანში 64 საჯარო და 14 კერძო დაწყებითი სკოლა, 8 საჯარო და 7 კერძო საშუალო სკოლა, ორი უნივერსიტეტი და 4 კერძო კოლეჯი მდებარეობს.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cauayan, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Cauayan Profile at PhilAtlas.com
- City Profile at the National Competitiveness Council of the Philippines
- Cauayan at the Isabela Government Website
- Local Governance Performance Management System
- City Classification დაარქივებული 2014-04-27 საიტზე Wayback Machine.
- Philippine Census Information
- Cauayan City official site დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine.
- https://web.archive.org/web/20141006113021/http://itsmorefuninthephilippines.com/cauayan-city/ Retrieved October 4, 2014
- http://cityofcauayan.gov.ph Retrieved October 4, 2014
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Cauayan; The Ideal City of the North. Philippine Cities. ციტირების თარიღი: June 5, 2018.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Cauayan City History. Department of Tourism Region 02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2013. ციტირების თარიღი: 23 August 2013.
- ↑ Republic Act No. 9017 - An Act Converting The Municipality of Cauayan, Province of Isabela Into a Component City To Be Known as The City of Cauayan. Republic of the Philippines (28 February 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 22 June 2020.
- ↑ Province: ISABELA. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 September 2003. ციტირების თარიღი: 9 January 2014.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-11. ციტირების თარიღი: 2020-11-22.
- ↑ Bank, Pr. PR Savings Bank Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 September 2016.
- ↑ Welcome to FICOBank. ციტირების თარიღი: 7 September 2016.
- ↑ htmlcoder.me. Official Website – Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 7 September 2016.
- ↑ Education in Cauayan City დაარქივებული 2013-09-14 საიტზე Wayback Machine. . CityofCauayan.gov.ph.