ლანაო — გამდინარე ტბა ფილიპინებზე, კუნძულ მინდანაოზე, სამხრეთი ლანაოს პროვინციაში. მდებარეობს ვულკანური მასივების დადაბლებაში, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 340 კმ², საშუალო სიღრმე 60,3 მ, მაქსიმალური სიღრმე 112 მ. სიდიდით ფილიპინებზე მეორე ტბაა ლაგუნა-დე-ბაის შემდეგ. ნაპირები დაბალია, ბრტყელი, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ერთვის ოთხი მდინარე. ტბიდან გამოედინება მდინარე აგუსი, რომელიც ერთვის მინდანაოს ზღვის ილიგანის უბეს. აგუსის სათავეებთან მდებარეობს ქალაქი მარავი. მდინარე აგუსის შუა დინებაში, მარია-კრისტინას ჩანჩქერთან გაშენებულია ჰესი. ლანაო გენეტიკურად რიფტული ტბაა. მდიდარია თევზით. მოიპოვება კობრისებრთა 18 ენდემური სახეობა. გაბატონებულია მებრინჯეობა. ტბის გარშემო ბევრია მუსლიმური სოფლები.

ლანაო
Landsat-ის ფოტოსურათი
Landsat-ის ფოტოსურათი
კოორდინატები: 7°53′31″ ჩ. გ. 124°15′09″ ა. გ. / 7.89194° ჩ. გ. 124.25250° ა. გ. / 7.89194; 124.25250
მდებარეობა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი ლანაო
სიმაღლე ზღვის დონიდან 700 
სიგრძე 33 კმ
სიგანე 20 კმ
ფართობი 340 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 115 კმ
საშუალო სიღრმე 60,3 
მაქსიმალური სიღრმე 112 
გამომდინარე მდინარე აგუსი
ლანაო — ფილიპინები
ლანაო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება