მთავარი მენიუს გახსნა

ბრეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.

სოფელი
ბრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′08″ ა. გ. / 42.08250° ჩ. გ. 43.90222° ა. გ. / 42.08250; 43.90222
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 899[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,7 %)
ოსები (0,7 %)[2]
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრეთი — საქართველო
ბრეთი
ბრეთი — შიდა ქართლი
ბრეთი

ისტორიარედაქტირება

ცნობილია, რომ ცამეტი ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა დააარსა ეს მონასტერი. ეს არის პატარა სოფელი მდინარითა და ორი უძველესი ტაძრით. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესია-მონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი სავარაუდოდ მეექვსე საუკუნით თარიღდება. 2003 წელს, როდესაც მოახდინეს წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ზემოთ აღნიშნული გვირაბი იპოვეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს მასში შესვლა.

სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[3]

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 899 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1146 585 561
2014[1]   899 455 444

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბრეთი&oldid=3700295“-დან