საღოლაშენი
საღოლაშენი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ქარელიდან 6 კილომეტრი. სოფელში დგას საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[2]
სოფელი | |
---|---|
საღოლაშენი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბრეთი |
კოორდინატები | 42°03′48″ ჩ. გ. 43°53′14″ ა. გ. / 42.06333° ჩ. გ. 43.88722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
მოსახლეობა | 452[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,8 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაქართული საისტორიო წყაროებში იგი პირველად მხოლოდ XV საუკუნის „ამირეჯიბთა გვაროვნებათა სიგელში“ გვხვდება. XV საუკუნის დასაწყისში საღოლაშენში იმ დროის ცნობილმა ქართველმა სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ ქუცნა ამირეჯიბმა თავის შვილს რამინს უყიდა. XV საუკუნის II ნახევარში ამირეჯიბებმა სოფელი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შეწირეს, მაგრამ XVI-XVIII საუკუნეებში ამირეჯიბები საკუთრად ფლობდნენ საღოლაშენს. XVIII საუკუნის II ნახევარში სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდეს თაქთაქიშვილებმაც. გვიანდელი ფეოდალური ხანის ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სოფელი ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი ყოფილა. საღოლაშენში განსაკუთრებით ბევრი ყოფილა წისქვილები.
დემოგრაფია
რედაქტირებასოფელში ცხოვრობენ: შუბითიძეები, სომხიშვილები, ნახუცრიშვილები, ჯავახიშვილები, ძმორაშვილები, ხარაზიშვილები და სუხიტაშვილები.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 452 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 508 | 239 | 269 |
2014[1] | 452 | 234 | 218 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 201.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 393.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II