შიო მღვიმელი (მწერალი)
შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი (ფსევდონიმი შიო მღვიმელი, დ. 12 თებერვალი, 1866, ბრეთი (ქარელის რაიონი) — გ. 29 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი, ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწერალი (1923).
შიო მღვიმელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1866 |
დაბადების ადგილი | ბრეთი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 29 დეკემბერი, 1933 (67 წლის) ან 28 დეკემბერი, 1933[1] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
მეუღლე | ანა ჩივაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა შიო მღვიმელის ხსენების დღეს. „მღვიმელი“ ფსევდონიმად ნიკო ლომოურმა უბოძა („ის ბერიც შენსავით წყნარი იყოო“).
1881 წელს მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიასთნ არსებულ სანიმუშო სკოლაში, სადაც სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და მისი ძმები. 1887 წელს გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.
1933 წლის 24 დეკემბერს ცუდადშექნილი მწერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობდნენ ექიმები პროფესორი ზაქარაია და დოცენტი კონიაშვილი. ტვინში სისსხლის ჩაქცევის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა[2].
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ანა ივანეს ასული ჩივაძე (დ. 1 ივლისი, 1877, სოფ. კავთისხევი (კასპის რაიონი) — გ. 6 თებერვალი, 1975, თბილისი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ყუბანეიშვილი სალ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 237.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 281, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შიო მღვიმელის შემოქმედებანი ner.ge - ზე დაარქივებული 2014-01-01 საიტზე Wayback Machine. - "ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა"
- შიო მღვიმელი
- შიო მღვიმელის შემოქმედება Allgeo.org-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ გაზ. „კომუნისტი“ N1 (2857), 1 იანვარი, 1933