აღმოსავლეთის ფრონე

მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან დვანის ფრონე)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრონე.

აღმოსავლეთის ფრონე,[1] დვანისწყალიმდინარე საქართველოში, თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1705 -ზე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². მარცხნიდან ერთვის წუნარისხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობაზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 2,5 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[2]

აღმოსავლეთის ფრონე
River East Prone.jpg
აღმოსავლეთის ფრონე არადეთსა და საღოლაშენს შორის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები თიღვის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები დვანი
მარცხენა შენაკადები წუნარისხევი
სათავე ლიხის ქედი
42°20′08″ ჩ. გ. 43°48′08″ ა. გ. / 42.3356472° ჩ. გ. 43.8023333° ა. გ. / 42.3356472; 43.8023333
სათავის სიმაღლე 1705 მ
შესართავი მტკვარი
42°02′33″ ჩ. გ. 43°52′35″ ა. გ. / 42.0425500° ჩ. გ. 43.8765917° ა. გ. / 42.0425500; 43.8765917
სიგრძე 41 კმ
აუზის ფართობი 231 კმ²
მდინარის სისტემა მტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 2,5 მ³/წმ
აღმოსავლეთის ფრონე — საქართველო
აღმოსავლეთის ფრონე
აღმოსავლეთის ფრონე
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ვახუშტის მდინარე მოხსენიებული აქვს როგორც დვანის წყალი. უწოდებენ დვანის ფრონესაც (სოფელ დვანიდან ქვემოთ).[3]

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 406.
  3. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 10, ISBN 5-520-00154-5.