ბოსნია და ჰერცეგოვინის სამზარეულო

(გადამისამართდა გვერდიდან ბოსნია და ჰერცეგოვინას სამზარეულო)

ბოსნია და ჰერცეგოვინას სამზარეულო (ბოსნ. Bosanska kuhinja) — წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავს. საკვები მჭიდროდაა დაკავშირებული: ყოფილი იუგოსლავიის, შუა აღმოსავლეთის, ხმელთაშუა ზღვის და ბალკანეთის სხვა სამზარეულოებთან.

ბოსნიური ჩევაპი
ბოსნიური ყავა

ინგრედიენტები

რედაქტირება

ბოსნიურ სამზარეულოში უხვად გამოიყენება სუნელები, თუმცა კერძები მაინც მსუბუქია, რადგან ისინი დიდ რაოდენობით წყალში იხარშება. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, სოკო, ისპანახი, ზუკჩინი, სხვა და სხვანაირი მარცვლეულობა, ქლიავი, რძე, არაჟანი, კაიმაკი. ხორცეული ისლამური წესის მიხედვით ძირითადად სხვრის და ხბოს ხორცისგან შედგება. ბოსნიაში მცხოვრები სერბები და ხორვატები ღორის ხორცსაც მოიხმარენ.

ბოსნიურ კერძების მაგალითს წარმოადგენენ: ჩევაპი, ბორეკი, ტოლმა, აჯვარი და აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ისეთი ტკბილეულობა როგორიცაა: ფახლავა და ჰალვა. ადგილობრივი ღვინოების უმეტესობა იწარმოება ჰერცეგოვინაში, ხოლო ბოსნიაში აკეთებენ ქლიავის ან ვაშლის რაკიას. არა ალკოჰოლური სასმელებიდან პოპულარულია: ბოზა, თურქული ყავა, შერბეთი და ანწლის წვენი.

ლიტერატურა

რედაქტირება