ჩვეულებრივი პომიდორი

ჩვეულებრივი პომიდორი (ლათ. Lycopersicon esculentum) — პომიდორის გვარის ყველაზე გავრცელებული სახეობა. ერთწლოვანი მცენარე, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით 0,2-3,0 , შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია; ყვავილედი — მტევანი; ყვავილი — წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს.

ჩვეულებრივი პამიდორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  პომიდორი
სახეობა:  ჩვეულებრივი პომიდორი
ლათინური სახელი
Lycopersicon esculentum

უმეტესად თვითდამმტვერავია. ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900 -მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან 80-140 დღეში.

ლიტერატურა

რედაქტირება