არქტიკული ოლქიზღვის ერთ-ერთი ზოოგეოგრაფიული ოლქი. არქტიკულ ოლქსა და ბორეალურ ოლქს შორის საზღვარი ატლანტის ოკეანის მხრიდან გადის ლაბრადორიდან გრენლანდიის კიდემდე და შემდეგ კოლის ნახევარკუნძულამდე, წყნარ ოკეანეში კი — ბერინგის სრუტის მიდამოში.

 
არქტიკული ოლქის ცხოველები

არქტიკული ოლქის ფაუნა მრავალფეროვანია, შეიცავს 3000-ზე მეტ სახეობას. მათ შორის აღსანიშნავია ფსკერის ფორამინიფერები (200-ზე მეტი სახეობა), ღრუბლები (150-მდე სახეობა), ჰიდროიდული პოლიპები და მედუზები (100-ზე მეტი სახეობა), მრავალჯაგრიანი ჭიები (300-მდე სახეობა), ხავსელები (300-მდე სახეობა), კიბოსნაირებიდანნიჩაბფეხიანები (100-მდე სახეობა), ტოლფეხიანები და ამფიპოდები (500-მდე სახეობა), მოლუსკები (300-მდე სახეობა), კანეკლიანები (80-მდე სახეობა).

თევზებიდან არქტიკული ოლქიდან ყველაზე დამახასიათებელია ორაგულისებრნი, სიგისებრნი, ვირთევზასებრთა ზოგიერთი წარმომადგენელი, კამბალისებრნი, აგრეთვე ფსკერის პატარა თევზები — ლიპარისები, ლიკოდები და სხვ.

არქტიკულ ოლქში ბევრია ძუძუმწოვრებიც. ფარფლფეხიანებიდან საყურადღებოა გრენლანდიის ჩვეულებრივი და ქოჩორა სელაპები, მორჟი ანუ ლომვეშაპი, რომლებსაც სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ვეშაპებიდან აღსანიშნავია გრენლანდიური ვეშაპი, რომლის სიგრძე 24 , ხოლო წონა 100 ტონას აღწევს.ფართოდაა გავრცელებული მარტოკბილა ანუ ნარვალი, თეთრი დელფინი. არქტიკული ოლქის ყინულებში მრავალგან გვხვდება თეთრი დათვი, ალაგ-ალაგ ყარსაღიც.

სანაპირო ზონაში მრავლად ბუდობენ ნაირგვარი ფრინველები, რომლებიც ქმნიან „ფრინველთა ბაზრებს“. მათ შორის არიან ბატასინები, ალკევები, კაირები, თოლიები და სხვ.

შესწავლა

რედაქტირება

არქტიკული ოლქის შესწავლა დაიწყო აკადემიკოსმა კ. ბერმა 1887 წელს, ხოლო მისი შესწავლა გაღრმავდა საბჭოთა პერიოდში.

ლიტერატურა

რედაქტირება