სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიჩაბფეხიანები (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიჩაბფეხიანები (ლათ. Copepoda) — უხერხემლო ცხოველების რიგი კიბოსნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 0,1-13 მმ აღწევს. წყლის სიზრქეში მცხოვრებ ნიჩაბფეხიანებისთვის დამახასიათებელია ძალზე განვითარებული კიდურები, რომელთაც გრძელი ჯაგრები აქვთ. ფსკერზე მცხოვრები ნიჩაბფეხიანების სხეული გაბრტყელებულია, კიდურები — მოკლეა. პარაზიტული ნიჩაბფეხიანების სხეული, მათი ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძალზე შეცვლილია. შეფერილობა სხვადასხვაგვარია. გავრცელებული არიან ყველგან, ბინადრობენ ზღვასა და მტკნარ წყლებში. ზღვაში ისინი პლანქტონის 90%-ს შეადგენენ. ნიჩაბფეხიანების სახეობები მრავალი სარეწაო თევზის (ქაშაყი, სარდინი, ქამსა და სხვა) და თითქმის ყველა თევზის ლიფსიტის, აგრეთვე უკბილო ვეშაპების საკვებია, ზოგი ჭიის (თასმისებური და მრგვალი ჭიები) შუალედური მასპინძელია. ზღვის ზოგიერთი ნიჩაბფეხიანები ჭიების, ასციდიების, თევზების და ვეშაპების პარაზიტებია, მტკნარი წყლის ნიჩაბფეხიანები კი — თევზებისა, იმდენად, რომ ზოგჯერ მათ მასობრივ დაღუპვასაც იწვევენ.

ნიჩაბფეხიანები
Calanoida
Calanoida
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ნიჩაბფეხიანები
ლათინური სახელი
Copepoda

ლიტერატურა

რედაქტირება