ლომვეშაპი
(გადამისამართდა გვერდიდან მორჟი)
ლომვეშაპი, მორჟი (ლათ. Odobenus rosmarus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლებიანების რიგისა. მამლის სხეულის სიგრძე 3,7 მ, მასა 1,5 ტ-მდე. დედლისა — 3,3 მ აღწევს, მასა 1,1 ტ-მდე. გავრცელებულია ირგვლივპოლარულად. შეფერილობა მოყვითალოა. ყურის ნიჟარები და კუდი არ აქვს. ხვადს უვითარდება გრძელი (72 სმ-მდე) ზედა ეშვები, რომელთა მასა 3 კგ აღწევს. იკვებება ფსკერის მოლუსკებით. მაკეობა გრძელდება 1 წლამდე. შობს 1 ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა 1-1,2 მ, მასა 30 კგ-მდე. სარეწაო ობიექტია. იყენებენ ხორცსა და ცხიმს. კბილებისაგან ამზადებენ ნაირგვარ ნაკეთობებს.
ლომვეშაპი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Odobenus rosmarus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 15106 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 127.