მრავალჯაგრიანი ჭიები

მრავალჯაგრიანი ჭიები, პოლიქეტები (Polychaeta) — რგოლოვანი ჭიების კლასი, მათი სიგრძე 2 მმ-იდან 3 მ აღწევს, მრავალსეგმენტიანი სხეულის თითოეულ სეგმენტში მეორდება შინაგანი ორგანოების კომპლექსი. აქვთ სპეციალური სამოძრაო ორგანოები — პარაპოდიები, რომელთაგანაც შემდგომში განვითარდა ფეხსახსრიანთა კიდურები. ზოგ მრავალჯაგრიანი ჭიებში ლაყუჩების ფუნქციას ასრულებს თავზე განლაგებული საცეცების გვირგვინი. აქვთ თვალები, ზოგჯერ საკმაოდ რთული, და წონასწორობის ორგანოები (სტატოცისტები).

Sedentarische Sabellidae

მრავალჯაგრიანი ჭიები ცალსქესიანები არიან. განაყოფიერება გარეგანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობა. ბინადრობენ ზღვაში, მცირეოდენი — მტკნარ წყალში (მაგ., Manayunkia — ბაიკალში). კლასში 70-მდე ოჯახის 6 ათასზე მეტი სახეობაა. უმრავლესობა ფსკერზე ცხოვრობს. მრავალი მათგანი ქვიშის ნაწილაკების ან სხვა მასალისაგან იშენებს მილებს და ბოლომდე იქ რჩება. იკვებებიან დეტრიტით. ბევრი მტაცებელია, ხშირად კომენსალი, იშვიათად პარაზიტი. ზოგ სახეობას ახასიათებს ნათება. მრავალჯაგრიანი ჭიები მრავალი თევზის საკვებია (ნერეისისებრნი).

დიდი ზომის ზოგ მრავალჯაგრიანი ჭიებს იყენებენ თევზის მისატყუებლად, ზოგს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 7, გვ. 166, თბ., 1984