გრენლანდიური სელაპი

გრენლანდიური სელაპი (Phoca (Pagophilus) groenlandica) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160-195 სმ, წონა — 100-160 კგ. თეთრი ფერისაა, მხოლოდ გვერდებზე აქვს ორი დიდი შავი ლაქა, ბინადრობს არქტიკულ წყლებში და ქმნის ნიუფაუნდლენდის, იან-მაიენის და თეთრი ზღვის ჯოგს. იკვებება პელაგური კიბოსნაირებით, მოლუსკებითა და პატარ-პატარა თევზებით. გრენლანდიური სელაპი სარეწი ობიექტია. იყენებენ მის ცხიმს, აგრეთვე ახალშობილის (თეთრანას) ძვირფას ბეწვს.

გრენლანდიური სელაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ნამდვილი სელაპები
გვარი:  გრენლანდიური სელაპები
Pagophilus (Gray, 1844)
სახეობა:  გრენლანდიური სელაპი
ლათინური სახელი
Pagophilus groenlandica (Erxleben, 1777)
სინონიმები
  • Phoca groenlandica (Erxleben, 1777)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41671
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება