ტოლფეხიანები (ლათ. Isopoda) — უმაღლესი კიბოსნაირების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 0,1—27 სმ აღწევს, ზურგ-მუცლის მიმართულებით შებრტყელებულია. აქვთ მჯდომარე თვალები. მკერდის კიდურების პირველი წყვილი ყბაფეხებადაა გარდაქმნილი, დანარჩენი 7 — დაახლოებით ერთნაირია. მუცლის კიდურები ფირფიტოვანია და ნაწილობრივ ლაყუჩებადაა ქცეული. გული მუცლის განყოფილებაშია. განვითარება ძირითადად პირდაპირია. რიგში 4500-მდე სახეობაა, უმთავრესად გავრცელებულია ზღვაში, აგრეთვე მტკნარ წყალსა და ხმელეთზე. ზოგი სახეობით თევზები იკვებებიან, ზოგი — მავნებელია, აზიანებს ბადეებსა და შიგ გაბმულ თევზებს, ხრავს ნავსადგურის ხის ნაგებობებს.

ტოლფეხიანები
Porcellio scaber
Porcellio scaber
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ტოლფეხიანები
ლათინური სახელი
Isopoda

ლიტერატურა რედაქტირება