ტუკუში

(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი დელფინი)

ტუკუში, თეთრი დელფინი, ამაზონის დელფინი (ლათ. Sotalia fluviatilis) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. გარეგნულად აფალინას წააგავს. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ აღწევს. ზურგი და გვერდები ღია მოცისფრო-მონაცისფრო ფერისაა. მუცელი ბევრად ღიაა, ხშირად ვარდისფერი. ზურგის ფარფლი ჩვეულებრივ, ოდნავ მოკაუჭებულია. დინგი კარგად შესამჩნევია, საშუალო სიგრძისაა. თითო ყბაზე 26-36 წყვილი კბილია. ტუკუში გვხვდება მდინარე ამაზონსა და მის მრავალ შენაკადში, ესე იგი ბრაზილიაში, პერუში, კოლუმბიის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ეკვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.[1] იკვებება თევზებით. ცოცხლობს 35 წლამდე. ტუკუში გამოსახულია რიო-დე-ჟანეიროს გერბზე.

ტუკუში

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sotalia fluviatilis
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
გავრცელება

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში დააფიქსირა ტუკუში.[2] უჩვეულოდ შეფერილი დელფინი ოთხ ინდივიდთან ერთად დაცურავდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში მხოლოდ 10 თეთრი დელფინია ნაპოვნი.[3]