აფალინა (ლათ. Tursiops truncatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. აფალინას სიგრძე 2,5-3,9 მ-მდეა, მასა 280 კგ-მდე. გავრცელებულია ფართოდ (არქტიკულ და ანტარქტიკულ წყლების გარდა). გვხვდება შავ ზღვაში, ძირითადად ყირიმის სანაპიროებთან (დაცულია 1965 წლიდან). აფალინას მაკეობა გრძელდება 12 თვე. შობს ერთ ნაშიერს. თვინიერი ცხოველია, რის გამოც მრავალი ქვეყნის ოკეანარიუმებში მათზე ცდებს ატარებენ ექოლოკაციის, ქცევის, ფუნქციური მორფოლოგიის და სხვა საკითხების შესასწავლად. ქვესახეობებიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება შავი ზღვის აფალინა (Tursiops truncatus ponticus).

აფალინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  დელფინისებრნი
სახეობა:  აფალინა
ლათინური სახელი
Tursiops truncatus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22563
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება