ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ართვინის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, ქალაქ ართვინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის მარცხენა ნაპირზე ამოზიდულ კლდოვან მთაზე.

ტოპონიმი

რედაქტირება

ქართულ წყაროებში გვხვდება ტოპონიმი „ართვინი“ და „ართვანი“. ვახუშტიც ამ ქალაქს „ართვანის“ ფორმით იხსენიებს. ტოპონიმ „ართნვინში“ გამოიყოფა ძველი სპარსული სიტყვის არტა//ართა ძირი, რომელიც წარმოადგენს ღვთაების სახელს.

შეწავლის ისტორია

რედაქტირება

ართვინის ციხის შესახებ ცნობები შემონახული აქვს ქართველ თუ უცხოელ მეხნიერებს, მოგზაურებს. 1878 წელს ჭოროხის ხეობა მოინახულა დ. ბაქრაძემ, რომელმაც მოკლე ანგარიში წარადგინა ამ მოგზაურობის შესახებ. ავტორი საუბრობს ართვინში დაცულ ქართული ხელნაწერების შესახებ, რომელთაგან ერთი რომელიც პარხლის მონასტერს ეკუთვნოდა 1241 წელს ყოფილა გადაწერილი. მის შესახებ მოკლე ინფორმაციაა დაცული კ. მაჭავარიანის ნარკვევში: „ართვინი“ რომელიც გაზ. „ივერიამ“ გამოაქვეყნა.

ართვინის და მისი სიძველეების შესახებ გ. ცქიტიშვილისა და დ. ქორიძის სტატიებია შესული „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“.

ართვინის ციხის გარემო

რედაქტირება

ართვინის ციხე მდ. ჭოროხის მარცხენა ნაპირზე მაღალ კლდეზეა ნაგები. ციხე სამ დონიანია. პირველ დონეზე კარიბჭე და მისი ეზოა, მეორე დონეზე ძირითადი ციხის ეზო, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი მთავარ კოშკს უკავია. ციხის ფართობი 1326 მ² მოიცავს.

ართვინის ციხე ოსმალთა ბატონობის დროს

რედაქტირება

XVI საუკუნის 30-40-იანი წლებიდან დაიწყო ოსმალთა აქტიური თავდასხმები ჭოროხის, თორთუმისა და ოლთისისწყლის მიდამოებში. ძმათამკვლელი ომით დასუსტებულ სამცხე-საათაბაგოს უკვე არ შესწევდა ძალა წინ აღსდგომოდა მკვლელს. ოსმალები ეტაპობრივად ეუფლებოდნენ სამხრეთ-საქართველოს ციხესიმაგრეებს. ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა გამოდგა 1549 წლის შემოდგომის სამხედრო კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არზუმის, დიარბაქირის, სივასის და ყარამანიის ბეგლარბეგებმა.

ართვინის მხარე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

რედაქტირება

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომი კავკასიაში რუსეთის იმპერიის მიერ ახალი ტერიტორიული შენაძენით დასრულდა. ართვინის მხარე ბათუმის ოლქში გაერთიანდა. 1878 წლის 20 სექტემბერს გადაწყდა ბათუმის ოლქში ორი ოკრუგი შექმნილიყო - ბათუმისა და ართვინის. ოლქს სათავეში სამხედრო გუბერნატორი ჩაუდგა.

ართვინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში

რედაქტირება

1920 წლის ივნისიდან ინგლისელების მიერ ბათუმის ოლქის გადმოცემის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აქტიურად დაიწყო მხარეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოყალიბება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ართვინის მცხოვრებთ საკმაოდ რთულ პირობებში უწევდათ არსებობა. 1970-1920 წლებში მოიშალა რუსეთის იმპერიის დროინდელი ინსტიტუტები. ამასთანავე, ართვინი, როგორც საზღვისპირა რეგიონი სხვა პრობლემების წინაშეც იდგა. 1920 წლის ნოემბრის მიწურულს და დეკემბრის დასაწყისში ართვინს საგანგებო მისიით ეწვია ბათუმის ქალაქის მოურავი გიზო ანჯაფარიძე. იგი შეისწავლიდა ყველა საკითხს რომელიც ოლქს აწუხებდა. 1921 წლის თებერვალში ართვინი თურქებმა დაიკავეს და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია საქართველოს ჩამოშორდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ართვინის_ციხე“-დან