მაპუჩე
მაპუჩე ან არაუკანები (საკ. სახელწოდება mapuche – „მიწის ხალხი“) – ინდიელების ერთ-ერთი ჯგუფი. ცხოვრობენ ჩილესა და არგენტინაში. ეს ტერმინი მოიცავს რამდენიმე ეთნიკურ დაჯგუფებას, რომელსაც საერთო სოციალური, რელიგიური, ეკონომიკური და ენობრივი სტრუქტურა ჰქონდათ.
2002 წლის მონაცემებით, მაპუჩეს ხალხის საერთო მოსახლეობა დაახლოებით 700,000-ს შეადგენს. საუბრობენ იზოლირებულ მაპუდუნგუნის (მაპუჩეს) ენაზე. უმრავლესობა ფლობს ესპანურ ენას. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა, 1990-იანი წლებიდან აღორძინდა ტრადიციული კულტე
იდენტიფიკაცია და წარმოშობის ადგილი
რედაქტირებაჩვეულებრივ, ჩილეზე საუბარს იწყებენ ძლევამოსილი ანდიდან.[1] ეს არის ადგილი მთებში, ხშირი ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით. დასავლეთ ჩილისკენ შეხვდებით წყნარ ოკეანეს, სანაპიროს გაყოლებაზე გრძელდება დაბალი გორაკები. ყველაფერთან ერთად, ჩილე წარმოადგენს ვიწრო დაბლობს, ზღვისა და მთებს შუა მოქცეულს. ჩრდილოეთისაკენ რელიეფი იზრდება, ტემპერატურა უფრო და უფრო ცხელი ხდება, და ასე გრძელდება ატაკამას, სიწითლემდე გახურებულ, უდაბნომდე. სამხრეთით კი პირიქით, მიწა ტალღოვნად ერწყმება ოკეანს. აქ საკმაოდ ბევრი კუნძულია.
ქალაქის ცენტრში, ანდებსა და გორაკებს შორის 500 მილი სიგრძის მიწის ნაკვეთი მდებარეობს. აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იგი იკვეთება არაერთი მდინარის კალაპოტით. ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია ჩავთვალოთ სანაოსნოდ ხელსაყრელად, ყოველი შემთხვევისათვის, პატარა გემებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე არის- კაუტინი, ბიო-ბიო და ჩრდილოეთით ოდნავ მოშორებით- რაპელი, მაიპო და მაულე.
ეს ნაკვეთი უმეტესწილად იყო ვაკე, მაშინ, როცა სამხრეთის უმეტესი ნაწილი ტყეებით, ზღვებითა და ჭაობებით იყო დაფარული. ჩრდილოეთ ინდიელები იყვნენ მიწათმფლობელები საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობით. ჩრდილოეთელები კი გააერთიანეს მიწათმოქმედებსა და ნადირობასთან. აქ იმყოფება ზოგიერთი მაპუჩეს სამშობლო. ესპანელები მათ ეძახდნენ არაუკანებს- არაუკოს რეგიონიდან გამომდინარე, რომელიც ქალაქ კონცეპსონას სამხრეთით მდებარეობდა.
ჩრდილოეთ ჩილეს კლიმატი ზედმეტად მშრალია, იშვიათად წვიმს. ჩრდილოეთით, სანაპიროზე, ჩვეულებრივ 7-8 გრადუსით დაბალია ტემპერატურა, ვიდრე იმავე სიგანეზე არსებულ ატლამნიკაზე. ამინდი ძალიან ცვალებადია, ხშირია ჭექა-ქუხილი, ქარიშხალი და ძლიერი წვიმები. ზაფხულობით ცხელა. კიდევ უფრო სამხრეთით, ტემპარატურა თანდათან ეცემა, ქუხილი და წვიმებიც მატულობს. ზამთარში კი მუდამ თოვს.[1]
სახელი „არაუკანელი“ ესპანური წარმოშობისაა. ისტორიულად, ტერმინი მაპუჩე ანუ „ხმელეთის ხალხი“ გამოიყენებოდა იმ ხალხის გამოსარჩევად, რომლებიც ჩილეს სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში ცხოვრებდნენ, თუმცა დღეს ამ სახელით მოიხსენიებენ ყველა მაპუჩეს. ტერმინებით Huilliche (სამხრეთის ხალხი), Pehuenche (ფიჭვის მჭამელი ხალხი), Lafquenche (სანაპიროს ხალხი), Picunche (ჩრდილოეთის ხალხი) შესაძლებელი იყო მოსახლეობის დაყოფა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. Promaucae (მეამბოხე ხალხად) მაპუჩელები მოიხსენიებდნენ ინკებს.
ტრადიციული პოლიტიკური სიტუაცია განსაზღვრული იყო მაპუჩეს ხალხის ტრადიციული დამოუკიდებლობით. არსებობდა ოთხი დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეული-მეილი ვიქსან მაპუ. ყოველი ვიქსან მაპუ შედგებოდა რვა ერთეულისგან-აილა რევე, რომლებიც შედგებოდნენ პატარა მხარეებისგან-ლოფისგან.
თითოეულ ლოფს წარმოადგენდა ლონკო(მამაკაცი ან ქალი) რომელიც იყო ხელმძღვანელი ჯგუფისა რომელიც მართავდა კონკრეტულ ლოფს. ეს ჯგუფი მოიცავდა მაჩის- შამანი ან ექიმი, ვარკენს-ორატორი ან ელჩი, ნეგანპინს-ისტორიის და ტრადიციების მცოდნე, ნიდოლს-კანონების მცოდნე და გამატარებელი. მელი ვიქსან მაპუს ყოველი წევრი ვალდებული იყო დამორჩილებოდა ად-მაოუს ბრძანებებსა და კანონებს. ეს კანონები და ბრძანებები არეგულირებდა სასჯელს დამნაშავეებისთვის.
დემოგრაფია
რედაქტირებამეცნიერების გამოთვლებით დაპყრობამდე (მე-16 საუკუნის შუაში) მაპუჩეს ხალხის რაოდენობა 500,000 and 1,500,000 შორის იყო. ჩილეს 1992 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რომელიც ჩაატარა ჩილეს სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი თავის თავს მაპუჩად მიიჩნევს.
ხოლო 2002 წელს აღწერის შედეგად დადგინდა, რომ ჩილელი მაპუჩელების რაოდენობა შეადგენს 604,349 ადამიანს, ხოლო არგენტინაში მცხოვრების 113,680-ს.
ლინგვისტური შემადგენლობა
რედაქტირებამაპუჩეს ენა, მაპუდუნგუნი, შედგება რამდენიმე დიალექტისგან. ჩილეში გავრცელებულია შემდეგი დიალექტები: ჩვეულებრივი მაპუჩეს დიალექტი, პიკუნჩე, პეჰუენჩე, ჰუილინჩე და ჩილოტე. ჩვეულებრივი მაპუჩეს დიალექტი დაპყრობის დროს ბიო-ბიოში იყო სალაპარაკო ენა, იგი დღესაც გამოიყენება ბიო-ბიოშიში, მაულეში (მეშვიდე რეგიონში), არაუკოში, კაუტინსა და ნუბლეში (მერვე რეგიონში). პიკუნჩეზეზე საუბრობდნენ ყველგან, კოქუიმბოდან ბიო-ბიომდე. ჰუილიჩე გამოიყენება ვალდივიის პროვინციასა და არგენტინაში, ტბა ნაჰუელ ჰუაპის რეგიონში. არგენტინაში აგრეთვე გავრცელებულია ნგულუჩე და რანქელჩე. მოლუჩეზე საუბრობენ ყველგან, ლიჰაიდან ნაჰუელ ჰუაპის ტბამდე. რანქელჩე გამოიყენებოდა ლა პამპას ტერიტორიებზე და ახლა ამ დიალექტზე საუბრობენ ჩალილეოში, აჩასა და რიო კოლორადოში. მსგავს ენაზე საუბრობდნენ პუელჩე და სხვა ტომები, რომელთა მოგვიანებით გაეცნო მაპუჩეს ხალხიი, როცა XVII საუკუნეში დაიწყეს იქ გადასახლება.[2]
ინკების შემჭრის მერე დამყარდა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები მათ იმპერიასთან. მაპუჩეში ფართოდ გავრცელდა იმპერიის ნაციონალური ენა-კეჩუა. შემდეგ მას იყენებდნენ ესპანელები მაპუჩესთან მოლაპარაკებების დროს.
ისტორია და კულტურული კავშირები
რედაქტირებაარქეოლოგიური წყაროები ადასტურებენ, რომ მაპუჩელებს ჯერ კიდევ ძვ.წ. 500 წელს ჰქონდათ საკუთარი კულტურა და სახლობდნენ დღევანდელი ჩილეს ტერიტორიაზე. აბორიგენი მაპუჩელები იყვნენ მონადირეები, შემგროვებლები და მისდევდნენ მებაღეობას და მეურნეობას. მე-16 საუკუნის დასაწყისში არაუკანელები გაიყვნენ სამ ეთნიკურ ჯგუფად გეოგრაფიული განსახლების მიხედვით: პიკუნჩე ჩრდილოეთში, მაპუჩე ცენტრალურ ნაწილში, და ჰუილიჩე სამხრეთ რეგიონში. ამ დროს ინკებმა შემოუტიეს და დაიპყრეს პიკუნჩე, თუმცა მათ ვერ მოაყერხეს მაპუჩესა და ჰუილიჩეს დაპყრობა, მათი ბატონობა მხოლოდ რიო მაულემდე გაგრძელდა. მე-16 საუკუნის შუაში ესპანელები დასახლდნენ და დააარსეს საგუშაგო ჩრდილოეთი ჩილეს ტერიტორიაზე. მსხვერპლი ამჯერადაც პიკუნჩე აღმოჩნდა. ესპანელები მათ აიძულებდნენ ოქროს მაღაროებში მუშაობას და სხვადასხვა აგრიკულტურული საქმიანობის გაკეთებას, პიკუნჩე ნელ-ნელა შეერწყა ესპანურ მოსახლეობას და მე-17 საუკუნისთვის საერთოდ აღარ არსებობდა, როგორც ეთნიკური მაპუჩემ და ჰუილიჩემ პარტიზანული ომების გაჩაღებით მოახერხეს ესპანელებისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნება შემდეგი 4 საუკუნის განმავლობაში. ამ დროს მაპუჩე და ჰუილიჩე უკვე აქტიურად იყენებდნენ ცხენებს როგორც საბრძოლო ისე ყოველდღიურ საქმიანობაში.[2]
მე-18 საუკუნეში მაპუჩემ და ჰუილიჩემ ესპანელებთან საომრად ცხენების საძებრად არგენტინის ტერიტორიაზე გადასახლება დაიწყო. ცხენების ძებნით დაიწყო არგენტინის ტერიტორიის კულტურული და გეოგრაფიული ათვისება. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები : პეჰუენჩე, პუელჩე და პამპა უკვე სრულყოფილად ეზიარნენ მაპუჩელების ენას, რელიგიას და წარმოდგენებს. მაპუჩეების ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა ამ ტერიტორიაზე, შემდეგი სამი ბელადი სწორედ მაპუჩეს ტომიდან იყო. ამ დროს, ჩილეში მაპუჩე და ჰუილიჩე განაგრძობდა ესპანელების წინააღმდეგ ომს. ესპანელებს საბოლოოდ მოუწიათ მაპუჩეების დამოუკიდებლობის ცნობა.
თუმცა 1866 წლისთვის, ჩილეს მთავრობის დადგენილების თანახმად თეთრი კოლონისტების უფლებები უსაზღვროდ გაიზარდა. მაპუჩეს და განსაკუთრებით ჰუილიჩეს მოუწიას დიდი ტერიტორიების დათმობა გერმანელი კოლონისტებისთვის. მიწის კარგვასთან ერთად მაპუჩეებმა თავიანთი ტრადიციული ცხოვრების გზაც დაკარგეს. მაპუჩეები ძალაუფლების დაკარგვას ვერაფრით შეეგუვნენ 1870 წლებიდან მრავალი აჯანყება მოაწყვეს, თუმცა ყველა მათგანი ადვილად ჩაიხშო და მათ საბოლოოდ დაკარგეს სამხედრო ძალაუფლება. ანალოგიური სიტუაცია იყო არგენტინაშიც, გენერალი ხულია როკას მეთაურობით კოლონისტების მომხრეებმა ადვილად დაამარცხეს მაპუჩეები და განდევნეს რიო ნეგროს გარეუბნებში. ამას მოყვა 1884 წლის კანონი, რომლის მიხედვით ჩილელი მაპუჩეები სარეზერვაციო სისტემებში გადაასახლეს, ხოლო არგენტინის მთავრობამ საერთოდ დააპატიმრა მაპუჩეები ეთნიკური ნიშნით. სწორედ ამის გამოა, რომ დღეს არგენტინელი და ჩილელი მაპუჩეები სრუულიად სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ.
ეკონომიკა
რედაქტირებაარსებობის საშუალებები
რედაქტირებაახალი წელთაღრიცხით 500-1500 წლებში მაპუჩელები მისდევდნენ ძირითადად საჭმლის შემგროვებლობას, ნადირობას, თევზაობას, მებაღეობასა და ადრეულ სოფლის მეურნეობას. ისინი ძირითადად მიირთმევდნენ ვეგატარიანულ საკვებს და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება მეტ-ნაკლებად. მიიჩნევა, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდა აბორიგენ მაპუჩეს ხალხში 500-დან 1500 წლამდე. ბარში სოფლის მეურნეობას თან ერთვოდა ნადირობა და შემგროვებლობა,ხოლო მთაში მხოლოდ ნადირობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ. მაპუჩელებს მინდვრებში მოჰყავდათ მცენარეები, როგორებიცაა სიმინდი, ლობიო, გოგრა, ქვინოა(quinoa), ოკა(oca), მიწის თხილი, ცხარე წიწაკა და თეთრი კარტოფილი. ამ უკანასკნელის სამშობლოდ სწორედ მაპუჩეს მიიჩნევენ. მეთვრამეტე სუკუნის მიწურულს, ლამები ჩაანაცვლეს ცხენებით, ვირებით, ცხვრებით, ღორებითა და სხვა შინაური ცხოველებით, რომლებიც ძირითადად შემოყავდათ ესპანელებს.[2]
კომერციული საქმიანობა
რედაქტირებამეოცე საუკუნის მაპუჩელი გლეხები ამუშავებდნენ ევროპულ მარცვლეულს, იყენებდნენ რკინის სახნავ იარაღებსა და ფერმის ტექნიკებს, რომელიც გადაღებული ჰქონდათ ჩილელებისაგან. ერთ-ერთი მაგალითი არის სწორედ მიწისა და მარცვლეულის სამნაწილიანი სისტემა. მოქსოვილი საბნები, მეთუნეობა და ხეზე და ქვაზე სამუშაო იყიდებოდა ტურისტებზე დასახლებების ახლოს. ქალები ყიდდნენ თავიანთი ბაღის პროდუქტს ადგილობრივ ბაზრებში.
ინდუსტრიული ხელოვნება
რედაქტირებაკერამიკა ჩრდილოეთ მაპუჩეს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შეიტანეს ესპანელებმა 500 წლის თავზე იმ დროიდან, როდესაც პირველად გამოჩნდნენ, ანუ მე-16 საუკუნის შუაში. მათი შემოსვლისას, მაპუჩელები უკვე დახელოვნებულები იყვნენ მორთული კალათების, ადგილობრივი საღებავებით შეფერილი საბნების, ბასდისებური ობიეკტეის, თიხის ჭურჭლის და ხისა და ქვის საგნების გაკეთებაში. ესპანელების შემოყვანილი ცხვრის გამოჩენის შემდეგ აქტუალური გახდა ქსოვა. მოვერცხვლა და ვერხვლთან მუშაობა შემოვიდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მას შემდეგ საკმაოდაც განვითარდა. მეოცე სუკუნეში აწარმოებდენ ქსოვილებს, კალათებს, ქვისა და ხის საგნებს როგორც საოჯახო, ისე გაყიდვის მიზნით ადგილობრივ ბაზრებში.
ვაჭრობა
რედაქტირებაგაცვლა მაპუჩელებში მოიცავდა ორმხირვ ინტერესს. ჩილელი მაპუჩელები ვაჭრობდნენ არგენტინელ მაპუჩელებთან მარილითა და ცხოველებით, ხოლო სანაცვლოდ იღებდნენ ქსოვილსა და ალკოჰოლს. ვაჭრობა მაპუჩელებსა და ესპანელებს შორის, მოგვიანებით ჩილელებს შორისაც, იყო ძირითადად მე-18, მე-19 საუკუნეებში. თუმცა, არ იყო არცერთი ბაზარი. ზოგადად, მაპუჩელები ცვლიდნენ ცხოველებსა და ქსოვილებს ალკოჰოლსა და ევროპულ საქონელში.
სამუშაოს განაწილება
რედაქტირებამას შემდეგ, რაც შეისწავლეს ახალი კულტივაციის ტექნიკა, მამაკაცები ჭრიდნენ და შემდეგ წვავდნენ ხეებს, ხოლო ქალები უვლიდნენ შინაურ მცენარეებს და იღებდნენ მოსავალს. ომების დროს ფერმერობას ძირითადად ქალები უძღვებოდნენ. დასახლებების ლოკაციების ცვლამ განაპირობა, რომ ფერმერობა გახდა მამაკაცის მთავარი საქმე. ქალები უძღვებოდნენ საშინაო საქმეებს და ბოსტნებს უვლიდნენ. ბავშვები პატარა ასაკიდანვე ეხმარებოდნენ მშობლებს ფერმის საქმეებში. ასევე პატარაა ასაკიდან უვლიდნენ შინაურ ცხოველებს. გაზრდის შემდეგ ბიჭები მამებს ეხმარებდნენ ფერმებში, ხოლო გოგოები დედებს სახლში. გარდა ამისა, არსებობდა კომუნალური სამუშაოები, სადაც ერთად მუშაობდნენ ნათესავები და მეზობლები. რაც მთავარია, ამ საქმის შემსრულებელი ყველა ადამიანი მოგებული რჩებოდა და ეს სამუშაო ყველასთვის სარგებლის მომტანი იყო.
ოჯახი
რედაქტირებამეცხრამეტე საუკუმენდე, ოჯახურ გაერთიაენას შეადგენდა მამაკაცი, მისი ცოლები, მისი ბავშვები და შვილიშვილები. დღესდღეობით (გვიანინი მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ) ოჯახს ძირიადად წარმოადგენს წყვილი, მათი შვილები და შესაძლოა წყვილიდან ერთ-ერთის მშობლები.[2]
მემკვიდრეობა
რედაქტირებაპოზიცია და მემკვიდროება იყო პატრიარქალური, გადადიოდა მამიდან ვაჟიშვილზე. სანამ შემოიღებდნენ ერთგვარ მარაგებს, მემკვიდრეობა ძირიადად მოიცავდა საქონელსა და მარტივად გადასატან ქონებას. გვიან მეოცე საუკუნეში მიწის ფლობამ უძრავი ქონება გახადა ყველაზე მნიშვნელოვანი და ორივე, ქალიც და კაციც, მეკვიდროებით იღებს მიწას.
სოციალიზაცია
რედაქტირებაძველ დროში ბიჭებს უნდა დაეძინათ გარეთ, ებანავათ დღისით და დაეთმოთ გარკვეული საკვები, რათა გაეძლიერებინათ საკუთარი თავი. ისინი იწაფებოდნენ მკლავების ხმარებაში, ცურვაში, ცხენოსნობასა და ორატორიაში, ასევე მიჰყვებოდნენ მამებს სხვა კაცებთან ერთად დასალევად. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარაში ფერმერობასა და ორატორიას აწავლიან ძალიან მცირე ასაკიდან. გოგოებს ასწავლიან როგორ მოუარონ სახლსა და უმცროს დედმამისშვილებს. მცენარეებს, დატურა სტრანომიუმსა და ლატუა პუბიფლორას იყენებდნენ მაპუჩელები, როგორც პიროვნების ტესტებს საკუთარი შვილების შესამოწმებლად; ამ მცენარეებს ადუღებდნენ და მოდუღებულს ასვამდნენ ბავშვებს, ამის შემდეგ ამოწმებდნენ მათ რეაქციებს და ამის მიხედვით საზღვრავდნენ როგორი ხასიათის გაიზრდებოდა.
მონათესავე ჯგუფები და შთამომავლობა
რედაქტირებაშთამომავლის სისტემა იყო პატრიარქარული, მიყვებოდნენ მითურ წინაპარს, რომლისგან სათავე დაედო მათ ხაზს. მეცხრამეტე საუკუნემდე არსებობდა კუგას სისტემა და კუგას მონათეაობა: ერთი ხაზი ან კუგა, ჰქონდა საკუთარი სახელი, რომელიც მიეცომოდა ვაჟიშვილს დაბადებიდან ცოტა ხანში. თითიოეული ჯგუფის წევრებს ჰქონდათ განსაკუთრებული ერთგულება ერთმანეთის მიმართ შეკამათების დროსაც კი.
ქორწინება
რედაქტირებაიდეალური ქორწინება იყო და არის დედის ძმის ქალიშვილის ცოლად შერთვა. გავრცელებული იყო: სოროლალური პოლიგამია და ლევირატის ჩვეულებები. მთავარი ქორწინების პროცესი მოიცავდა პატარძლის საფასურზე მოლაპარაკებას, მოტაცებას, პერსპექტიული სასიძოს გადახდას და ქორწინების ცერემონიას. განქორწინებაც გავრცელებული იყო, ყველაზე ხშირ შემთხვევებში სტერილურიბის, ღალატის, ოჯახის მიტოვების და არაჰუმანური მოპყრობის გამო. ყველა შემთხვევაში, პატარლის საფასური უბრუნდებოდა ქმარს. დღეს უკვე ყველა ეს ტრადიციული პრაქტიკა ჩაანაცვლა მონოგამიამ.
ქორწინების მსვლელობა ძალიან მარტივია. პირველ რიგში სასიძო მიდის დედოფლის ოჯახში,შემდეგ ისინი განიხილავენ დედოფლის ფასს და გეგმავენ ქორწილს. ფორმალური საქორწინო ცერემონია აუციელბლად იმ ადგილზე იმართება,სადაც დედოფალი და მისი ოჯახი ცხოვრობენ,სასიძოს ნათესავებს კი რძლის ოჯახში მიაქვთ საჩუქრები,ტკბილეულობა და ცხოველები ან ფრინველები,რომლებსაც შემდეგ მიირთმევენ საქორწინო სუფრაზე. ხოლო რაც შეეხება საქორწინო წვეულებას,ადგილი,სადაც სხვა სტუმრებიც არიან დაპატიჟბულნი, არის სასიძოს სახლი,ფორმალური მხარეები მოგვარებულია,ამიტომაც აქ მხოლოდ გასართობად იკრიბებიან. 4 დღის შემდეგ ისევ მიდიან პატარძლის ოჯახში და მიაქვთ საჩუქრები,უკვე ამის შემდეგ ახალდაქორწინებულები ოფიციალურად გადადიან საცხოვრებლად სიძის ოჯახში.
დედამთილის სიკვდილის შემდეგ პირველი რძალი ითვლება დომინანტად ოჯახში ქმრის შემდეგ,ის ხდება მრჩეველი და ოჯახის საქმეების წარმმართავი. ასევე,ის პრივილიგირებულია სხვა ცოლებთან შედარებით,მისი ფასი,რომელიც მეუღლემ გადაიხადა მასში, ბევრად მეტია ვიდრე დანარჩენი ცოლებისა.
რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს ქალს,მით უფრო მეტია მისი სიძლიერე. ბავშვის დაბადების მომენტი ძალიან დაძაბულია,ბევრი ადამიანი არის მშობიარე ქალის გარშემო,მათ შორის არიან ისეთი პირები,რომლებსაც მაგიასთან შეხება აქვთ და მთელი რიგი შელოცვებით ხვდებიან ახალდაბადებულ ბავშვს. როდესაც გოგოს ჩვეულებრივად ხვდებიან, ბიჭის დაბადებას ისინი ბევრად უფრო დიდი სიხარულით ეგბებიან: აწყობენ წვეულებას,აღნიშნავენ და მხიარულობენ.
ქორწინება არის მაპუჩელებისათის მიზანი. მათი აზრით,სიბერეში ისინი მარტო არ იქნებიან და შვილები მიხედავენ,ამავდროულად,როდესაც ისინი გარდაიცვლებიან,დედამიწაზე დარჩება ვინმე ისეთი,ვინც მათ სულებს მოიხსენიებს.
აღსანიშნავია ის,რომ სიკვდილის შემდეგ მამაკაცებს უფრო იხსენებენ,ვიდრე ქალებს,ეს უკანასკნელი იმიტოომ ხდება,რომ ყველა დასაფლავებულია იმ ადგილზე,სადაცცხოვრობდა,ქალები კი ოჯახის შექმნის შემდეგ ტოვებდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს და ქმართან გადადიოდნენ საცხოვრებლად. დაშორების ერთადერთი ფაქტი არსებობს,როდესაც წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ერთმანეთისგან განცალკევებულად. კაცები,ვისაც არ შეუქმნიათ ოჯახი,მიდიან ჯარში სამსახუროდ ან ხდებიან დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები,ხოლო შინაბერა ქალები მუშაობენ ქარხანა-ფაბრიკებში,მოსამსახურეებად სხვადასხვა ოჯახში, ან ყველაზე უარესი,-ხდებიან სხეულით მოვაჭრეები.[3]
მიწათმფლობელობა
რედაქტირებააბორიგენულ მაპუჩეს მიწას აკლდა მნიშვნელობა, რადგან მათ ეკონომიკა არ იყო აქცენტირებული ფართომასშტაბიან მიწათმოქმედებაზე. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მიწა ეკუთვნოდა კომუნალურად ოჯახების გაერთიანებულ ჯგუფს. თითოეული ოჯახი ამუშავებდა მიწას და აძოვებდა საქონელს. ქონება და მამული რეგულირდებოდა ერთგვარი ხელმძღვენლების მიერ, რომლებიც უნაწილებდნენ ოჯახებს მიწებს. 1884 წლის რეზერვების მოწყობამ შეცვლა სიტუაცია, დაასუსტა საერთო ქონება და გააძლიერა ინდივიდუალური. 3 000 მსგავსი პატარა მარაგი ნახეს მკველვარებმა 1884-1920 წლებიდან. ჩილელმა მმართველობამ მისცა მონათესავე ჯგუფის ბელადსა და დანარჩენ წევრებს მიწის დამუშავების უფლება. 1884 წლის მარაგების პოლიტიკამ ერთგვარ ხელმძღვანელებს მისცა უფლება მიეღოთ დამატებით მიწები იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა რაიმე გაუგებრობა გაყოფებს შორის. ამ პოლიტიკის ქვეშ, ოჯახების ერთი მერვედის მიერ შემუშავებული პეტიციით, მარაგები გაუქმდა და მიწები გადაეცათ ოჯახების ბელადებს თანაბრად, ხოლო დამატებითი მიწები მიიღეს ხელმძღვანელებმა ერთგვარ ავანსად.[1]
მეოცე საუკუნის დასაწყისში გაზრდილმა მოსახლეობამ და მიწათმოქმედების ნაყოფიერების შემცირებამ შექმნა იმის საჭირობება, რომ დაეყოთ მიწები .თუმცა, 1920-იან წლებში მიწის დაყოფები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაპუჩემ დაძლია დანაწევრება. მთავრობამ განაგრძო ძალისხმევები, რომელიც მიმართული იყო აქცენტების ინდივიდუალებზე გაკეთებისკენ. ეს კანონი და მიდგომა არაერთხელ შეიცვალა მომდევნო წლებში ერთმანეთის საპირისპირო კანონებით. 1931 წელს მიღებული კანონის მიხედვით მარაგი უნდა გადანაწილებულიყო თითოეულ ოჯახზე თანაბრად. 1979 წლის მარტში ბრძანება-კანონი 2568 შევიდა ძალაში, რაც ითვალისწინებდა რომ დაყოფილი კომუნალური მიწები გადავიდოდა ინდივიდუალების ხელში თუ ოკუპანტი მოითხოვდა. მაპუჩეს უმეტესობა ახლა ცხოვრობს მარაგებზე (მარაგების რიცხვი შემცირდა 2 000-მდე). მათ შეუძლიათ ანდერძად დაუტოვონ თავიანთი მიწა, ათხოვონ, გააქირავონ, მაგრამ არ შეუძლიათ გაყიდონ ან მოიშორონ თავიდან სამუდამოდ. ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მარაგი გაიყოფა.
რელიგიური რწმენები და რიტუალები
რედაქტირებაკავშირი ცოცხალსა და მკვდარს შორის არის მაპუჩური რელიგიის მთავარი ქვაკუთხედი. ცოცხლები პასუხისმგებლები არიან წინაპრებს პატივი მიაგონ. ტარდება რიტუალები, რათა შეინარჩუნონ მათთან პოზიტიური ურთიერთბა. სიზმრები, ტრანსპორტი ზებუნებრივთან, არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი სულიერ ცხოვრებაში. მაპუჩელები უკეთებენ ამ სიზმრებს ერთგვარ ინტერპრეტაციას, რათა შეიტყონ მეტი მათი დღევანდელი და მომავალი მდგომარეობის შესახებ.[1]
არაუკანები ღრმად მორწმუნე ხალხი იყვნენ. ინდიელების რელიგია მჭიდროდ აკავშირებდა მათ საკუთარ მიწა-წყალთან, სადაც თვითინ ცხოვრობდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, რომლებიც მათ ავი სულებისგან იცავდა.
შამანი იგივე მაჩი ითვლებოდა დამაკავშირებელ ხიდად ადამიანებს, წინაპრებს, სულებს და ღმერთებს შორის. მათი რწმენით, ღმერთები ცხოვრობდნენ ,,ზეციურ ქვეყანაში“- ვენუ მაპუ. იერარქიულად ყველაზე მაღლა იდგა ,,დედამიწის მრძანებელი“ -ნგენემაპუნი, მას ასევე უწოდებდნენ ,, ადამიანთა მბრძანებელსაც“ -ნგენეჩენს. ის თავის თავში აერთიანებდა საწინააღმდეგო თვისებებს. ერთდროულად იყო მამაკაციც და ქალიც, ახალგაზრდა და მოხუცი, ამიტომ მას გამოსახავდნენ ოთხი სხვადასხვა ადამიანის სახით: ახალგაზრდა ქალის, ახალგაზრდა კაცის, მოხუცი ქალისა და მოხუცი კაცის სახით. მისი მეგობრები იყვნენ კილენი (მთვარის ქალღმერთი), ბუნიეფე (ცისკრის ვარსკვლავი) და ვანგლენი (ვარსკვლავების ღმერთი).
ითვლებოდა, რომ კლანების დამაარსებლების წინაპრებიც ვენუ მაპუში ცხოვრობდნენ, სადაც იღებდნენ საერთო სახელს ,,პილიანს’. ინდიელებს ასევე სჯეროდათ ანთროპომორგული არსებების ( ნგილიატუე), რომლებიც თვალ-ყურს ადევნებდნენ რიტუალების შესრულებას (ნგილიატუნი). ცის ფერები, თეთრი და ცისფერი, ითვლებოდა სიკეთის ფერებად, ხოლო შავი ფერი- ქვესკნელის (ნაგმაპუ)-სიმბოლოდ. ყავისფერ ხეს წმინდად ხედ თვლიდნენ. მაპუჩე სჯეროდათ, რომ მათი ენა ბუნებასთან დაკავშირებით წარმოიშვა და შეიცავს ქარის შრიალს, წვიმის წვეთების შხაპუნს, ცხოველების ხმებს და მთების ფერებს.
ძველად, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, მაპუჩელებს ჰქონდათ ანიმისტური რელიგია. დღესდღეობით, მაპუჩეს რელიგია არის პოლითეისტური. უმაღლესი ღმერთი დგას სამოთხის უმაღლეს წერტილზე. უმაღლესი ღმერთების ოჯახი წარმოდგენილია ორი წყვილი ღმერთით, უმცროსითა და უფროსით. მათში უფრო მნიშვნელოვანი კი, ბუნებრივია, უფროსი წყვილის მამრია. სამოთხის იერარქიის ქვედა საფეხურზე დგანან ნაყოფიერების, დილის ვარსკვავის, ვარსკვლავების, დაღუპული მეომრების, რიტუალების, მუსიკისა და კომპასის წვეროების, კლიმატისა და მეტეოროლოგოური ძალების ღმერთები. ყველაზე დაბალ საფეხურზე კი იმყოფებიან მაპუჩელი წინაპრებისა და ვულკანის სულები. თეფერიმონტუ არის ღმერთების საწინააღმდეგო არსება. ისინი ხელს უწყობენ შამანისტებს და იწვევენ სენებს. ეშმაკისეულ ძალებს უწოდებენ ვეკუფეს და არის მათი სამი მთავარი სახეობა: ჩვეულებრივი ფენომენი, აღზრდილები და ზოომორფული ფორმა. მიუხედავად ხანგრძლივი ურთიერთობისა მისიონერებთან და თეთკანიანებთან, ქრისტიანობამ ძალზედ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა მაპუჩეს ხალხში არსებულ ქრისტიანობაზე.
არაუკანები ღრმად მორწმუნე ხალხი იყვნენ. ინდიელების რელიგია მჭიდროდ აკავშირებდა მათ საკუთარ მიწა-წყალთან, სადაც თვითინ ცხოვრობდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, რომლებიც მათ ავი სულებისგან იცავდა.
შამანი იგივე მაჩი ითვლებოდა დამაკავშირებელ ხიდად ადამიანებს, წინაპრებს, სულებს და ღმერთებს შორის. მათი რწმენით, ღმერთები ცხოვრობდნენ ,,ზეციურ ქვეყანაში“- ვენუ მაპუ. იერარქიულად ყველაზე მაღლა იდგა ,,დედამიწის მრძანებელი“ -ნგენემაპუნი, მას ასევე უწოდებდნენ ,, ადამიანთა მბრძანებელსაც“ -ნგენეჩენს. ის თავის თავში აერთიანებდა საწინააღმდეგო თვისებებს. ერთდროულად იყო მამაკაციც და ქალიც, ახალგაზრდა და მოხუცი, ამიტომ მას გამოსახავდნენ ოთხი სხვადასხვა ადამიანის სახით: ახალგაზრდა ქალის, ახალგაზრდა კაცის, მოხუცი ქალისა და მოხუცი კაცის სახით. მისი მეგობრები იყვნენ კილენი (მთვარის ქალღმერთი), ბუნიეფე (ცისკრის ვარსკვლავი) და ვანგლენი (ვარსკვლავების ღმერთი).
ითვლებოდა, რომ კლანების დამაარსებლების წინაპრებიც ვენუ მაპუში ცხოვრობდნენ, სადაც იღებდნენ საერთო სახელს ,,პილიანს’. ინდიელებს ასევე სჯეროდათ ანთროპომორგული არსებების ( ნგილიატუე), რომლებიც თვალ-ყურს ადევნებდნენ რიტუალების შესრულებას (ნგილიატუნი). ცის ფერები, თეთრი და ცისფერი, ითვლებოდა სიკეთის ფერებად, ხოლო შავი ფერი- ქვესკნელის (ნაგმაპუ)-სიმბოლოდ. ყავისფერ ხეს წმინდად ხედ თვლიდნენ. მაპუჩე სჯეროდათ, რომ მათი ენა ბუნებასთან დაკავშირებით წარმოიშვა და შეიცავს ქარის შრიალს, წვიმის წვეთების შხაპუნს, ცხოველების ხმებს და მთების ფერებს.
რელიგიური პრაქტიკები
რედაქტირებაკალკუ არის ჯადოქარი, გრძნეული, კუდიანი. კალკუეები, რომლებიც ჩვეულებრივ არიან ქალები, იწვრთნებიან თავიანთ ხელოვნებაში სხვა კალკუების მერ. ისინი ძალას იღებენ სიზმრებიდან და ხილვებიდან. ეშმაკისეული ძალები აქტიურდება, როდესაც შურიანი ადამიანები შესთხოვენ კალკუებს დაატეხონ უბდეურება იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც აქვთ ეს შური. შამანისტები (მაჩი) მიზნად სწორედ იმას ისახავდნენ, რომ ეს ეშმაკისეული ძალები შეეჩერებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები იწაფებოდნენ შამანიზმში ადრეულ პერიოდში, დღესდღეობით შამანების უმეტესობა ქალია. არჩევა და შამანური ძალის აღქმა ხდება ხილვებსა და სიზმრებში. კანდიდატები არიან ისინი, ვინც გადაიტანა რაიმე ძლიერი სტრესი, ავადმყოფობა, აქვთ უკეთესი ხილვებისა და სიზმრების უნარი. დამწყები იღებს ვარჯიშს უფროსი შამანებისგან. გაწაფვა გრძელდება ორიდან ოთხ წლამდე, რა პერიოდშიც მოსაწავლე სწავლობს მორჩილებასა და შრომას, რათა შეისწავლოს მცენარეული ცოდნა, ჯადოქრობა, დაავადების დიაგნოზის დასმა და მკითხაობა. წვრთნის დასრულების შემდეგ, შეგირდმა უნდა გამოავლინოს თავისი მიღებული ცოდნა სხვა შამანისტებისა და საზოგადოების წინ. ამ ცერემონიას უწოდებენ მაჩივულუნს. შამანის ატრიბუტებია ერთგვარი დრამი (კულტრუნი) და მოპირკეთებული ჯოხი (რივი). შამანებს ჰყავთ თავიანთი დამხმარე, რომელიც უთარგმნის და ერთგვარ ინტერპრეტაციას აძლევს შამანების ნათქვამს, როდესაც ის ტრანსშია, ღრმა ძილში.
წეს-ჩვეულებები
რედაქტირებაროდესაც ბევრი საკვები ჰქონდათ, არაუკანები დიდ დღესასწაულებს აწყობდნენ და ზეიმებს ან მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს ამთხვევდბენ. ასეთი ზეიმი მთელი დღეების განმავლობაში გრძელდებოდა და მომავალი მოსავლის აღებამდე, კვირების განმავლობაში, ფაქტობრივად, შიმშილობდნენ. ქალები და მამაკაცები ცალ -ცალკე მიირთმევდნენ. ჯერ მამაკაცები შეუდგებოდნენ ტრაპეზს, შემდეგ ქალები.
არაუკანებს ლაპარაკი უყვარდათ, თითოეულ კლანს ჰყავდა თავისი ,, ნგენპინი“ (,,ის, ვინც ფლობს სიტყვას“), რომლებიც თათბირებზე გრძელი და მჭევრმეტყვული სიტყვით გამოდიოდნენ. მათ უყვარდათ ლეგენდების, ისტორიების, დიდი ბელადებისა და მეომრების გმირობების ამბების მოსმენა, რომლებსაც ,,ვიუპიფე“ უყვებოდათ საღამოობით ან დღესასწაულებზე. მაცნეებს ნებისმიერ შეტყობინებებს ასწავლიდნენ, რაც არ უნდა გრძელი ყოფილიყო იგი.
ინდიელები მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურ აბაზანას იღებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს ჯანმრთელობას აკაჟებდა. ავადმყოფობებს და მსგავს უბედურებებს ,,კალკუს“-ბოროტი ჯადოქრების ინტრიგებით ხსნიდნენ. მათ შამანები ეძებდნენ და ხშირად ეს უდანაშაულო ადამიანის მკვლელობით ან კლანებს შორის დაპირისპირებით მთავრდებოდა.
კლანის გარეთ ვინმეს მიმართ ერთგულებისა და პატიოსნების შენარჩუნება სავალდებულო არ იყო და მეზობლების მოტყუება და გაქურდვა გმირობად ითვლებოდა. მხოლოდ ერთი რამ აკავებდათ იოლი მოგების მაძიებლებს-მოტყუებული კლანის შურისძიება, მაგრამ ამის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა- მეზობლებთან საჩუქრების გაგზავნით. კლანის შიგნით ასეთ რამეს ვერ იტანდნენ. კლანის თითოეულ წევრი ვალდებული იყო დაეცვა ერთმანეთის სიცოცხლე და საკუთრება.
მამაკაცები ომით იყვნენ დაკავებულები, თუ ომი არ იყო, მაშინ- ნადირობდნენ. კლანებს შორის ომები ძირითადად საკვების, ქალების ან ჯადოქრების მიერ გამოწვეული უბედურებების გამო შურისძიების მიზნით იწყებოდა.
არაუკანები არ იყვნენ კანიბალები , თუმცა ჰქონდათ ჩვეულება ,,პროკულონი“-კეთილშობილ ტყვეს ხელკეტის დარტყმით კლავდნენ, მის გულს კი, მეომრები ჭამდნენ, რათა მისი სიმამაცე მათზე გადმოსულიყო. ესპანელი ჯარისკაცის ,,პროკულონი“ იხილა და აღწერა თავის წიგნში ,,ბედნიერი ტყვე“ ფრანსისკო ნუნიესმა.
არსებობს ჭორები , რომ არაუკანები ჯერ კიდევ ცოცხალ ტყვეს ბასრი ნიჟარებით კიდურებს აჭრიდნენ, წვავდნენ და მათ თვალწინ ჭამდნენ (ლეგენდის, თანახმად ასეთი ბედი ეწია პედრო ვალდივიის), ან ფეხის ძვლებისგან ფლეიტას ამზადებდნენ. არაუკანები ასევე აგროვებდნენ მოკლული მტრების თავებს და წმინდა ყავისფერ ხეზე კიდებდნენ, ან მეზობლებს უგზავნიდნენ, მათი გადმობირების მიზნით. ასე შეინახეს არაუკანებმა 1958 წელს გუბერნატორ ლოიოლას (იეზუიტების ორდენის დამაარსებლის, იგნასიო ლოიოლას ნათესავის) თავის ქალა. მისი მუზარადიდან კი თასი დაამზადეს.
არაუკანებს თავისებური ღირსების კოდექსი ჰქონდათ. ისინი ყოველთვის უგზავნიდნენ მტრებს მაცნეებს, რომ ემცნოთ ომის გამოცხადება. უყვარდათ რაინდულის მსგავსი შეჯიბრებები. მათზე გავლენა ესპანურმა რაინდულმა კოდექსმაც იქონია. არაუკანელები ყოველთვის უბრუნებდნენ მტრებს პატივს. ასე გადარჩა ფრანსისკო ნუნიენიც. კლანმა, რომელმაც შეიპყრო იგი,ლელვუნმაპუმ,-არ გადასცა იგი პეხუენჩეს ტომს, მიუხედავად იმისა. რომ ისინი მდიდარ გამოსასყიდს სთავაზობდნენ, ხოლო როდესაც უარი მიიღეს, ომის დაწყებით ემუქრებოდნენ. ეს იყო მადლიერება იმისათვის, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ნუნიენის მამა კარგად ეპყრობოდა ინდიელ მეომარს. არაუკანები იცნობდნენ ნუნიენ-უფროსს, როგორც საშიშ მტერს, თუმცა ამასთანავე, აფასებდნენ მის პატიოსნებასა და გულწრფელობას.[1]
ცერემონიები
რედაქტირებამაპუჩელების ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი არის ნგილატუნი. ადრეუ პერიოდში ამ რიტუალის ძირითადი მიზანი იყო მილიტარისტული, მაგრამ მშვიდობის დამკვირდების შემდეგ ის გახდა უფრო სამეურნეო. ბუნებრივია, ეს არ ეხება კრიზისის პერიოდებს. მოსავლის აღების დროს შესრულებული ეს რიტუალი გულისხმობდა როგორც მადლიერების გამოხატვას ღმერთების მიმართ, ისე კიდევ ერთი უხვი მოსავლის თხოვნას. რიტუალი მოიცავს ერთზე მეტ საზოგადოებას, ზოგიც ზუსტად ოთხს, განსაკუთრებით მეზობლებს. ცერემონიის სიხშირე განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე საზოგადოება, რომელიც მონაწილეობს ცერემონიაში, მონაცვლეობით მასპინძლობს რიტუალს. გაჭირვების დროს იმართება ცერემონია, როგორც კი მოხდება რაიმე კატასტროფული. ამ დროს ხალხი ითხოვს დახმარებას ღმერთებისგან. მსგავს ცერემონიებში მონაწილეობის მიღება მეზობელი საზოგადოებებისთვის არაა სავალდებულო.[2]
სიკვდილი და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
რედაქტირებაგავრცელებულია აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ სული ვენუ მაპუსკენ მიმავალ გზაზე განიცდის მთელ რიგ გარდაქმნებს. თუ ამ გზაზე მას ეშმაკი შეიპყრობს, ის შეიძლება ეშმაკის აგენტი გახდეს. გარდაცვლილის ნათესავები მისი სულის დასაცავად სპეციალურ ცერემონიებს ატარებენ. საბოლოო დანიშნულების ადგილას სული სამემკვიდრეო სული ხდება. სიზმრებსა და ხილვებში წინაპარი ეცხადება თავის შთამომავალს და ეხმარება მას. დასაფლავების რიტუალი მოიცავს გარდაცვლილის მეგობრებისა და ნათესავების შეკრებას, გლოვას, თმების დაგლეჯას, შამანის მიერ გვამის გაკვეთას, გვამის დროებით შენახვას და ალკოჰოლის მიღებას.
რიტუალების ახსნა
რედაქტირებამაპუჩეს რელიგიური ცერემონიალები და საიდუმლო წარმოდგენები (რიტუალები) ყველაზე მასტაბილიზებელ ძალებს შორისაა, რაც მათს საზოგადოებაში მოქმედებდა. ცვლილებების მიუხედავად, მათი სიმბოლოების ფასეულობა სწორედ გამძლე შემაკავებელ ძალაში მდგომარეობს და რიტუალებსა და რწმენაში გამოვლენილი ცვლილებები ჰარმონიულად ეწყობიან მაპუჩეს საზოგადოების სტრუქუტრას. სავარაუდოა, რომ, მხოლოდ მას შემდეგ წარმოიშვა ამდენი რაოდენობით, რაც რეზერვაციის სისტემამ აიძულა ისინი ურთიერთობები დაემყარებინათ მათს მომიჯნავე თემებთან.[4]
დაკრძალვისა და განაყოფიერების წესები წარმოადგენენ ყველაზე მეტი ადამიანის შეკრების მიზეზს თანამედროვე მაპუჩეს საზოგადოებაში. რაიმე ფართომასშტაბიან შეკრებას შეიძლება ვუწოდოთ კავინი ან ტრავინი, ესენიც საერთო მიზნით, დანიშნულებით იმართება. ბალახის ჰოკეის თამაშები, ან თუნდაც უკანასკნელი ინოვაცია - სოკერი, ყველა მიეკუთვნება კავინს. მაგრამ ამ არსებით, ძირითად საერთო საქმეებს არ აქვთ ნილატუნის ან აუნის, რომლებიც, ასევე, შეიძლება მივაკუთვნოთ ასკავინს-ს, სიმბოლური დატვირთვა. სპორტში მონაწილეობის მისაღებად ან საყურებლად მოწვეულები განხილულნი არიან, როგორც „დაინტერესებული მხარეები“, ზოგიერთ შემთხვევაში შერჩეული ჯგუფი, რომლებიც არ არიან ჩართულები ამგვარ საქმიანობაში ნათესაური კავშირის ან რიტუალური საზოგადოების წევრობის გამო.
მაშინ, როდესაც ღონისძიებები იმართება ფართო სპექტრის პირებისთვის, ეს ყველაფერი წარმავალია. ეს ღონისძიებები თავისმხირვ ითრევს, როგორც მონაწილეებს, ასევე, მაყურებელსაც, მაგრამ ისინი ხარისხობრივად განსხვავდებიან ნილატუნისა და აუნისგან. იმის მიუხედავად, რომ მათში ფარულადაა ნაგულისხმევი პალინკატუნი და მინგანკო, რეალურად არ არის მაინც გამოხატული. მოთამაშეები ან მომუშავეები არჩეულნი არიან მათი ინდივიდულაური შესაძლებლობების ან სპეიაცლური რესურსების გამო. მონაწილეთა უმრავლესობა ჩამოდის ამავე რეგიონიდან ან სარიტულო ჯგუფებიდან, რაც აიხსნება გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე და არა მორალური ვალდებულების არსებობის გამო. საერთო ინტერესები უფრო მეტად გაიფანტა და ნაკლებადაა დაკავშირებული ჯგუფის წევრობასთან, ვიდრე ეს ადრე იყო. ყველაზე არაერთგვაროვანი ჯგუფები არიან ამჟამად კავინში გაერთიანებულნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან მაპუჩეს ისტორიაში. ეს უმეტესად განპირობებულია სამუშაო მოდელის ცვლილებით და „არასტრუქტურული“ დასვენების ტენდენციის გავრცელებით.
მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ეხება განაყოფიერებისა და პანაშვიდის რიტუალებს. ნილატუნისა და აუნის ცერემონიალები ემსახურება მაპუჩეს გაერთიანებასა და ინტეგრაციას სხვა ხალხებთან და მათ წინაპრებთან და შთამომავლებთან. ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ამ ცერემონიალში ღებულობს მონაწილებას, შეზღუდულია. გარდაცვლისა და დაკრძალვის რიატულები ამძაფრებს ნათესაურ გრძნობებს, ასევე, არანათესავებს თანაგრძნობის შეგრძნებასაც. ამ გაგებით, ორივე - ნილატუნიც და აუნიც ერთნაირი ხასიათის არიან - ორივე დაფუძნებულია ნდობაზე და გამოხატულია ვალდებულების თვალსაზრისით. მათი მთავარი მიზანია ჯგუფებს შორის სოლიდარული ურთიერთობების ჩამოყალიბება, იმის მიუხედავად, რომ მათი ქმედებები დაფუძნებულია მათ ვალდებულებაზე, რელიგიური მორალის სტრუქტურაზე.
სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებასოციალური მოწყობა
რედაქტირებამშვიდობის დამყარებამდე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მაპუჩეში მიღებული იყო პირადი პრესტიჟი და წოდება, რომელიც მოიპოვებოდა ბრძოლებში, სიმდიდრით, სიუხვითა და მჭევრმეტყველებით. თანამედროვე (მეოე საუკუნის) მაპუჩე დაყოფილია სამ ფართოდ დაშორებულ ნაწილად: მდიდრები, ჩვეულებრივები მოსახლეობა ანუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და ღარიბი გლეხები.[5]
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებამონათესავე წინამძღოლები, რომლებიც იწოდებოდნენ ლონკოდ, აკონტროლებდნენ სამეურნეო და სხვა კოოპერატიულ სარისკო საქმეებს. ლონკოს ძალაუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მის ოჯახზე და მისი პრესტიჟიც განისაზღვრებოდა სტუმართმოყვარეობით. სიმშვიდის პერიოდში არ იყო ერთპიროვნული ლიდერი. როცა ამის საჭიროება ჩნდებოდა, სამხედრო მმართველები ირჩეოდნენ ამ ლონკოებიდან. მარაგების შემოღების შემდეგ (1884 წელს) პოლიტიკური ძალაუფლება ბელადისა დროებით გაძლიერდა. ბელადის როლმა მიწის განაწილებაში მისცა მას კონტოლი დაქორწინებული წყვილის საცხოვრებელზე. საბოლოო დაყოფამ და უუნარობამ თავდაპირველ ბელადებს გადაეცათ თავიანთი მარაგები, თავიანთ შთამამავლებისთვის შეამცირა მათი პოლიტიკური ძალაუფლება. თანამედროვე (მეოცე საუკუნის) ბელადები თანაბრად იყოფენ ძალაუფლებას უხუცესთა საბჭოსთან და საგვარტომო ხაზის თავებთან. მათ ძალაუფლებას ასევე ზღუდავს შიდა სარეზერვო საქმეები.
სოციალური კონტროლი
რედაქტირებაადრეულ პერიოდში ღალატის, მოკვლის და ჯადოს დანაშაულები საზოგადოებაში ისჯებოდა სიკვდილით. თუმცა ზოგჯერ ჯადოს გამონაკლისების შემთხვევებში კომპენსაცია ხდებოდა გადასახადის გადახდით. დღესდღეობით, კანონდამრღვევებსა და ჯადოში ეჭვმიტანილებს ასახლებენ დასახლებებიდან. მშვიდობის დამყარების შემდეგ მაპუჩე იყო ჩილური სასამართლო სისტემის ქვეშ.
კონფლიქტი
რედაქტირება1980-იან წლებამდე დაპირისპირებები და თავდასხმები გავრცელებული იყო მაპუჩელებს შორის. თითოეული ოჯახი იცავდა საკუთარ ფერმას სხვა დამრღვებისაგან და იძიებდა შურს სისხლის აღებით ან ჯადოთი.
განათლება
რედაქტირებამაპუჩეს განათლების მცდელობები ჩილეს სახელმწიფომ მანამდე დაიწყო, სანამ მაპუჩეს გავლენა ექნებოდა. 1837 წელს ჩილეს მთავრობის მიერ მაპუჩეს ტერიტორიაზე ფრანცისკანელ იტალიელთა ჯგუფი იქნა მიწვეული, მაპუჩეს ხალხის განათლებისა და მათი კათოლიკურ ეკლესიასა და ჩილეს სახელმწიფოში ჩართვის მიზნით. ისინი კაპუცინმა მისიონერებმა გააძევეს 1848 წელს. წარმატებული სკოლის ჩექმნა პირველად ჩილეს სახელმწიფოს მიერი 1895 წელს დაფინანსებული ბავარიელი კაპუცინების ჩამოსვლასთან ერთად დასრულდა. 1926 წლისთვის 30-ზე მეტი სკოლა არსებობდა. მაპუჩეს ევანგელიზაცია ამ პერიოდში საკმაოდ წარმატებით ხდებოდა ამ დროს და 1915 წელს ქრისტიან მაპუჩელთა რიცხვი 25658-ს შეადგენდა და 10956 ბავშვი იყო მონათლული. 1924 წლისთვის აქ იყო 29 საშუალო კლასიკური სკოლა, სადაც 2183 ბავშვი სწავლობდა, 18 დახურული სასწავლებელი, სადაც 659 ბიჭი და 379 გოგო სწავლობდა, 2 საშუალო სკოლა, სადაც 119 გოგო სწავლობდა და 4 ტექნიკური სასწავლებელი, სადაც 25 სტუდენტი სწავლობდა.[6]
ძირითადი განათლების სისტემაში, რომელიც მაპუჩესთვის იყო შემუშავებული ყურადღება იყო გამახვილებლი ქრისტიანულ მთავარ დებულებებზე, წერა-კითხვაზე, აგრონომებისთვის საჭირო საბაზო უნარებზე და სხვა უნარ-ჩვევებზე. ითვლებოდა, რომ შედარებით მაღალი დონის სკოლები ბავშვებს უკეთესად ამზადებდნენ იმისთვის, რომ ჩილეს საზოგადოებაში შესულიყვნენ. სხვა სკოლილებიგან განსხვავებით ამ სკოლაში შემდეგ დამატებით სხვაა საგნებსაც ასწავლიდნენ: მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მეტყევეობას, კულინარიას, მეფურნეობას, მედურგლეობას და მკერვალობას. მკერვალობა არ ითვლებოდა მაპუჩეს ხალხი შესაფერის პროფესიად, რადგან ისინი ზედმეტად მომთაბარენი იყვნენ. მკერავად მუშაობა მოითხავდა ცხოვრების მჯდომარე სტილს, რაც არ ახასიათებდა მაპუჩეს. ისინი უპირატესობას მეავეჯეობას ანიჭებდნენ. პრაქტიკული მომზადების შემდეგ ისინი ფულს იღებდნენ, რომლითაც საკუთარი ინსტრუმენტების ყიდვა შეეძლოთ.
უმაღლესი განათლება მაპუჩეს ხალხისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მამა დე ამბერგამ განაცხადა, რომ ის თავის მოსწავლეებს მუდმივარ ასწავლიდა, რომ „არაუკანელი, რომლის ცხოვრების მიზანი არა სოფლის მეურნეობა, არამედ სხვა რამეა, მოღალატეა. არაუკანელის ფასი, რომელიც ხეს რგავს და იმ ადამიანის ფასი, რომელიც წიგნს წერს, კაცობრიობისთვის ერთი და იგივეა“. ის მაპუჩეს ხალხისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მიცემის წინააღმდეგი იყო და თავისი არგუმენტის გასამყარებლად ამბობდა, რომ მაპუჩეს საუკეთესო მასწავლებელი ბუნებაა. მას მიაჩნდა, რომ მაპუჩეს უნდა ასწავლიდნენ გარეთ, ღია ცის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ დახურულ ოთახებში მოათავსებდნენ, ისინი დაავადდებოდნენ. მაპუჩეს ხალხს განიხილავდნენ როგორც ქმნილებებს, რომლებიც ბუნებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ცივილიზაციასთა, ამიტომ კაპუცინებმა გადაწყვიტეს შეექმნათ სასოფლო-სამეურნეო სკოლები, სადაც ისინი შეისწავლიდნენ თანამედროვე ტექნიქას, რომლის საშუალებითაც შეძლებდნენ უნაყოფო მიწების დამუშავებას, ისე, რომ ის მიწათმოქმედებისთვის გამოსადეგი გამხდარიყო. ამბერგას აზრით მაპუჩელები უნდა იყვნენ საკმაოდ განათლებულნი იმისთვის, რომ ქრისტიანები და ქვეყნის მოქალაქენი გამხდარიყვნენ, მაგრამ არა იმდენად, რომ უარი თქვან თავიანთ გლეხის როლზე. მას სჯეროდა, რომ მიწის სიყვარული პატრიოტი მოქალაქის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო, „კარგი მოქალაქეებად ყოველთვის გლეხები ხდებიან“.
ქალთა განათლება
რედაქტირებამისიონერებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მაპუჩეს ქალთა განათლება. გოგონებისთვის განათლების მიცემის საკითხში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა არა მხოლოდ ფინანსური სირთულეები, არამედ ზოგადად მაპუჩეს საზოგადოების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული წინააღმდეგობა. სკოლის შექმნის პირველი მცდელობა იყო 1849 წელს, როდესაც მამა ჯოვანიმ (მისიონერმა) შეიმუშავა პეტიცია ქალთა სკოლის გახსნის შესახებ, თუმცა იგი უარჰყვეს ეკონომიკური მიზეზების გამო. შემდეგი მცდელობის ინიციატორი იყო მამა ჯერემი დე პაგლიეტა, რომელიც 1865-1871 წლებში მოღვაწე მისიონერებს ხელმძღვანელობდა. იგი ევროპაში გაემგზავრა, რათა ფინანსური დახმარება მიეღო გოგონათა სკოლის გასახსნელად, თუმცა ამ გზაზე იგი გარდაიცვალა. საბოლოოდ, 1877 წელს მაპუჩეს ხალხსა და მისიონერებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების სერიების შედეგად, მამა ალბერტო დე კორტონას ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი სკოლები. თუმცა ეს სკოლები მალევე დაიხურა დასწრებისა და ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. საკმაოდ მალევე, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მისიონერებმა მიაღწიეს წარმატებას და მაპუჩეს დასახლებების ახლოს გახსნეს რამდენიმე სკოლა.[7]
მისიონერები ღრმად იყვნენ დარწმუნებულები მაპუჩეს ქალებისთვის განათლების მიცემის მნიშვნელობა. მათთვის განათლების მიცემითა და მათი ქრისტიან ქალებად ტრანსფორმაციით, შესაძლებელი ხდებოდა მაპუჩეს ქრისტიანული ოჯახისთვის სოლიდური და სანდო საფუძვლის შექმნა. ეს ოჯახი კი შემდგომში, თავის მხრივ შექმნიდა და აღზრდიდა პროდუქტიულ მოქალაქეებს ჩილეს სახელმწიფოსათვის. მაპუჩეს ქალები აღიქმებოდნენ, როგორც მაპუჩეს კულტურისა და ტრადიციის ბირთვად, შესაბამისად, მათი ტრანსფორმირებით, შესაძლებელი იყო ზოგადად კულტურის გარდაქმნა. ამ და სხვა კულტურული თუ ისტორიული მიზეზების გამო, უფრო ადრე პერიოდში მაპუჩეში განათლება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მამაკაცთათვის. მისიონერები ხშირად უკრძალავდნენ კიდეც ქალებს განათლებულ მამაკაცებთან კონტაქტს. ამის საპირისპიროდ, მაპუჩეს მამაკაცები, განსაკუთრებით კი, ბელადებისა და ლიდერების ვაჟები, იღებდნენ სრულყოფილ ქრისტიანულ განათლებას ბავშვობაშივე, მაშინ როდესაც ისინი ესპანეთთან ბრძოლის განმავლობაში გადასცეს ესპანელს გენერლებს, როგორც მშვიდობის მომასწავებელი ძღვენი. ამის გარდა, მაპუჩეს მამაკაცებს ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი ესპანელებთან და ჩილელებთან როგორც სამშვიდობო, ისე საომარი მოლაპარაკებების დროს. მათ ასევე ხშირი შეხება ჰქონდათ ევროპელ ვაჭრებთან ბიზნეს მოლაპარაკებების ფარგლებში. თუმცა, მამაკაცთათვის განათლების მთავარ წყაროდ უნდა ჩაითვალოს სამხედრო სამსახური, რომელშიც ისინი საკუთარი ნებით მიდიოდნენ. ეს სამსახური სავალდებული მხოლოდ 1916 წელს გახდა და აქ მსახურობის დროს მაპუჩეს მამაკაცები იღებდნენ ელემენტარულ განათლებას. ისინი ასევე ეზიარებოდნენ პატრიოტული საძმოს მიერ მოწოდებულ ეროვნულ ღირებულებებსაც.
საგანმანათლებლო კამპანიაში ჩართული იყო დასახლებების ახლოს მდებარე სკოლები და ეკლესიები. მთავრობისა და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლების აზრით, მაპუჩეს ხალხის ტრანსფორმირებასა და მათ პროგრესულ და ცივილიზებულ ჩილელებად ქცევაში მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა პოლიგამიის პრაქტიკაში არსებობა. მაპუჩეს ქალებისა და გოგონების განათლებაში ძალიან დიდი აქცენტი კეთდებოდა პოლიგამიის პრაქტიკიდან ამოღების იდეასა და მონოგამიის დადებითობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პატრილინეარული სისტემა მაპუჩეს ქალებს მამას და ძმას უფრო მაღალ პრიორიტეტად უსახავდა ვიდრე ქმარს, აუცილებელი გახდა ახალი მორალური კოდექსის შემოღება. ეს ახალი მოდელი გულისხმობდა ქმრის მიმართ მორჩილებასა და მის უწინარესობას. მისიონერებს სურდათ მაპუჩეს ხალხის ცხოვრებიდან გაექროთ რელიგიური ცრურწმენები, რიტუალები და ზოგადად, შამანების ცნება. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რომლის დროსაც შამანები კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მე-16-დან მე-18 საუკუნის ჩათვლით შამანებმა გადაიტანეს საკმაოდ სერიოზული ბრძოლები ესპანური სამეფო კარის წარმომადგენლებთან და მისიონერებთან. თუმცა, შამანებმა ეს ომი გამოაირეს და მე-19 საუკუნემდე ქრისტიანული რელიგიის მაპუჩეს საზოგადოებაში დანერგვის ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა.
ამ საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მაპუჩეს ქალების მოდერნიზებას ისახავდა მიზნად, თან დაერთო ჩილეს სახელმწიფოს მხრიდან პატრიოტიზმისა და პროდუქტიული მოქალაქეობის ეროვნული პროპაგანდა, რომელისთვისაც გამოიყენებოდა ნოველები და ლიტერატურის სხვა სახის ნამუშევრები. ამ ნოველებში, რომლებიც 1930 წელს ჩილეს სასკოლო სისტემაში სავალდებულო საკითხავ წიგნად იქცა, ჰეტეროსექსუალური მონოგამიური სიყვარული იყო აღწერილი, როგორც ნამდვილი სიყვარულის ერთადერთი სახე. მას უკავშირებდნენ ქვეყნის სიყვარულს. ხოლო ყველა სხვა სახის, ქორწინებაგარეშე, არაპროდუქტიული ურთიერთობა აღქმული იყო ნაციონალიზმის შექმნისთვის რისკის შემცველ და დამაბრკოლებელ ფაქტორად. სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენდა მაპუჩეს ხალხის ჩილეს საზოგადოებასთან თანამშრომლობა და თანაცხოვრება. ამისათვის საჭირო იყო პატრიოტული სიყვარულის დანერგვა, რომლისთვისაც აუცილებელი იყო პოლიგამიური ტრადიციებით გაჯერებულ საზოგადოებაში მონოგამიის დანერგვა. ეს კი ნიშნავდა და საჭიროებდა დიდ შრომას, რათა განადგურებულიყო ძველი სოციალური წყობა, რომელიც ერთგვარად განურყელს ხდიდა ოჯახს და პოლიტიკურ შეხედულებებს. ახალი მოძრაობის მიზანი იყო ამ ორი ცნების განცალკევება. ოჯახი უნდა გამხდარიყო უკიდურესად პირადი, ხოლო პოლიტიკური შეხედულებები და ლოიალურობა აბსოლუტურად საჯარო. მაპუჩეს შემთხვევაში ამის შესრულების გზას წარმოადგენდა მამასა და ქალიშვილს შორის პატრილინეარული სისტემის მიერ დანერგილი ძლიერი კავშირის ჩანაცვლება ცოლ-ქმრის ურყევი ურთიერთობით.
მედიცინა
რედაქტირებაადრეულ ხანებში მაპუჩეს ხალხი ფიქრობდა, რომ ავადმყოფობას ზებუნენებრივი ძალები იწვევს. დღეს თანამედროვე მაპუჩელებისთვის მხოლოდ ორი სახის დაავადება არსებობს: ზებუნებრივი აგენტების, ვეკუფესა და პერიმონტუს მიერ გამოწვეული და ბუნებრივი აგენტების ან გარემო ფაქტორების მიერ გამოწვეული დაავადება. შამანები ყველა დაავადებას სამკურნალო მცენარეებისა და რიტუალების საშუალებით მკურნალობენ. ნებისმიერი დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება ადგილობრივი მცენარეებისგან დამზადებული მედიკამენტები. ის ადგილები, სადაც მაპუჩეს ხალხი ცხოვრობს, უხვია სხვადასხვა მცენარეებით, შესაბამისად მაცხოვრებლები იყენებენ მათ სხვადასხვა მიზნებისათვის.[8]
ხელოვნება
რედაქტირებათანამედროვე მაპუჩეს ტრადიციული ხელოვნება ძირითადად ორატორულია. ის გავრცელებულია მეტწილად ხელმძღვანელთა შორის, თუმცა არსებობენ რიგითი ხელოვანი ადამიანებიც. მაპუჩეს ზეპირი მონათხრობები შეგვიცლია 5 კატეგორიად დავყოთ: ეპეუები (მითოლოგიური მოთხრობები, ცხოველთა ზღაპრები და ლეგენდები), პეუმებ (სიზმრების აღწერა), ნუტ’ამკანები (მოთხრობები მაპუჩეს მეომრების გმირობის შესახებ), ვეუპინები (ფორმალური მოხსენებებები კაცების მიერ სხვადასხვა სოციალურ და რელიგიურ ღონისძიებებზე) და ქულკატუნები (სიმღერით გადმოცემული იმპროვიზებული მოთხრობები, როგორც წესი, ძლიერი ემოციების გამოსახატავად). მთავარი მუსიკალური ინსტრუმენტებია ლიტავრები, ფლეიტა და საყვირი. კაცები და ქალები ერთად იშვიათად ცეკვავენ. ცეკვისას ისინი ცხოველებს ბაძავენ მოძრაობებისა და ნიღბების საშუალებით.[1]
ლიტერატურა
რედაქტირებამაპუჩეს კულტურას მე-16 საუკუნეში ჰქონდა კულტურის გადაცემის ზეპირ-სიტყვიერი ტრადიცია, მაგრამ არ ჰქონდა დამწერლობის სისტემა. მოგვიანებით მაპუდუნგუნის (არაუკანული ენა) დამწერლობის სისტემა შეიქმნა და მაპუჩეს ესპანურ და არაუკანულ ენაზე დაწერილმა ნაწარმოებებმა დაიწყო აყვავება. თანამედროვე მაპუჩეს ლიტერატურა შედგება ზეპირ-სიტყვიერი ტრადიციისა და ესპანურ-მაპუდუნგუნის ორენოვანი ნაწარმოებებისგან. გამოჩენილი მაპუჩელი პოეტებია: სებასტიან ქუეუპული, პედრო ალონცო, ელიკურა ჩიჰუაილაფი და ლეონელ ლიენლაფი.
კლავა
რედაქტირებაკლავა ქვის ხელკეტია, რომელსაც მაპუჩეს ხალხი იყენებს. მას გააჩნია გრძელი და ბრტყელი ტანი. მისი სრული სახელია „clava mere okewa“. ესპანურად ის ცნობილია, როგორც „clava cefalomorfa“. მას რიტუალების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტომის ხელმძღვანელებს სხვებისგან გამოარჩევს. კლავას ბევრი სახეობაა ცნობილი.
კლავა არის ობიექტი, რომელიც მაპუჩეს საზოგადოებაში მამაკაცურ ძალასთან ასოცირდება. ის დისკის ფორმის სხეულისა და მასზე მიმაგრებული სახელურისგან შედგება. დისკის ნაპირს, როგორც წესი, ნახევარწრიული ჩაღრმავება აქვს. ხშირ შემთხვევაში დისკზე ამოკვეთილია ღმერთის სახე ან სხვა მსგავსი დეტალი. სახელური ცილინდრის ფორმისაა, ჩვეულებრივ, დისკთან კავშირის ადგილას უფრო დიდი დიამეტრით.
ქსოვილები
რედაქტირებამაპუჩელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნება ქსოვილებია. უძველესი მსგავსი ქსოვილი ნაპოვნია არქეოლოგიურ გათხრების დროს ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში (დღევანდელი სამხრეთი ჩილე და არგენტინა). მკვლევარებმა აღმოაჩინეს იმდორინდელი სამხილები, რომლებსაც საკმაოდ კომპლექსური და განვითარებული ტექნიკა და დიზაინი ჰქონდა. დათარიღებულია ახალი წელთაღრიხვის 1300-1350 წლებით.
ქალები პასუხისმგებლები იყვნენ დართვასა და ქსოვაზე. ქსოვის გავრცელებული და განსაკუთრებით ადგილობრივი ტექნიკები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დედები, ბებიები და დეიდები აძლევდნენ პატარა გოგოს იმ ცოდნას, რომელიც მათ მიიღეს მათი წინა თოაბისაგან. ქალები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ქსოვაში და სხვებს აღემატებოდნენ, იყვენენ საკმაოდ დაფასებულები საზოგადოებაში. ქსოვის დიდი მნიშვნელობა კიდევ ჩანს საკმაოდ ნათლად ოჯახის შექმნაში, როდესაც მამაკაცი მეტ მზითევს აძლევს პატარძლას, რომელიც ქსოვს კარგად.
მაპუჩეს ხალხი ქსოვილებს იყენებდა საკმაოდ გონივრულად. ისინი ამ ქსოვილებს ასევე უყურებდნენ, როგორც სავაჭრო საქონელს, რომლის გაცვლაც დიდ სარგებელს მოუტანდა. მეთექვსმეტე საუკუნის მრავალი ანგარიში მოწმობს ამ ქსოვილების გაცვლას მაპუჩესა და სხვა ადგილორივ ტომებს შორის. ასევე ხშირი იყო მსგავსი გაცვლები კოლონისტებთანაც, რომლებიც ქმნიდნენ ახლა დასახლებებს. ეს გაცვლები მაპუჩეს ხალხს აძლევდა შანსს მიეღოთ საქონელი, რომლის დამზადებას, მოშენებას ან მოყვანას თავად ვერ შეძლებდნენ. ამის ნათელი მაგალითა გაცვლილი ცხენები. აბორიგენი ქალების დამზადებული ქსოვილები და შემდეგ გაყიდული არაუკანიასა და არგენიტიანაში იყო აშკარად დასაფასებელი და დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ეკონომიკაში. სანამ ევროპელი კოლონისტები გამოჩნდებიდნენ ფაბრიკებში წარმოებული ქსოვილები ძირითადად მიმართული იყო საოჯახო გამოყებებისაკენ.
დღესდღეობით, მაპუჩელი ხალხის მოქსოვილი ნაჭერი გამოყენება, როგორც საშინაოდ, ასევე ვაჭრობასა და ბარტერში. დღეს უმატეს ნაწილს მაპუჩეში აცვიათ უცხოური დიზაინისა და მასალის ტანსაცმელი, თუმცა ისინი მაინც განაგრძოებნ საბნების, პონჩოებისა ქამრებისა და სხვა საჭირო ტანისამოსის კერვას ჩვეულებრივი მოხმარებისთვის. უდიდესი ნაწილი ამ შეკერილი ნაჭრებისა არის სწორედ სავაჭრო მიზნისთვის, რადგან დღესაც რჩება ეს საქმიანობა მრავალი ოჯახისათვის შემოსავლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ. მრავალი მაპუჩელი ქალი დღესაც განაგრძობს ქსოვილების კერვას, როგორც მათ ეს წიანპრებმა ასწავლეს, ასევე გადასცმენ ამ ცოდნას თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს. ასე გადაეცემა ტრადიცია თაობიდან თაობას. ეს სწავლის მეთოდი დაფუძნებულია ძირითადად ჟესტების იმიტაციაზე. იშვიათია, როდესაც შეგირდს სჭრდება მკაცრი ჩარევა სწავლებაში და იღებს დიდ ახსნა-განმარტებებს ინსტრუქტორისგან. ცოდნა გადადის, ხოლო ქსოვილი კი ისერება, ასე ერთდროულად ხდება ორივე.
ვერცხლის დამუშავება
რედაქტირებამე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მაპუჩეში ფართოდ დაიწყეს ვერცხლის მოპოვება. ვერცხლის ეს ტალღა შეიძლება მივაწეროთ 1726 წლის ნეგრეტეს პარლამენტს, რომელმაც შეამცირა საომარი კონფლიქტები ესპანელებსა და მაპუჩეს ხალხს შორის და მისცა საშუალება გაეზარდათ ვაჭრობა კოლონიურ ჩილეს და თავისუფალ მაპუჩეს ერთმანეთს შორის. ამავე კონტექსტში მეთვრამეტე საუკუნეში მაპუჩემ დაიწყო თავისი საოქნელის გადასახადად აეღო ვერცხლის მონეტები. ეს მიღებული მონეტები ხშირად იყო ძირითადი მასალა მაპუჩელი მეტალის პროდუქტიორებისათვის. ძველი მაპუჩეში ნაპოვნი ვერცხლის სამკაულები იყო ხშირად გამოუმდნარი ვერცხლისგან დამაზადებული, რაც დღევანდელ მეცნიერებს დაეხმარა ამ ნივთების დათარიღებაში. უმეტესი ნაწილი დამზადებულია პოსტოიში, პერუში.
ვერცხლის სამკაულების ფართო ნაირსახეობა აიხსენება იმ ფაქტით, რომ შექმნილი დიზაინი გამოხატავდა ოჯახის (რეინმა), მიწის (ლოფ მაპუ), ლონკოსა და მაჩის იდენტობას. მაპუჩეს ვერცხლის სამკაულმა ასევე განიცადა მოდის ზეგავლენა, თუმცა ფილოსოფიური და სულიერი პრინციპების ნაკვთები ძირითადად მაინც უცვლელი დარჩა.
მეთვარმეტე საუკუნის მიწურულსა და მეცხრამეტეს დასაწყისში ვერცხლის საქმიანობამ და საერთოდ ხელოვნებამ მიაღწია თავის კულმინაციას. მეცხრამეტე საუკუნეში მაპუჩეს ლიდერებს ჰყავდათ სულ მცირე ერთი ვერცხლმჭედელი. მეცნიერი კარლოს ალდუნატი აღნიშნავს, რომ 1984 წლისთვის უკვე არც ერთი ვერცხლმჭედელი აღარაა ცოცხალი იმდორინდელ მაპუჩელებს შორის.
ბრძოლა შამანიზმთან
რედაქტირებამაპუჩეში შექმნილი პირველი პოლიტიკური ორგანიზაციების მიზანი იყო მაპუჩეს ინტეგრაცია ჩილეს საზოგადოებაში. ამ ორგანაციათაგან თითოეულს სწამდა, რომ ჩილეს საზოგადოების მიერ მათი, მაპუჩეს ხალხის, როგორც საკუთარი წევრის აღქმისკენ მიმავალი გზა დასავლურ განათლებაზე გადიოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ეს ორგანიზაცია აქტიურ როლს თამაშობდა გენდერის ახლებური აღქმის შემოტანაში. ისინი ცდილოდნენ მაპუჩეს ხალხის შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოვებოდა ჩილეს ხალხისას. ეს ორგანიზაციები ასევე აკრიტიკებდნენ შამანიზმს.[9]
1900-1931 წლებში პოლიტიკურ სცენაზე დომინირებდი სამი ძირითადი ორგანიზაცია. ესენი იყო: არაუცაკანას ფედერაცია, რომელიც ხაზს უსვამდა კულტურულ იდენტობასა და ტრადიციას. არაუკანას გაერთიანება, რომელიც კაპუცინი მისიონერების მიერ იყო შექმნილი და ძირითად აქცენტს აკეთებდა მემკვიდრეობითი კულტურის უარყოფაზე, ასიმილაციასა და მოდერნიზაციაზე. მესამე დაჯგუფება იყო კაუპოლიკანის საზოგადოება, რომელსაც გააჩნდა გარდამავალი, ნეიტრალური პოზიცია მაპუჩეს კულტურის აღიარებასა და მის ეთნიკურობაში ევროპული ღირებულებების ეტაპობრივი ინტეგრაციას შორის. თითოეული მათგანი თანხმდებოდა იმ ფაქტზე, რომ ახალი თაობისთვის განათლების მიცემა იყო ჩილეს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საწინდარი. არაა გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ დასავლური განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ურბანულ არეებში. ისინი იყვნენ სკოლის მასწავლებლები ან კომერციული ბიზნესის მფლობელები. მათი უმეტესობა იყო მდიდარი კასიკების შთამომავალი, რომლებიც ჩილეს არმიისა და უფრო შორეულ წარსულში ესპანელებისადმი ლოიალურობით გამოირჩეოდნენ. ისინი იყვნენ შთამომავლები ფრანციკსანელი მისიონერების მიერ განათლებამიცემული მეთაურების და სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად სამხედრო გენერლებისთვის გადაცემული ბელადების შვილები.
ჩილეს საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმდევარი „არაუკანას გაერთიანება“ ცდილობდა შემოეტანა ქალისა და მამაკაცის გენდერის დომინანტი საზოგადოებისეული აღქმა და მაპუჩეს სოციუმში დაენერგა მისი პირდაპირი ასლი. ეს მოდელი არა მხოლოდ უქვემდებარებდა ქალს მამაკაცს და რა თქმა უნდა ქალთათვის მონოგამიასაც ქადაგებდა. „არაუკანას გაერთიანებამ“ ასევე შემოიტანა ქალის იდეალური ქცევის მოდელი, რომელშიც მთავარ დეტალს წარმოადგენდა ცოლის მორჩილება ქმრისადმი. ეს ახალი მოდელი ასევე მიმართული იყო მამასა და ქალიშვილს შორის მჭიდრო ურთიერთობის დარღვევისადმი, რომელიც პატრილინეარული სისტემის განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. ეს ორგანიზაცია შემდეგნაირად ახასიათებდა მაპუჩეს ქალის იდეალს : „ქალს მართებს ქმრის მორჩილება და ქვეშემრდომობა. იგი არის ფიზიკურად და მორალურად სუსტი სქესის წარმომადგენელი და ,შესაბამისად, მისმა ქმარმა უნდა აკონტროლოს და მართოს იგი სიფრთხილითა და წინდახედულობით.
მაპუჩეს ხალხის წიგნიერ ქრისტიან ფერმერებთან ინტეგრაცია
რედაქტირებაჩილეს მთავრობისა და კათოლიკური ეკლესიის მიერ შემუშავებული პოლისები მაპუჩეს ჩილეს საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ შეიქმნა მაპუჩეს ცოტა ხნის წინ დაპყრობილი ტერიტორიის პროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო ზონად გარდაქმნის პერიოდში.[9]
1890 წელს მაპუჩეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ ერთი მეათედი ნაწილი იქნა გამოყოფილი მაპუჩელთათვის. დანარჩენი, ძირითადად ნაყოფიერი ველები, რომლებიც უკეთესი იყო სასოფლო-სამეურნეო საქმისთვის, აუქციონზე იქნა გატანილი ჩრდილოეთ ევროპელი და ნაციონალური ახალმოსახლეებისთვის. ევროპელები განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდნენ, რადგაც ჩილეს მთავრობას, რომელიც ახლად შეძენილ ტერიტორიაში ჩილეურ კალიფორნიას ხედავდა, მიაჩნდა, რომ ევროპელი ახალმოსახლეებს შესაძლოა პროგრესული და ცივილიზატორული ძალის როლი ეთამაშათ ამ რეგიონის წარმატებულ სასოფლო-სამეურნეო ადგილად გარდაქმნაში.
მიწის განაწილებამ ახალმოსახლეებსა და მაპუჩეს შორის მრავალი პრობლემა შექმნა და ჩილეს ხელისუფლება რთულ სიტუაციაში ჩააყენა. ერთი მხრივ მთავრობას უნდოდა მხარი დაეჭირა ახალმოსახლეების მოთხოვნებს, რომლებიც მაპუჩეს ხალხს საშიშ ბარბაროსებად თვლიდნენ და მაპუჩეს და ახალმოსახლეთა შორის საკამათო საკითხებში უკანასკნელების მხარეზე დგებოდა. მეორე მხრივ, მთავრობას სურდა ინდიელები გადაშენებისგან დაეცვა. ამ დილემის გადასაწყვეტად მათ განათლებას მიმართეს, როგორც მაპუჩეს გადარჩენის გზას, რომელთა კულტურა, როგორც უმეტესი ლიბერალი პოლიტიკოსი და ინტელექტუალი ფიქრობდა, უკვე დაკარგული იყო. სახელმწიფო ოფიციალურ პირთა შორის არსებობდა ძლიერი რწმენა იმისა, რომ დასავლეთის ცივილიზაცია გადაწყვეტდა ინდიელთა ყველა პრობლემას. ასევე მნიშვნელოვანი გახდა მაპუჩეს ხალხში ნაციონალისტური გრძნობების დანერგვა. ჩილიელთა პასუხი ამერიკელების დევიზზე „კარგი ინდიელი მკვდარი ინდიელია“ იყო „კარგი ინდიელი არის ის, ვინც ხდება ცივილიზებული პირველადი მამაცობის ან კეთილშობილი იმპულსების დაკარგვის გარეშე, რაც სიყვარულს ანიჭებს თავის ქვეყანას“.
ითვლებოდა, რომ მაპუჩეს ჩილეს საზოგადოებაში ინტეგრაციის საუკეთესო გზა იყო მაპუჩეს ხალხისთვის დასავლური განათლების მიღების ადგილობრივებთან ტოლი უფლების მიცემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მე-19 საუკუნის ბოლომდე გავრცელებული იყო პოზიტივისტური და ლიბერალური იდეოლოგია, 1926 წლამდე სახელმწიფო ეკლესიისგან არ გამოიყო. 1925 წლამდე რესპუბლიკის პრეზიდენტი თავმჯდომარეობდა საეკლესიო საქმეებს. ჩილეს მთავრობა ამ საქმეებს სუბსიდირებას უკეთებდა 1926 ლამდე, როდესაც ჩილემ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან განაცალკევა. აქედან გამომდინარე, მაპუჩეს ხალხის განათლების დავალება გადაეცა კაპუცინ მისიონერებს რომლებიც მაპუჩეს ტერიტორიაზე 1848 წლიდან მუშაობდნენ.
მაპუჩე და კონსტიტუცია
რედაქტირებამაპუჩეს ტომის დამოუკიდებლობა არასდროს უღიარებია ჩილეს მთავრობას და მის შესახებ არც რაიმე მუხლი შესულა კონსტიტიციაში, შესაბამისად მათ მემკვიდრეობით მიღებულ მიწას, რესურსებსა და უფლებებს ყველა უარყოფს და შეიძლება ისინი ნებისმიერ წამს წაართვან მათ სრულიად ლეგალურად. მათ არ აქვთ ხელი მოწერილი არცერთ საერთაშორისო კანონზე რომელიც იცავს ადამიანთა უფლებებს. მათ უმრავლესობას არ აქვს შანსი რომ მიიღოს განათლება, ეს კი იმას ნიშნავს რომ მათ არ აქვთ დაპირისპირების შესაძლებლობა და სჭირდებათ სხვა ქვეყნის დახმარება თავის დასაცავად. მანამ სანამ ჩილეს საგანმანათლებლო სკოლებში სწავლება მხოლოდ ჩილეურად, მაპუჩეს ტომელებს არ შეუძლიათ მიიღონ განათლება, რადგან მათი ენა ''მაპუდუნგუნია'', რომელიც დღეს დღეისობით გამოუყენებლობის გამო კვდომას განიცდის.
1993 წელს აღდგენილ იქნა მუხლი 19.253 რომელიც იცავდა განაცალკევებით მცხოვრებ ტომთა უფლებებს, იცავდა მათ დამოუკიდებლობას, მათ მიწებსა და მდინარეებს და ტომებში შექონდა განათლება, სკოლების სახით, ასევე ეს კანონი ამ ხალხს იცავდა რასობრივი დისკრიმინალიზაციისგან. ჩილეს მთავრობას უნდა ეღიარებინა მაპუჩეს მიწა და დამოუკიდებლობა. თუმცა იგი არ დაემორჩილა ამ კანონს. მაპუჩეს ტომელები იბრძოდნენ დიდი ხნის განმავლობაში იმისთვის რომ შენარჩუნებულიყო მათი ენა და ტრადიციები, მაგრამ ჩილე ყოველთვის ახერხებდა მათ დაბრკოლებასა და უკან დახევას. ყველაზე დიდი პრობლემა მაპუჩესთვის იყო ენის შენარჩუნება, ასევე მათი ტექნოლოგიებთან შეგუება და ყოველდღიურობაში დანერგვა. მაპუჩეს ტომელებმა შექმნეს წინააღმდეგობის გაწევის ახალი ფორმა - სინქრეტიზმი, რაც ნიშნავს დაუყოფლად დაუნაწევრებლად ყოფნას მთელი ტომისას. ახლა ისინი ცდილობენ მიიღონ განათლება და შეძლონ დაპირისპირება სასამართლოში ჩილეს წინააღმდეგ, რათა დაიბრუნონ ჩილეს მთავრობის მხრიდან უკანონოდ წართმეული მიწები.[10]
თანამედროვე კონფლიქტები
რედაქტირებამიწაზე დავები და სასტიკი დაპირისპირებები გრძელდება მაპუჩეს რამდენიმე ტერიტორიაზე, კერძოდ არაუკანიას ჩრდილოეთ ნაწილში, ტრაიგუენსა და ლუმაკოს სიახლოვეებში. 2003 წელს ისტორიულ სიმართლისა და ახალი გაჯანსაღების კომისიამ გამოსცა მოხსენება, რომელიც მოითხოვდა გადამწყვეტ ცვლილებებს ჩილეს დამოკიდებულებაში ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომელთა 80%-ზე მეტი მაპუჩეს კულტურის წარმომადგენელია. ადგილობრივი რეკომენდაციები შეეხებოდა პოლიტიკურ და ტერიტორიულ წესებს ადგილობრივი ადამიანებისთვის. ასევე გამახვილებული ყურადღება იყო იმ მცდელობებზე, რომლებიც მიმართულია კულტურული იდენტობის ასამაღლებლად.[11]
მიუხედავად იაპონიისა და შვედეთის ინტერესებისა არაუკანიის ეკონომიკაში, ორი წამყვანი ტყის კომპანია მაინც ჩილურია. უცხოურმა ფირმებმა აქ გააშენეს ათი ათასობით აკრი ტყე, რომელიც ძირითადად არაადგილობრივი ხის ჯიშებისგან შედგება. ბუნებრივია, ზოგიერთ ადგილებში ამ არაადგილობრივმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი ვალდივური ტყეები. საბედნიეროდ, დღეს მსგავსი ჩანაცვლებები კანონით აკრძალულია.
ჩილე აშშ-ში აწარმოებს ხე-ტყის ექსპორტს, რომლის უმეტესი ნაწილი სწორედ რომ ამ სამხრეთ რეგიონიდანაა და წლიური შემოსავალი 600 მილიონია, რის გაზრდასაც ექსპერტები ვარაუდობენ. “ტყეების ეთიკებმა”, მოლაპარაკების ჯგუფმა, მიაღწია საერთაშორისო დაცვის კამპანიას. ეს ყველაფერი გამოიხატა იმაში, რომ „Home Depot Chain” და სხვა წამყვანი ხე-ტყის მომწოდებელი კომპანიები შეთანხმდნენ, რომ გადახედავდენ თავიანთ პოლიტიკას და კორექციებს შეიტანდნენ, რათა დაიცვან ნაციონალური ტყეები ჩილეში. მიუხედავად მაპუჩეს ხალხის ზოგიერთი ლიდერი ტყის დაცვასთან დაკავშირებით არსებული კანონების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Dillehay, Tom D. – “Mapuche ceremonial landscape, social recruitment and resource rights” , 1990.
- Faron, Louis C., 1923-. „Hawks of the sun: Mapuche morality and its ritual attributes“, 1964.
- Faron, Louis C., 1923-. „Mapuche social structure: institutional reintegration in a patrilineal society of central Chile“, 1961.
- Hilger, M. Inez (Mary Inez), 1891 – „Araucanian child life and its cultural background“, 1957.
- Nakashima Degarrod, Lydia. – „Culture summary: Mapuche“ , 2009.
- Nakashima Degarrod, Lydia. – „Female shamanism and the Mapuche transformation into C“ , 1998.
- D Haughney – „Neoliberal Economis, democratic transition, and Mapuche demands for rights in Chile”.
- Ana H. Ladio – “Patterns of use and knowledge of wild edible plants in distinct ecological environments: a case study of a Mapuche community from northwestern Patagonia”. 2004.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Nakashima Degarrod, Lydia. – „Culture summary: Mapuche“ , 2009.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Nakashima Degarrod, Lydia. – „Culture summary: Mapuche“ , 2009
- ↑ The Mapuche Indians of Chile: Politics, Resistance, & Tradition. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from: http://www.mapuche.info/mapuint/Moylan990400.html დაარქივებული 2016-06-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Faron, Louis C., 1923-„Hawks of the sun: Mapuche morality and its ritual attributes“, 1964.
- ↑ Faron, Louis C., 1923-. „Mapuche social structure: institutional reintegration in a patrilineal society of central Chile“, 1961
- ↑ tructure: institutional reintegration in a patrilineal society of central Chile“, 1961
- ↑ „Mapuche social structure: institutional reintegration in a patrilineal society of central Chile“, 1961
- ↑ Ana H. Ladio – “Patterns of use and knowledge of wild edible plants in distinct ecological environments: a case study of a Mapuche community from northwestern Patagonia”. 2004.
- ↑ 9.0 9.1 Nakashima Degarrod, Lydia. – „Female shamanism and the Mapuche transformation into Christian Chilean Farmers“, 1998
- ↑ http://www.mapuche.info/mapuint/Moylan990400.html
- ↑ D Haughney – „Neoliberal Economis, democratic transition, and Mapuche demands for rights in Chile”.