საყვირი — მაღალი რეგისტრის საორკესტრო და სოლო სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ცილინდრული მილისაგან, რომელსაც კონუსური ფორმის ბოლო აქვს. მილის დიამეტრი 11 მმ, არხის სიგრძე დაახლოებით 1500 მმ აღწევს. უვენტილო საყვირზე XVII საუკუნეში უკრავდნენ საოპერო ორკესტრში. 1816 წელს შეიქმნა ქრომატული ბგერათრიგის მქონე საყვირი ტუმბოიანი სავენტილო მექანიზმით, 1828—1832 წლებში — ცილინდრული ვენტილიანი მექანიზმით. მალე ისინი სრულიად განდევნა უვენტილო საყვირმა. არსებობს მცირე, ალტის, ბანის საყვირები. საქართველოში გვხვდება IX საუკუნიდან (ბუკი).

ლიტერატურა რედაქტირება