პრესტიჟი — ბრიტანელი მწერლის, ქრისტოფერ პრისტის, 1995 წლის ფენტეზი ჟანრის რომანი. იგი 1800-იანი წლების ინგლისში ორ ილუზიონისტს შორის არსებულ მეტოქეობაზე მოგვითხრობს. რომანი ეპისტოლარული სტრუქტურისაა და იგი დღიურების კრებულს წარმოადგენს. მისი სათაური ფიქციური სასცენო ილუზიოსნისტური დადგმისგან მომდინარეობს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: მომზადება, პერფორმანსი და პრესტიჟი.

„პრესტიჟი“
ავტორი Christopher Priest
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Victor Gollancz Ltd
გამოცემის თარიღი 1995
გვერდი 587

რომანისთვის პრისტმა მიიღო ჯეიმზ ტეიტ ბლექის მემორიალური პრემია და მსოფლიო ფენტეზის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის. წიგნი ასევე წარდგენილი იყო შემდეგ ჯილდოებზე: ბრიტანეთის ფენტეზი პრემია, ბრემ სტოკერის პრემია და ართურ კლარკის პრემია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება