ბრემ სტოკერის პრემია რომანისთვის
ბრემ სტოკერის პრემია რომანისთვის — ლიტერატურული ჯილდო, რომელიც 1987 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა საშინელებათა ჟანრის მწერალთა ასოციაციის მიერ „უმაღლესი მიღწევისთვის“ საშინელებათა ჟანრის რომანებში.
გამარჯვებულები
რედაქტირებაპრემიის ლაურეატ ავტორებს შორის სტივენ კინგი ლიდერობს, რომელმაც 6 გამარჯვება და 7 ნომინაცია მოიპოვა. მას მცირედით ჩამორჩება პიტერ სტრაუბი, რომელიც 5 გამარჯვებასა და ასევე 7 ნომინაციას ფლობს. მესამე ადგილს იკავებს რობერტ რ. მაკკამონი, რომელმაც 8 ნომინაციიდან 3-ჯერ მოახერხა პრემიის მოპოვება.
წელი | ავტორი | რომანი |
---|---|---|
1987 | სტივენ კინგი | მიზერი |
1988 | თომას ჰარისი | კრავთა დუმილი |
1989 | დენ სიმონსი | გვამის გამცილებელი |
1990 | რობერტ რ. მაკკამონი | ჩემი |
1991 | რობერტ რ. მაკკამონი | ბიჭის ცხოვრება |
1995 | ჯოის კეროს უოტსი | ზომბი |
1996 | სტივენ კინგი | მწვანე მილი |
1998 | სტივენ კინგი | ტომარა ძვლებით |
2001 | ნილ გეიმანი | ამერიკელი ღმერთები |
2006 | სტივენ კინგი | ლიზის ამბავი |
2008 | სტივენ კინგი | დიუმა-კი |
2013 | სტივენ კინგი | ექიმი ძილი |
2016 | ჯონ ლენგენი | მეთევზე |