ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

(გადამისამართდა გვერდიდან არაბულ-ისრაელური კონფლიქტი)
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი
სახელმწიფოები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტში
  არაბული ქვეყნების ლიგა
  ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნები
  ისრაელი
  პალესტინა
თარიღი 1948–დღემდე
ძირითადი ეტაპი: 1948–1973
მდებარეობა შუა აღმოსავლეთი
შედეგი

ცეცხლის შეწყვეტა

  • ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სირიასთან, ეგვიპტესთან და იორდანიასთან 1973 წელს
  • სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტესთან გაფორმდა 1979 წელს
  • ოსლოს ხელშეკრულებით 1993 წელს ჩამოყალიბდა პალესტინის ავტონომია
  • სამშვიდობო ხელშეკრულება იორდანიასთან გაფორმდა 1994 წელს
  • ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პალესტინის ხელისუფლებასთან 2004 წლიდან
  • ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანთან 2006 წლიდან
  • ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჰამასთან (ღაზის სექტორი) 2012 წლის ნოემბრიდან
ტერიტორიული
ცვლილებები
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში დაარსდა პალესტინის ტერიტორიები
მხარეები
ისრაელის დროშა ისრაელი

მოკავშირეები:

  არაბული ქვეყნების ლიგა

ჰეზბოლა


მოკავშირეები:

მეთაურები
ისრაელის დროშა დავიდ ბენ-გურიონი
ისრაელის დროშა ხაიმ ვაიცმანი
ისრაელის დროშა იგაელ იადინი
ისრაელის დროშა იაკოვ დორი
ისრაელის დროშა დავიდ შალტიელი
ისრაელის დროშა იცხაკ რაბინი
ისრაელის დროშა არიელ შარონი
ისრაელის დროშა ეჰუდ ბარაკი
ისრაელის დროშა ისერ ბერი
ისრაელის დროშა მოშე დაიანი
ისრაელის დროშა ისრაელ გალილი
ისრაელის დროშა იგალ ალონი
ისრაელის დროშა შიმონ ავიდანი
ისრაელის დროშა იცხაკ პუნდაკი
ისრაელის დროშა ისრაელ ამირი
იორდანიის დროშა ჯონ ბაგოტ გლუბი
იორდანიის დროშა ჰაბის ალ-მაჯალი
აბდ ალ-კადირ ალ-ჰუსეინი
ჰასან სალამა
ფავზი ალ-ქავუქჯი
ეგვიპტის დროშა აჰმედ ალი ალ-მუვავი
ამინ ალ-ჰუსეინი
ეგვიპტის დროშა მეფე ფარუკი
ეგვიპტის დროშა აჰმედ ალი ალ-მუვავი
ეგვიპტის დროშა მუჰამედ ნაგიბი
აბდულ რაჰმან ჰასან აზამი
დანაკარგები
74,000 სამხედრო პირი
18,000 სამოქალაქო პირი
(1945–1995)
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ვიკისაწყობში

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი (არაბ. الصراع العربي الإسرائيلي ალ-სირა'ა ალ'არაბი ა'ისრაილი; ებრ. הסכסוך הישראלי-ערבי ჰა'სიხსუხ ჰა'იისრაელი-არავი) — პოლიტიკური დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტების არაბული ქვეყნების ლიგასა და ისრაელს, არაბებსა და ისრაელელებს შორის. თანამედროვე არაბულ-ისრაელიანური კონფლიქტი ეფუძნება XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმისა და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. ტერიტორიას ებრაელები საკუთარ სამშობლოდ, პანაარაბისტული მოძრაობა კი პალესტინელი არაბების ისტორიულ კუთვნილებად,[5] ხოლო პანისლამისტურ კონტექსტში, ისლამურ მიწად თვლიან. დაპირისპირება პალესტინელ ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მრავალეტაპიან დაპირისპირებებს, 1948 წლის მაისში თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვა.

კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც არაბებსა და ებრაელებს შორის პოლიტიკური და ნაციონალისტური კონფლიქტი ტერიტორიულ ამბიციებზე, გადაიზარდა უფრო ლოკალურ ისრაელურ-პალესტინურ კონფლიქტში. საომარი მოქმედებები დიდწილად დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც იომ-ქიფურის ომის დასრულებას მოჰყვა. შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოეწერა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1979 წელს და ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წელს. ოსლოს ხელშეკრულებამ 1993 წელს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შექმნა განაპირობა, თუმცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწია. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისრაელსა აკავშირებს სირიასა და 2006 წლიდან ლიბანს შორის. კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის, რომელიც დასრულდა 2009 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით (მიუხედავად ამისა ბრძოლები დღემდე გრძელდება), თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება არაბული ქვეყნების ლიგას, განიხილება, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა და შესაბამისად არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეგვიპტესა და იორდანიასთან სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ტერიტორიული კონფლიქტი ჯერაც არ დასრულებულა.

წინაპირობა

რედაქტირება

კონფლიქტის რელიგიური ასპექტები

რედაქტირება

ებრაელებს, მუსლიმანებსა და ქრისტიანებს თავიანთი უკომპრომისო პოზიციის გასამყარებლად რელიგიურ არგუმენტები მოჰყავთ.[6] კონფლიქტის თანამედროვე ისტორიაში ძალიან დიდ როლს რელიგიური რწმენა და რჩეული ერისა იდეის ინტერპრეტირება, აღთქმული მიწა და წმინდა ქალაქი, იერუსალიმი თამაშობს.[7]

1896 წელს ებრაელმა-უნგრელმა ჟურნალისტმა და თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელმა თეოდორ ჰერცლმა გამოაქვეყნა წიგნი „ებრაელების სახელმწიფო“ (გერმ. Der Judenstaat). ამ წიგნში ჰერცელმა ებრაელების პრობლემის პრაქტიკული მოგვარების მეთოდი განსაზღვრა. ეს წიგნი გახდა საფუძველი „პოლიტიკურ სიონიზმისა“, რომლის მიხედვით ჯერ მისაღები იყო საერთაშორისო აღიარება ფაქტის, რომ ებრაელების ქვეყანა იყო ერეც ისრაელი და შემდეგ უნდა მომხდარიყო ებრაელების დასახლება პალესტინაში.

მუსლიმანებიც ყურანზე დაყრდნობით, ასევე გამოთქვამენ პრეტენზიას ამ მიწაზე.[8] ამის საპირისპიროდ ებრაელები ამტკიცებენ, რომ ღმერთმა ეს მიწა აბრაამის უმცროსი ვაჟის, ისააკის შთამომავლებს არგუნა, ხოლო არაბები კი აღთქმულ მიწას აკუთვნებენ აბრაამის სხვა ვაჟს, ისმაელს, რომლიდანაც არაბები წარმოიშვნენ.[8] მუსლიმანები ასევე სცემენ თაყვანს ებრაელებისთვის ისეთ წმინდა ადგილებს, როგორებიცაა: პატრიარქების მღვიმე და მონასტრის მთა. ბოლო 1,400 წლის განმავლობაში მუსლიმებმა ანტიკურ-ებრაელთა მემკვიდრეობა გადააკეთეს და ისლამური სახე მისცეს. მათ შორის: კლდის გუმბათი და ელ-აკსა.

ქრისტიანი სიონისტები აღიარებენ „ისრაელის“ უფლებას იარსებოს პალესტინის მიწაზე. ქრისტიანი–სიონისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ებრაელები ფლობენ ღვთივბოძებულ უფლებას პალესტინის წმინდა მიწაზე, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ „ღვთივრჩეულ ერს“. ისინი მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, რადგან მიაჩნიათ, რომ მემკვიდრული უფლებები წმინდა მიწაზე ებრაელებს გააჩნიათ, ამის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეთერთმეტე თავი.

  1. Moshe Yegar, "Pakistan and Israel," Jewish Political Studies Review 19:3–4 (Fall 2007)
  2. Pakistani Pilots in Arab Israel War. Opinion Maker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2013-05-13.
  3. Pollack, Kenneth, M., Arabs at War: Military Effectiveness, University of Nebraska Press, (2002), pp. 93–94, 96.
  4. Karsh, Efraim: The cautious bear: Soviet military engagement in Middle East wars in the post-1967 era
  5. The Palestinian National Charter – Article 6. Mfa.gov.il. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  6. Weinberger, Peter E.. (2004-05) Incorporating religion into israeli-palestinian peacemaking: recommendations for policymakers. Center for World Religions, Diplomacy, and Conflict Resolution, Institute for Conflict Analysis and Resolution, George Mason University. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2011. ციტირების თარიღი: August 30, 2008.
  7. Avi Beker, The Chosen: The History of an Idea and the Anatomy of an Obsession, New York: Palgrave Mcmillan, 2008
  8. 8.0 8.1 'Jerusalem in the Qur'an', Masjid Dar al-Qur'an, Long Island, New York. 2002