პატრიარქების მღვიმე
პატრიარქების მღვიმე (ასევე მაქფელის მღვიმე ებრ. מְעָרַת הַמַּכְפֵּלָה — „ორმაგი მღვიმე“; არაბ. الحرم الإبراهيمي, იბრაჰიმის მღვიმე) — პატრიარქების აკლდამა ჰებრონის ძველ ნაწილში, რომელშიც, ბიბლიით თანახმად (დაბ. 23; 49:29—32; 50:13) დაკრძალულნი არიან აბრაამი, ისააკი და იაკობი, ასევე მათი მეუღლეები სარა, რებეკა და ლეა. აბრაამმა ეს ადგილი იყიდა ხეთი ყეფრონისაგან 400 ვერცხლის შეკელად. ებრაული ტრადიციის თანახმად აქვე არიან დაკრძალულნი ადამი და ევა.
პატრიარქების მღვიმე ებრ. מְעָרַת הַמַּכְפֵּלָה / არაბ. الحرم الإبراهيمي | |
---|---|
კოორდინატები | 31°31′29″N 35°06′39″E / 31.524744° ჩ. გ. 35.110726° ა. გ. |
მდებარეობა | ჰებრონი, H2 ზონა, ისრაელი |
იუდაიზმში ითვლება მეორე წმინდა ადგილად ტაძრის მთის შემდეგ, ასევე წმინდა ადგილად მიიჩნევენ ქრისტიანები და მუსულმანები. მდებარეობს ჰებრონის H2 ზონაში, ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშ[1][2][3].
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება მაქფელა, როგორც კონტექსტიდან ჩანს, აღნიშნავს სართულს ან ტერასას. ბიბლიაში ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც მღვიმე (დაბ. 23:9; 25:9), ხან როგორც მინდორი, რომელშიც მდებარეობს ეს გამოქვაბული (დაბ. 23:19; 49:30; 50:13), თუმცა ყოველთვის დაკავშირებულია აბრაამთან, რომელმაც შეიძინა საოჯახო აკლდამისათვის. ძნელია იმის დადგენა, ეს სიტყვა ჰერბონის მახლობლად მდებარე ტერასულ ტერიტორიას ეხება, თუ აღნიშნავს რამდენიმე იარუსად განლაგებულ მღვიმე-სასაფლაოს.
ებრაული ტრადიციის მიხედვით სახელწოდება ითარგმნება როგორც ორმაგი მღვიმე, ან მეორე სახელწოდება „კირიათ-არბა“ ითარგმნება, როგორც „ოთხთა ქალაქი“, რაც დაკავშირებულია აქ დაკრძალული ოთხ წყვილთან: ადამი და ევა, აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იაკობი და ლეა.
იოსებ ფლავიუსისა და ბიბლიის აპოგრიფების თანახმად, აქვეა დაკრძალული იაკობს შვილი (მუსულმანები თვლიან რომ აქვეა დაკრძალული მშვენიერი იოსები).
ისტორია
რედაქტირებამაქფელის მღვიმე მდებარეობს თანამედროვე ჰებრონის ცენტრში. მღვიმეზე დაშენებულია ძველი მონუმანტალური ნაგებობა, რომლის კედლების სიმაღლეა 12 მეტრი. ამ ნაგებობის მშენებლობის სტილი უკავშირდება ჰეროდე I დიდის ეპოქას, მაგრამ შესრულებულია მოგვიანებით[4]. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ პატრიარქების საფლავები შესრულებულია ხელით, მშვენიერი მარმარილოსაგან, მაგრამ არ აქვს ნახსენები გარეთა კედელი. თალმუდის (ასევე მუსულმანური ტრადიციის) თანახმად აბრაამისა და სარას საფლევები მდებარეობს სამარხის ცენტრში, იაკობისა და ლეას საფლავები - ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სავარაუდოდ თავდაპირველ შესასვლელში), ისააკისა და რებეკას საფლავი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თავდაპირველად ნაგებობა იყო სახურავის გარეშე[4]. ბიზანტიურ ეპოქაში შენობის სამხრეთი დაბოლოება ისააკისა და რებეკას საფლავების ადგილი გადააკეთეს ეკლესიად, სადაც მოგვიანებით მეჩეთი იდგა. მეჩეთის იატაკზე მღვიმეში ორი ხვრელია, ერთი - ქვის ფირფიტებითაა დახურული, მეორე - ღიაა. მაქფელის მღვიმის მიწისქვეშა ნაწილის ხედი უცნობია, მაგრამ არსებული ინფორმაციის მიხედვით იგი უნდა იყოს ორმაგი მღვიმე, რომელიც დაკავშირებულია გასასვლელით. ამ გამოქვაბულში არსებული სხვა შესასვლელების შესახებ უცნობია[4].
მრავალ ებრაელს სურდა დაკრძალულიყო თავისი წინაპრების გვერდით ბენიამინ ტუდელელის (XII საუკუნე) ცნობით მღვიმეში გადაასვენეს იმ ებრაელების ძვლები, რომლებიც სხვა ადგილებში იყვნენ დასაფლავებულები.
1267 წელს მამლუქების სულთანმა ბეიბარს I-მა ებრაელებსა და ქრისტიანებს აუკრძალა მღვიმეში შესვლა[4].
აკრძალვიდან 700 წლის შემდეგ ექვსდღიანი ომის (1967 წ.) შედეგად მღვიმეში შესვლა ყველასთვის შესაძლებელი გახდა. იგი იქცა ებრაელების პილიგრიმობის ადგილად. ძეგლის ტერიტორია მუსულმანური თემის იურისდიქციაშია, თუმცა მისი ნაწილი მოქმედებს, როგორც სინაგოგა. სხვა დღეებში მაქფელას სტუმრობენ მუსულმანები.
ტერაქტები მღვიმეში
რედაქტირება1980 წლის 2 მაისს აბუ ჯიჰადის (ფათჰი) დაჯგუფების ტერორისტებმა ავტომატებიდან გახსნეს ძლიერი ცეცხლი მომლოცველი ებრაელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა 6 ადამიანი, 16-მა კი მიიღო მძიმე ჭრილობები[5].
1994 წლის 25 თებერვალს კირიათ-არბის მცხოვრებმა ბარუხ გოლდენშტეინმა ავტომატიდან 29 მლოცველი მუსულმანი დაცხრილა და იქვე თავი მოიკლა. ამ ინციდენტის შემდეგ მღვიმეში ებრაელებისა და არაბების ერთდროული დაშვება აკრძალეს[4].
2002 წლის 23 სექტემბერს მაქფელის მღვიმის ახლოს სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს რაბინი შლომო შაპირი, რომელიც ებრაული დღესასწაულის აღსანიშნავად იყო ჩასული ჰებრონში. მისი ცხრა წლის შვილი იჰოშუა დაიჭრა მძიმედ სხვა ორი: პინჰასი და იეჰუდა მსუბუქად დაიჭრნენ[6].
2013 წლის 22 სექტემბერს, სამხედრო მორიგეობის დროს სროლების შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს გივატის ბრიგადის სერჟანტი გალ (გაბრიელ) კობი, რომელიც იმავე დღეს გარდაიცვალა[7].
ლიტერატურა
რედაქტირება- Краткая еврейская энциклопедия, Изд. О-ва по исследованию еврейских общин. Иерусалим: 1976—2005.
- Александр Брасс. «Халиль аль-Вазир - Абу Джихад» // Кто есть кто в мире террора. — М.: Русь-Олимп: Астрель: ACT, 2007. — С. 37—48. — 344 с. — ISBN 9851604429, 9789851604421, 5-9648-0100-5, 5-9648-0100-5 , 5-9648-0100-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) (ებრაული)
- Machpelah в Jewish Encyclopedia (ინგლისური)
- ჰებრონის ფოტოები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Карта Хеврона
- ↑ Hebron Diary «Netanyahu faces Oslo 2: A slow train coming». 17–18 January 1997
- ↑ Temporary International Presence in Hebron. Hebron today.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-11-24.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 მაქფელის მღვიმე
- ↑ Брасс 2007.
- ↑ Shlomo Yitzhak Shapira
- ↑ Скончался сержант Галь Коби, смертельно раненый в Хевроне. 9tv.co.il (22.09.2013). ციტირების თარიღი: 2013-10-11.